არქივი
საოცარი ლექსი
ეს ლექსი ამ საიტზე ვიპოვე pending – ში, ძალიან მომეწონა, ყველაფერი გავუკეთე, რომ გამომექვეყნებინა და წაიშალა… ავტორი green
გზას მოდიოდა წყებად წამები,
ყვავილები კი იქცნენ ქალებად,
ირეკებოდა დიდი ზარები,
ზარი ამბობდა გარდაცვალებას.
ვიღაც ბავშვის სულს იბარებდა დიდი წამებით,
სიკვდილი მორიგ მსხვერპლს აქცევდა ახლა ქარებად,
და მზიან ცაზე გაახილა მთვარემ თვალები,
და დღე სიბნელით შეეგება გარდაცვალებას.
სადღაც ისმოდა ალბათ კიდევ გლოვა რამდენი,
მაგრამ სიკვდილი არ იშლიდა ბავშვის წამებას,
და ამ პატარამ ჩაისუნთქა ბოლო ჰაერი,
განა თვითონაც არ ელოდა გარდაცვალებას?
გზა დაფარულა ყვავილებით, ხალხი – შავებით,
ბავშვის დაკრძალვას მიჰყვებოდა ხალხი ზარებად,
ხალხი, რომელმაც დაითვალა ბოლო წამები,
author: GreeN
ხალხი, რომელიც ვერ ებრძოდა გარდაცვალებას…