საკითხავისასარგებლო

შინედ ო’კონორი


შინედ მერი ბერნადეტ ო’კონორი (ირლ: Sinead Marie Bernadette O’Connor) – ირლანდიელი მომღერალი და კომპოზიტორი, რომელიც ცნობილია არა მარტო თავისი შემოქმედებით, არამედ მის სახელთან დაკავშირებული სკანდალებითაც.

ბიოგრაფია და საქმიანობა

შინედ ო’კონორი დაიბადა გლენაგირში (დუბლინის გარეუბანი, ირლანდია) 1966 წლის 8 დეკემბერს. მის ბავშვობას შეიძლება ტრაგიკული ეწოდოს. როდესაც ის იყო 8 წლის მშობლები გაიყარნენ. კათოლიკური სკოლიდან, სადაც ის ყოველგვარი ინტერესის გარეშე სწავლობდა, გამორიცხეს. მალევე ის დააკავეს მაღაზიაში ქურდობისათვის და გააგზავნეს მაგდალინელის სახელობის თავშესაფარში.

სიმღერა მისთვის გახდა სულიერი და ცხოვრებისეული უბედურებიდან გადარჩენის საშუალება. პირველი შანსი პუბლიკის წინაშე წარმდგარიყო თავისი ვოკალური მონაცემებით, მომავალ მომღერალის ნათესავის ქორწილში მიეცა, სადაც მან შეასრულა ბარბარა სტრეიზანდის სიმღერა “Evergreen”.  15 წლის ო’კონორს ყურაღდება მიაქცია ჯგუფი “In Tua Nua”–ს დრამერმა პოლ ბირნმა (Paul Byrne). (ის უფრო ცნობილი გახდა ბონოსა და U2–ს პროტეჟეობით.) რამოდენიმე ხანი ო’კონორი მუშაობდა ჯგუფთან ერთად, როგორც ლიდერ–ვოკალისტი და გახდა თანაავტორი მათი სადებიუტო სიმღერისა “Take My Hand”. მან მალევე მიატოვა სწავლა რათა თავი მიეძღვნა მუსიკალური კარიერისათვის.

18 წლის შენედმა დაკარგა დედა – იგი 1985 წელს დაიღუპა ავტოკატასტროფაში. ამ დროს მომღერალი იწყებს დუბლინის კაფეებში გამოსლას, აბარებს მუსიკალურ კოლეჯში, ხვეწს ვოკალურ შესაძლებლობებს და ეუფლება ფორტეპიანოს.

1985 წელს მომღერალი კონტრაქტს აფორმებს Ensign Records–თან და მაშინვე გადადის ლონდონში. 1986 წელს მას ქონდა დებიუტი საუნდტრეკით ფილმისთვის “The Captive”. ის ჩაწერეს U2–ს გიტარისტთან, ეჯემთან (ნამდვილი სახელი – დევიდ ჰაუელ ევანსი) ერთად, რომელიც იყო  თანაავტორი სიმღერის. მიუხედავად იმისა, რომ დებიუტი წარმატებული იყო “Ensign Records”-მა უარი თქვა მისი პირველი ალბომის გამოქვეყნებაზე, მიზეზით, რომ სიმღერები იყო „ძაან კელტური ხასიათის“. მაშინ მომღერალმა თვითონვე გაუწია პროდუსერობა თავის სიმღერებს ჩაწერა ისინი ხელახლა და გამოუშვა ალბომი  “The Lion and The Cobra”. სახელი მოდიოდა 91–ე ფსალმუნიდან. ხოლო ალბომი მოიცავდა სხვადასხვა ჟანრებს – ჰარდ როკი, პანკ როკი და ირლანდიური ფოლკლორი.

რეზულტატმა ყველანაირ მოლოდინს გადააჭარბა – კრიტიკოსებმა ალბომი წლის ერთ–ერთ საუკეთესო დებიუტად აღიარეს. ირალნდიელი დებიუტანტის დისკი 1988 წელს 36–ე იყო ამერიკულ Billboard 200 – ის რეიტინგში. სიმღერები “Mandinka” და “Troy” გახდნენ ბრიტანული ალტერნატიული რადიოების ფავორიტები. პირველი მათგანი კი მე–14 ადგილზე იყო ამერიკულ საცეკვაო ჩარტში.

ოფიციალურმა აღიარებამ, როგორც მოსალოდნელი იყო ო’კონორი არ აქცია დამჯერე გოგოდ. იგი აუმხედრა პოლიტიკურ ელიტას და უკან არაფერზე იხევდა. ალბომის გამოცემის შემდეგ ინტერვიუში მან ღიად დააფიქსირა მხარდაჭერა ირლანდიელი სეპარატისტების (IRA) და ამისკენ მოუწოდებდა კოლეგებსაც.

1990 წელს, როდესაც გაეყარა პირველ ქმარს ჯონ რეინოლდსს, მან ჩაწერა მეორე ალბომი “I Do Not Want What I Haven’t Got”. უკვე 80–იანი წლების ბოლოს მისი სახელი, არა მხოლოდ მომღერლობას უკავშირდებოდა, არამედ ერთგვარად მეამბოხეობას. სამშობლოში ის იქცა საკულტო ფიგურად. ამ დისკის გამოსვლის შემდეგ კი ო’კონორი სუპერვარსკვლავად იქცა, მიიღო რა გრემი, ნომინაციაში საუკეთესო ალტერნატიული ალბომი. ალბომის სახელწოდების მქონე სიმღერა კი არ ტოვებდა ამერიკულ ჩარტს მთელი წლის განმავლობაში, ხოლო 6 კვირა მის თავშიც იმყოფებოდა.

