ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

არგენტინული სოფელი რომელიც 25 წელი წყალში იყო


რახან მსოფლიოს აღსასრული უკვე გადავიტანეთ, დროა გავიხსენოთ იმ ქალაქების შესახებ,რომლებსაც მართლა მოუწიათ აპოკალიპსის გადატანა.ერთ-ერთი ასეთი ქალაქია ვილლა-ეპეკუენ,კურორტი რომელიც ბუენოს-აირესიდან 600 კილომეტრშია.ეს კურორტი აშენდა 1920 წელს და ნახევარი საუკუნის შემდეგ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, აქ შესაძლებელი იყო დასვენება ლაგო ეპეკუენის ტბაზე.ახლა ამ კურორტის ადგილას მხოლოდ მდინარეებია,რაც 25 წლის წინათ მომხდარი წყალდიდობის ბრალია

ტბა ლაგო ეპეკუენი ტყუილად არ იზიდავდა ტურისტებს,ის 10 ჯერ უფრო მარილიანი იყო ვიდრე ნებისმიერი ზღვა და ცოტათი თუ ჩამოუვარდებოდა მკვდარ ზღვას.მას ჰქონდა სამკურნალო თვისებები და სწორედ ამიტომ ხალხი მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოდიოდა რათა განეკურნა : დეპრესია, რევმატიზმი , კანის დაავადებები , ანემია და შაქრიანი დიაბეტიც კი.

პირველად ხალხი დასახლდა სოფელ ეპეკუენში XIX საუკუნის ბოლოს ,მალე დასახლება გაიზარდა და ხალხი ჩრდილეთ ამერიკიდან მოდიოდა აქ საცხოვრებლად

მეოცე საუკუნის შუა ხანებში , აქ ყოველდღიურად დასასვენებლად მოდიოდა 2500 ადამიანი,1970-იან წლებში სოფელში დაახლოებით 5000 კაცი ცხოვრობდა და მუშაობდა 300 საწარმო, მათ შორის სასტუმროები , ბასეინები , რესტორნები და ა.შ

ეს ტეროტირია ძალიან დაიტვირთა ხალხით და ყოველდღიურად წყალში ძალიან ბევრი ნარჩენები იყრებოდა.ამან კი მიგვიყვანა იმამდე რომ 1985 წლის 10 ნოემბერს , სოფელს მოასკდა მარილიანი წყლის ძალიან დიდი ნაკადი , რამაც სოფლის ნახევარი დაფარა.ხოლო 1993 წელს უკვე აღარ ჩანდა ქალაქის არცერთი შენობა.წყლის დონემ მიაღწია 10 მეტრს.მხოლოდ 2009 წელს კლიმატური პირობების ცვლილების გამო , გამოჩნდა ნაპირები.

ხო და კიდევ, აქ მცხოვრები და შემდეგ გადარჩენელი რამოდენიმე ათასი ადამიანიდან,მხოლოდ ერთმა, 81 წლის მოხუცმა , პაბლო ნოვაკმა ისურვა აქ დაბრუნება და ცხოვრება.იგი მარტო ცხოვრობს კითხულობს გაზეთებს და იხსენებს რა ხდებოდა აქ რამოდენიმე ათეული წლის წინ

ვიდეოებში კი იხილეთ როგორ გამოიყურება ქალაქი ახლა

loading...

მსგავსი ამბები

Close
Close