ახალი ამბებისასარგებლოსურათები

საგზაო შემთხვევები და გიჟური ავარიები


ჩვენ ყველამ ვიცით, რომ სიფრთხილე გვჭირდება გზაზე და უნდა დავიცვათ საგზაო მოძრაობის წესები, მაგრამ ზოგი ჩვენთაგანი როდი იყენებს მას პრაქტიკაში; საგულისხმოა, რომ ავარიების რაოდენობა 45% პროცენტით გაიზარდა 2012 წელს,საბოლოო ჯამში, აი რა ხდება

WORLD NEWS -ის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების თანახმად, გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობამ მოიმატა გასულ წელთან შედარებით.
საპატრულო პოლიციის მონაცემების თანახმად, 2012 წელს გზებზე საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების შედეგად დაიღუპა 25%-ით მეტი ადამიანი, ვიდრე 2011 წელს;

გაეროს რეზოლუციით, მსოფლიოში ნოემბერის თვის მესამე კვირას საგზაო შემთხვევების მსხვერპლთა ხსოვნის დღე, 2005 წლიდან აღინიშნება, რათა საზოგადოების ყურადღება გამახვილდეს ავტოსაგზაო შემთხვევებზე, მათ შედეგებზე, მასთან დაკავშირებულ დანახარჯებსა და პრევენციაზე.
ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების გამო 1,3 მილიონი ადამიანი იღუპება და 50 მილიონამდე იღებს ტრავმას ან ინვალიდდება, ხოლო 10-24 წლის ახალგაზრდათა სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევებია. ავარიების უმეტესობა – 90 პროცენტი “ღარიბ” ქვეყნებში ხდება.

საერთაშორისო სტატისტიკით, საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამო დაღუპულთა 40 პროცენტი იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, 30 პროცენტი გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, 30 პროცენტი კი ზოგადად არღვევდა მოძრაობის წესებს.

სტატისტიკური მონაცემების თანახმად, ავტოსაგზაო შემთხვევები ყველაზე ხშირია აფრიკის ქვეყნებში. მას ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები მოსდევს. ევროპის უმეტესი ქვეყნები, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკა და საბჭოთა კავშირის ყოფილი ქვეყნები მესამე ადგილს იკავებენ. შედარებით უსაფრთხოა მოძრაობა ავსტრალიის, ინდოეთის, პაკისტანისა და ინდოჩინეთის ქვეყნებში.
ამიტომ მუდამ სიფრთხილე გვჭირდება …




























blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close