გასართობისაკითხავისასარგებლო

გამოცანები

წარმოგიდგენთ რამოდენიმე სახალისო და პრიმიტიულ გამოცანას , მიუდექით კითხვებს პრიმიტიულად

 

*რა არის ქვეყნად ისეთი, რაც ყველაფერს სჭირდება?

* ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ბავშვი როდის არის ყველაზე მშვიდად?

* რისი შეჩერება არ შეუძლია არავითარ ძალას?

* დილით გრძელია, შუადღისას მოკლე, საღამოს ისევ გრძელდება. რა არის?

* წარმოიდგინეთ, რომ მოგზაურობთ დედამიწის ეკვატორის გარშემო. აღმართი მეტი შეგხვდებათ, თუ დაღმართი?

* მე-17 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

* რა არის ისეთი კითხვა, რომელზეც ადამიანი ვერასდროს ვერ გიპასუხებს „დიახ“?

* ცხოველს კატის თავი და კატის კუდი აქვს. მას იგივე საჭმელი უყვარს, რაც კატას, მაგრამ კატა არ არის. რა არის ეს ცხოველი?
* ლენინი როდის იცავდა მეფეს?

* როგორი ბუჩქის ქვეშ იმალება კურდღელი წვიმიან ამინდში?

* რამდენი ორშაბათი შეიძლება იყოს ერთ თვეში?

* როგორი ქვები არ არის მდინარე მტკვრის ფსკერზე?

* კბილები აქვს, მაგრამ ჭამა მაინც არ შეუძლია. რა არის?

* წვიმიან ამინდში ქალების უმრავლესობამ ზევით რომ აიხედოს, რას დაინახავს?

* ზღვა უფრო მეტ ცხოველებს კვებავს, თუ დედამიწა?

* რომელი სახლის სახურავი სველდება სულ პირველად წვიმის დროს?

* როგორი საათი უჩვენებს ზუსტ დროს დღე-ღამეში მხოლოდ ორჯერ?

* მე-20 საუკუნეში რომელია ისეთი წელი, თავდაყირა რომ დავაყენოთ, მაინც არ შეიცვლება?

* რა ეხმარება ადამიანს, რომ კედლის მეორე მხარეს აღმოჩნდეს?

* შავი ფერის ქუდი რძით სავსე ბიდონში ჩაუვარდათ. რა მოუვა მას?

* რისი ნახვა შეიძლება დახუჭული თვალებით?

* რომელ თვეში ლაპარაკობენ ადამიანები ყველაზე ცოტას?

* რომელ ჯარისკაცს ეხურა ყველაზე დიდი ქუდი მე-20 საუკუნეში?

* რა უფრო მძიმეა, ერთი კილოგრამი რკინა, თუ ერთი კილოგრამი ბუმბული?

* სად უნდა მოვძებნოთ ისეთი ქალაქი, სადაც ხალხი არ ცხოვრობს?

* საათების და წუთების ისრები ერთი საათის განმავლობაში რამდენჯერ ადგენენ მართ კუთხეს?

* მაგიდაზე იჯდა ოთხი ბუზი. ბავშვმა ერთი მათგანი მოკლა, რამდენი ბუზი დარჩა მაგიდაზე?

* ქალაქში ერთ თვეში 30 მმ ნალექი მოვიდა. რამდენი მმ ნალექი მოვა ამ ქალაქში ორ თვეში?

* კლასში 35 მოსწავლეა. შეიძლება თუ არა, რომ თითოეული მათგანის გვარი განსხვავებული ქართული ასოებით დაიწყოს?

* სად თიბავენ თივას?

* კაცი შევიდა ვიწრო გვირაბში. ხედავს წინ ცეცხლია. მობრუნდა – უკან ცეცხლია. რა ქნას კაცმა, როგორ დააღწიოს ცეცხლს თავი?

* როდის არის ადამიანი თავის ოთახში უთავოდ?

* მიზანში ამოღების დროს რატომ ხუჭავს მონადირე მხოლოდ ერთ თვალს?

* შეიძლება თუ არა ღვინის მსმელი კაცის დათრობა ერთი ჭიქით?

* რა აქვთ საერთო ხარს და ვაზს?

