კულტურაუცნაური

ანა გროდსკა – პოლონელი ტრანსსექსუალი დეპუტატი

bdfa985de50d
ანა გროდსკა სეიმში “მოძრაობა პალიკოტას” პარტიიდან იყრიდა კენჭს, რომელიც ცნობილია როგორც მკაცრი ანტიკლერიკული პოზიციის გამტარებელი, აგრეთვე, აბორტების, ერთსქესიანი ქორწინებისა და მარიხუანის ლეგალიზაციისთვის მებრძოლი. ანას არა მარტო პარტიის ლიდერად, არამედ, თავისუფალ, ყოველგვარ ადამიანურ ცრურწმენას მოკლებულ, მომავლის ევროპელად მიიჩნევენ.

აილანდში გაკეთებულ ოპერაციამდე 57 წლის ანა გროდსკა მამაკაცი იყო, სახელად კშიშტოფი.

თუმცა მთელი მსოფლიოსთვის ანა გროდსკა ევროპული იდიოტიზმის მაგალითი გახდა. გროდსკას მოწინააღმდეგეები ამაზე თანხმდებიან და ამბობენ, რომ თანამედროვე, თვითიდენტურობას მოკლებული ევროპა ნამდვილად ჰგავს მამაკაცს, რომელმაც საკუთარი ნებით წაიჭრა “კვერცხები”. გროდსკა კამათში არ ერევა და ჰყვება, რომ ოპერაციამდე ტრადიციულ ქორწინებაში იყო და მას დიდი ბიჭი ჰყავს, რომელიც დღემდე მამას ეძახის. “მე ტრადიციული ოჯახი მქონდა. ამ ქორწინებაში ვაჟის მამა გავხდი, რომელიც უკვე დიდია”.

ანა გროდსკა 1954 წლის 16 მარტს პოლონეთში, ქალაქ ოტვოცკში დაიბადა. დაბადებიდან კშიშტოფ გროდსკად იწოდებოდა. ვარშავის უნივერსიტეტის ფსიქოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა. ირწმუნება, რომ 11 წლის ასაკში მიხვდა, რომ არასწორი სქესისა დაიბადა და, ჯერ კიდევ მაშინ დაირქვა სახელი ანა.
სიყმაწვილეში აშკარად პიროვნების გაორება სტანჯავდა, რადგან ბისექსუალური ცხოვრების წესს მისდევდა. სკოლის წლებში გოგონა უყვარდა, შემდეგ – ბიჭი, შემდეგ – ისევ თანაკლასელი გოგონა, რომელიც კშიშტოფმა 1984 წელს ცოლადაც შეირთო.

070bca4eb5cc

სულ მალე წყვილს ვაჟი შეეძინა, თუმცა ამასობაში მომავალ დეპუტატს სქესობრივი იდენტიფიკაციის პრობლემები გაუმძაფრდა. 2007 წელს ცოლ-ქმარი ერთმანეთს დაშორდა. 53 წლის კშიშტოფმა სქესის შეცვლა გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ შვილი გაგებით შეხვდა მამის ამ ნაბიჯს.

კშიშტოფმა ოპერაცია ბანგკოკში გაიკეთა, პროცესი საბოლოოდ 2010 წელს დასრულდა, როდესაც ახალი პირადობის მოწმობა ანა გროდსკას სახელზე აიღო. კშიშტოფის სქესის შეცვლა დოკუმენტურ ფილმ “ტრანს-აქციაში” აღბეჭდეს, რომელიც ფართო ეკრანებზე 2010 წელს გამოვიდა.

მომავალი დეპუტატი ვარშავაში კომპანია TVP-ში რეჟისორად მუშაობდა და სერიალებსა და ფილმებს ქმნიდა. ამჟამად თანასწორუფლებიანობის საკითხების სოციალური დიალოგის ვიცე-პრეზიდენტია.
ანამ თავდაპირველად იმით გაითქვა სახელი, რომ არ მოერიდა საჯარო განცხადებებს და არ დაუმალავს თავისი პირადი ცხოვრება. სახალხოდ ტრანსსექსუალობის შესახებ 2008 წელს პოლონეთის ერთ-ერთ პოპულარულ შოუში ილაპარაკა. 2008 წლის ივნისში დააარსა ორგანიზაცია “ტრანს-ფუზია”, რომელიც ტრანსგენდერების უფლებებს დღემდე იცავს.

2011 წელს “მოძრაობა პალიკოტამ” სეიმში საპარლამენტო არჩევნებზე ანა დეპუტატად დაასახელა. პოლონეთის ისტორიაში იგი პირველი ტრანსსექსუალი დეპუტატობის კანდიდატი აღმოჩნდა.

მან სეიმში ადგილი მიიღო, პოლონეთში პირველი და მსოფლიოში მესამე ტრანსსექსუალი დეპუტატი გახდა. პოლიტიკაში პირველი ტრანსსექსუალი ჯორჯიანა ბეიერი, ახალი ზელანდიის პარლამენტარი, იყო. მეორე ვლადიმირ ლუკსურია – იტალიელი დეპუტატი – ტრანსგენდერი, რომელიც ვერ იტანდა სქესის შეცვლის ოპერაციებს, მაგრამ თვითონ ახლოს იყო ამ გადაწყვეტილებასთან.

04e5f3444172

ანა იცავს ჰეტეროსექსუალებისა და სექსუმცირესობების, აგრეთვე ქალთა უფლებებს. მოითხოვს, საბავშვო ბაღები ყველასთვის ხელმისაწვდომი იყოს, ეკლესია სახელმწიფოს გამოეყოს, მინიმალური ხელფასი გაიზარდოს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან პოლიტიკური პარტიების დაფინანსება შეწყდეს.
ტრანსსექსუალი დეპუტატი აგრეთვე ცდილობს, მარიხუანის ლეგალიზებასა და სქესის შეცვლის დაკანონებას შეუწყოს ხელი.

საინტერესოა, რომ ანასთან ერთად დეპუტატის მანდატს გადასცემენ რობერტ ბედრონს, რომელმაც სახალხოდ აღიარა თავისი სექსუალური ორიენტაცია და ცნობილია, როგორც ჰომოფობიის წინააღმდეგ მებრძოლი.
თავის ბლოგში ანამ დაწერა, რომ დეპუტატობა იმიტომ გადაწყვიტა, “პოლონეთის პოლიტიკურ სისტემაში შერისხულებისა და დისკრიმინაციის მსხვერპლთა ხმა გაეგოთ”.

წყარო/Source :  http://www.ambebi.ge

keti kacharava

confused

მსგავსი ამბები

Back to top button