მის მიერ ნამღერი ჰიტ–სიმღერა “Nothing Compares 2 U” ამერიკული ჩარტებში ლიდერი იყო 4 კვირის განმავლობაში. სიმღერის ვიდეოკლიპში, ფაქტიურად სულ ო’კონორის სახე ჩანს ახლო კადრიდან, რომელიც სხვადასხვა ემოციებს გამოხატავს. ბედის ირონიით, თავად უნიჭიერესი კომპოზიტორი და სასცენო მსახიობი, ყველაზე ცნობილი სწორედ „უცხო“ სიმღერამ გახადა. ეს სიმღერა სხვის მიერ იყო დაწერილი და იგი პირველად იმღერა 1985 წელს ჯგუფმა The Family.

სანამ ტაბლოიდები მის ახალ რომანს განიხილავდნენ ჰიუ ჰარისთან, ის აგრძელებდა სკანდალების მოწყობას. კონცერტზე ნიუ–ჯერსიში გამოსვლაზე მან უარი განაცხადა, სანამ მის წინ იფრიალებდა „ვარსკვლავ–ზოლებიანი დროშა“. გამოსვლას ფართო რეზონანსი მოყვა. მაგრამ ო’კონორი არ ჩერდებოდა. მიუხედავად იმისა რომ ის გრემის 4 ნომინაციაში იყო წარდგენილი თავისი მეორე ალბომით, მან დემონსტრაციულად უარი განაცხადა ცერემონიაში მონაწილეობაზე და მოითხოვდა ამოეღოთ იგი ნომინანტთა სიიდან.

მეორე ალბომი დარჩა მის კარიერაში ყველაზე მაღლა მდგომად, რომელტანაც სხვა ნაშრომები ვეღარ მივიდნენ. არ შეეძლო ეს არც მის მესამე ალბომს, რომელიც 1992 წელს გამოვიდა და ქვია “Am I Not Your Girl?“ ამ ალბომში შედიოდა სხვადასხვა ცნობილი სიმღერების ინტერპრეტაციები.

შინედი კი განაგრძობდა საზოგადოების გამოწვევას თავისი სკანდალებით. მას შემდეგ რაც ის ძლივს დაიყოლიეს გამოსულიყო Saturday Night Live–ში, მან გამოსვლის ბოლოს დემონსტრაციულად დახია იოანე პავლე მეორის სურატი სიტყვებით: „ებრძოლეთ ნამდვილ მტერს!“ 2 კვირის შემდეგ, როდესაც მომღერალი გამოდიოდა  Madison Square Garden სცენაზე, (ბობ დილანის 30 წლიანი მოღვაწეობის აღსანიშნავ კონცერტზე, მას პუბლიკა უსტვენდა და ჩაუშალეს გამოსვლა.

ამის შემდეგ ო’კონორი ტავს ანებებს შოუ ბიზნესს და ბრუნდება დუბლინში. სწავლობს საოპერო ხელოვნებას, თამაშობს თეატრალურ დადგმებში და დადის გასტროლებზე. ამ პერიოდში დადიოდა ხმები მის ფსიქიურ აშლილობაზე და თითქოს მან თავის მოკვლაც ცადა. ამავა პერიოდში ის ჩაფლულია რელიგიაში და მიიღო დამატებითი სახელი სუო ბერნადეტი.

მხოლოდ 2000 წელს გადაწყვიტა ო’კონორმა მუსკაში დაბრუნება და ხელი მოაწერა ახალ კონტრაქტს “Atlantic Records”–თან. ექვსწლიანი პაუზის შემდეგ მან გამოაქვეყნმა ახალი ალბომი “Faith and Courage”. ამ ალბომის თანაავტორები და თანაპროდუსერები იყვნენ სკოტ კატლერი, ენი პრევენი, დენი სტიუარტი, ბრაიან ინო და უაიკლეფ ჯინი.

2002 წელს გამოვიდა ახალი „ლონგპლეი“ “Sean-Nos Nua”. დისკში ფართოდ იყო გამოყენებული ირლანდიური მოტივები, რეგა, ელექტრონიკა და კელტური მუსიკა. ო’კონორი კვლავ რჩებოდა დიდებულ ვოკალისტად, მაგრამ როგორც კრიტიკოსები ამბობდნენ, მხოლოდ კარგი ვოკალი, კარგი ალბომის შესაქმნელად საკმარისი არაა.

2003 წელს ყველასთვის მოულოდნელად ო’კონორმა განაცხადა, რომ მუსიკალურ ბიზნესს ტოვებდა. მისი სიტყვებით მას აღარ უნდოდა ყოფილიყო ცნობილი, ჭირდებოდა მშვიდი და ნორმალური ცხოვრება. იგი რჩევას აძლევდა თავის თაყვანისმცელბეს და ზოგადად გულშემატკივრებს: „ თუ თქვენ ქუჩაში შეხვდებით ცნობილ ადამიანს, ყველაზე კარგია მას უბრალოდ გვერდი ჩაუაროთ. ეს მის მიმართ გამოხატული ყველაზე დიდი სიყვარული იქნება“.

ბოლოს კი ამავე წელს გამოვიდა მისი DVD “Goodnight, Thank you” – მომღერლის კონცერტებზე ნამღერი სიმღერების კრებული.

შინედ ო’კონორი დაქორწინებული იყო 4–ჯერ. ბოლოს 2011 წელს. 16 დღიანი ქორწინების შემდეგ მიხვდა რომ იჩქარა და შეცდომა დაუშვა, რასაც კვლავ განქორწინება მოყვა.

თეგები
Close
Close