კულტურა

RBS-15ka-შვედეთი

489da920344e
ხომალდსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი RBS-15ka შექმნა შვედურმა კომპანია “Saab Missiles”-მა. შვედეთის არმიამ კომპლექსი შეიარაღებაში 1986 წელს მიიღო. RBS-15ka-ის ბატარეის შემადგენლობაში შედის: სამეთაურო და კავშირის საშუალებები, ორი გამშვები დანადგარი, დაცვისა და ტექნიკური მომსახურების საშუალებები. ასევე სამიზნის აღმოჩენისა და გაცილების რადიოლოკაციური სადგური 9KR 400. RBS-15-ის რაკეტაზე სამარშო ძრავად დაყენებულია ფრანგული ფირმა “Microturbo”-ს ტურბორეაქტიული ძრავა TRI-60-1-077. რაკეტა აღჭურვილია ასევე ორი ამაჩქარებლით, რომლებიც რაკეტის სტარტიდან სამი წამის განმავლობაში მუშაობს. რაკეტას აქვს 200 კგ მასის ფუგასური საბრძოლო ნაწილი. შვედური ფირმა “Saab Missiles” მუშაობს რაკეტის გაუმჯობესებულ ვარიანტ RBS-15Mk3-ზე, რომელიც წინამორბედისაგან მოქმედების გაზრდილი მანძილით (დაახლოებით 200 კმ) და კომბინირებული რადიოლოკაციური და პასიური ინფრაწიტელი დამიზნების სისტემით განსხვავდება.

მოქმედების მანძილი- 100კმ
რაკეტის სიგრძე- 4350 მმ
რაკეტის დიამეტრი- 500 მმ
საბრძოლო ქობინის წონა- 200კგ
წყარო army.ge

მსგავსი ამბები

Back to top button