* ორ მხედველს ერთი უსინათლო ძმა ჰყავს. ამ უსინათლო ძმას კი მხედველი ძმები არა ჰყავს. შეიძლება რომ ეს მართალი იყოს?

* გზაზე მიდის ორი ადამიანი: დიდი და პატარა. პატარა დიდის შვილია, დიდი კი პატარის დედა არ არის. მაშინ ვინ არის დიდი?

* როგორი წყლის გადატანა შეიძლება საცრით?

* გაქვთ ორი ვაშლი. შეგიძლიათ თუ არა ორივეს შეჭმა დილით უზმოზე?

* გზაზე ერთ მწკრივში მიდიოდა რამდენიმე კუ. პირველმა თქვა, რომ მის უკან მიდის ორი კუ. ბოლომ განაცხადა, რომ მის წინ მიდის ორი კუ. სულ რამდენი კუ მიდის

* რა არის ორი ისეთი მოვლენა, რომელიც მსოფლიოში არავის ახსოვს და არავინ იცის?
* შედიხრათ ბნელ ოთახში. შეგაქვთ სამი ლამპა: ნავთის, გაზის და სპირტის. რას აანთებთ პირველად?

* მარტოხელა ღამის დარაჯი დღისით გარდაიცვალა, დაენიშნება თუ არა მის ცოლს პენსია?

* ყველა თვე, გარდა თებერვლისა, მთავრდება 30 ან 31 რიცხვით. რომელ თვეშია 28 რიცხვი?

* წელიწადის რამდენი თვეა ისეთი, რომელიც შეიცავს 30 რიცხვს?

* რა უნდა იცოდეს სასწრაფოთი გამოძახებულმა ექიმმა, სანამ ავადმყოფთან მივა?

* დაღლილი კაცი დასაძინებლად დაწვა საღამოს 7 საათზე, მაღვიძარა კი დააყენა დილის 9 საათზე. რამდენი საათი ეძინა კაცს?

* საქართველოში დიდი ზეიმით აღინიშნება დამოუკიდებლობის გამოცხადების დღე – 26 მაისი. არის თუ არა ინდოეთში 26 მაისი?

* ირაკლის გზაზე შეხვდა ორი მამა და ორი შვილი. ის კი ამბობს, რომ მას მხოლოდ სამი ადამიანი შეხვდა. მართალია თუ არა ირაკლი?

* რომელი ქვეყნის სახელია, თავზე რომ ვიხურავთ?

* რომელი მდინარის სახელია, გზატკეცილზე რომ დადის?

* სწორია თუ არა გამონათქვამი: „ავტომანქანამ ერთ საათში გაიარა 60 კილომეტრი“?

* რომელი გამონათქვამი უფრო სწორია: თოთხმეტს მივუმატოთ ცხრა იქნება ოცდაორი, არის ოცდაორი, თუ უდრის ოცდაორს?

* სოფელში ერთ დიასახლისს ათი ინდაური ჰყავდა. ექვსის გარდა ყველა გაყიდა. რამდენი ინდაური დარჩა დიასახლისს?
* კალათაში ხუთი ბანანია. როგორ გავუნაწილოთ ისინი ხუთ ბავშვს ისე, რომ ყველას შეხვდეს თითო ბანანი და კალათაშიც დარჩეს ერთი ბანანი?
* ეტლმა, რომელშიც შებმული იყო ორი ცხენი გაიარა 10 კმ. რამდენი კილომეტრი გაიარა თითოეულმა ცხენმა?
* ბავშვმა აიღო 2 ცალი 50 თეთრიანი მონეტა, მიაკრა ისინი ერთ მანეთს და ჩაუშვა ცარიელ ყულაბაში. რა თანხა იქნება ახლა ყულაბაში?
* ხეზე იჯდა 12 მწყერი. 5 მათგანი გაფრინდა. რამდენი მწყერი დარჩა ხეზე?

* 60º-იან კუთხეს უყურებენ ლუპით, რომელიც გამოსახულებას ორჯერ ადიდებს. რა სიდიდის გამოჩნდება ეს კუთხე?

* ენთო 12 სანთელი. მათგან 5 ჩააქრეს. რამდენი სანთელი დარჩებოდა?

 

წყარო : http://eopasblog.blogspot.com/2011/09/blog-post.html

მსგავსი ამბები

Close
Close