ახალი ამბებიგასართობიუცნაური

ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატი მეუღლეების „გადაზიდვაში“


მენის შტატში, ნიუირაში ჩატარდა ჩრდილოეთ ამერიკის ჩემპიონატი ცოლების გადაყვანაში. რბოლა ტარდება 250 მეტრ მანძილის დაფარვაში; მამაკაცებს კი სხეულით გადაქვთ თავიანთი მეორე ნახევრები. შეჯიბრების მთავარი პრიზია ლუდი, უფრო ზუსტად, იმდენი ლუდი, რამდენსაც იწონის მისი მეუღლე.


პირველად ამ სახის კონკურსი ჩატარდა ფინეთში და მასში მონაწილეობას იღებდა ყოველთვის ორი პიროვნება: „ გადამზიდავი“ და „ქალი-ტვირთი“
ვარაუდობენ, რომ კონკურსის საფუძველი და იდეა მდგომარეობს პატარძლების მოტაცების უძველეს წეს-ადათში და დღესდღეობით გახდა ყოველწლიური ტრადიცია. ჩემპიონატის ორგანიზატოერების აზრით, „ტარება“ ასახავს, როგორც დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, ასევე ურთიერთდამოკიდებულებას წყვილთა შორის;


დასაშვებია ცოლების გადაყვანის 4 ვარიანტი, მაგრამ მამაკაცები უპირატესობას ანიჭებენ მეუღლის მხრებხე შემოსმას. რბოლის გამარჯვება დამოკიდებულია ორივე მონაწილეზე, რაც უფრო ჰარმონიულია წყვილი, მით უფრო ახლოა გამარჯვება;
ოფიციალური სარბენი ბილიკის სიგრძე შეადგენს 253,5 მეტრს. „ტვირთის“ როლში შეიძლება გამოყენებულ იქნას არა მხოლოდ მონაწილის მეუღლე, არამედ მეზობლის ცოლიც ან ნებისმიერი სხვა ქალი; მონაწილეთა ასაკი უნდა იყოს 17 წელზე მეტი, ხოლო მათი მინიმალური წონა კი-49 კგ. თუ ცოლი იწონის 49 კილოგრამზე ნაკლებს, შეიძლება წონის დასაბალანსირებლად, შეიძლება მეუღლეს გაუკეთდეს ზედმეტი წონის ზურგჩანთა.


მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულად ცხადდება ის წყვილი, რომელიც აჩვენებს საუკეთესო დროს.
თუმცა, ყველაზე მხიარული წყვილი, საუკეთესო კოსტუმი და ყველაზე ძლიერი „გადამზიდი“ დასაჩუქრდება სპეციალური პრიზებით;









blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close