გამოგონებავიდეოებირეკორდები

მატარებელი

როდესაც იტალიური სწრაფი მატარებელი “ილ პენდოლინო” მოსახვევს უახლოვდება, ის სვლას კი არ ანელებს, არამედ იხრება, როგორც ველოსიპედისტი იხრება მოხვევისას. ამ გზით მატარებელი მოსახვევს უფრო სწრაფად გადის… მატარებლის გადახრა უკვე არსებულ ლიანდაგებზე სწრაფი მატარებლის მოძრაობის ერთ–ერთ საშუალებაა. თუმცა, რამდენიმე ქვეყანაში ახალი ტიპის სწრაფი მატერებლებისთვის სპეციალურ სწორ ლიანდაგებს აგებენ.
იაპონიაში სწრაფი მატარებლების რევოლუცია 1964 წელს დაიწყო “შინკანსენის” (“ახალი მაგისტრალური ხაზის”) აგებით. დღეს ყველაზე სწრაფი მატარებელი არის ფრანგული “ტე–ჟე–ვე”. მას შეუძლია რეგულარულად იმოძრაოს 320 კმ/სთ სიჩქარით.

მატარებელი ფოლადის ბორბლებით დადის ფოლადისვე ლიანდაგზე. ეს ძალიან ეფექტიანი სისტემაა. ბორბლებს გამოშვერილი კიდეები აქვს, რომლებითაც ლიანდაგს ეჭიდება. ფოლადის ლიანდაგი ხის ან ბეტონის ძელებზეა გადებული, რომლებსაც შპალები ეწოდება.
ბევრ ქვეყანაში ლიანდაგის სიგანე 143,5 სანტიმეტრს შეადგენს, რასაც სტანდარტულ სიგანეს უწოდებენ. სწორედ ამ სიგანისა იყო ჯორჯ სტივენსონის მიერ მე-19 საუკუნის 30-იან წლებში ინგლისში გაყვანილი ლიანდაგები. ზოგ ქვეყანაში სხვა სიგანის ლიანდაგებს იყენებენ.
ზოგიერთI რკინიგზა ერთლიანდაგიანია. ზოგი მატარებელი მონორელსის გასწვრივ მოძრავ გორგოლაჭზე ჰკიდია, ზოგი კი მონორელსზე ზევიდან “ზის”. ასეთი მატარებლით დისნეილენდში სტუმრები გადაჰყავთ.


ლოკომოტივი: 1.ორთქლის; 2.დიზელის; 3.ელექტრო;

პირველ რკინიგზებზე გადასაადგილებლად ორთქლის ენერგია გამოიყენებოდა. ორთქლის ლოკომოტოვი მძიმე მანქანა იყო, რომელიც საწვავს არაეფექტიანად იყენებდა და ძალიან ჭვარტლიანი იყო. ორთქლის ლოკომოტივები, იშვიათად, დღესაც გამოიყენება, მაგრამ უმეტეს ქვეყნებში ის დიზელის ან ელექტრულმა მატარებლებმა შეცვალეს.
დიზელის ლოკომოტივს აქვს ძრავა, რომელიც საწვავად დიზელს იყენებს. ასეთი ლოკომოტივების უმეტესობა დიზელ-ელექტრულია, ანუ თავის ძრავას ელექტროგენერატორების ასამუშავებლად იყენებს. მიღებული ელექტროენერგია ელექტროძრავებს მიეწოდება, რომლებიც ლოკომოტივის ბორბლებს ამოძრავებენ.
ელექტრული ლოკომოტივი ძრავებისთვის ელექტროენერგიას გარეშე წყაროდან იღებს. როგორც წელი, ეს ლიანდაგის თავზე დაკიდებუი მაღალი ძაბვის ელექტროხაზებია.
ზოგ ქვეყანაში, მაგალითად დიდ ბრიტანეთში, ენერგიის წყარო მესამე რელსია, რომლებიც ჩვეულებრივ ლიანდაგებს გვერდით მიუყვება. ლონდონის მეტროს მატარებლები, სწორედ მესამე რელსის სისტემაზე მუშაობენ.

მსოფლიოს ასზე მეტ დიდ ქალაქში მიწისქვეშა რკინიგზა ფუნქციონირებს. მათ სხვადასხვა სახელებს უწოდებენ: მიწისქვეშა გზას, მეტროს, სწრაფ სატრანსპორტო სისტემას ან მასობრივ სატრანსპორტო სისტემას. ლონდონის მეტრო მსოფლიოში ყველაზე დიდია. მისი ლიანდაგების საერთო სიგრძე 400 კილომეტრს აჭარბებს. მეტრო მთლიანად მიწისქვეშ არაა განთავსებული, იგი მიწის ზედაპირზეც ამოდის, თან ზოგჯერ – ძალიან მაღლაც.
დიდი ქალაქების მთავრობები თავიანთ მიწისქვეშა სარკინიგზო ქსელებს აფართოებენ, რათა საავტომობილო გზებსა და ქუჩებზე მოძრაობის ინტენსივობა შეამცირონ.

დამატებით –
ფრანგულმა “ტე–ჟე–ვე” –მ 2007 წლის აპრილში განავითარა 574,7 კმ/სთ. ეს არის ახალი რეკორდი სიჩქარეში, რომლითაც შეუძლია მოძრაობა ბორბლებიან მატარებელს ლიანდაგზე სრიალის გარეშე. უფრო სწრაფი მოძრაობის მისაღწევად ინჟინრები ექსპერიმენტებს ატარებენ, სადაც უბორბლო მატარებელი ლიანაგის თავზე ჰკიდია მაგნეტიზმის დახმარებით. ასეთ მატარებლებს “მაგლევებს” უწოდებენ, რაც “მაგნიტური ლევიტაციის” შემოკლებაა.

რეკორდის ვიდეო:

GiGii

Nope

მსგავსი ამბები

Close
Close