კულტურაუცნაური

დიდი ბავშვები (18+)

a2c3e664f6c2
იყო და არა იყო რა.. იყო დრო, როდესაც თქვენ გივლიდნენ, ზრუნავდნენ, გაჭმევდნენ, გაცმევდნენ, გართობდნენ, გამშვიდებდნენ, გულში გიკრავდნენ და მოკლედ რომ ვთქვათ ცივ ნიავს არ გაკარებდნენ, ეს ბავშვობა იყო, მაგრამ თქვენ გაიზარდეთ, გაგიჩნდათ მოვალეობები, იმ ადამიანებმა კი, რომლებიც ესოდენ დიდი ფუნქციებით იყვნენ აღჭურვილნი თქვენს წინაშე, ნელ-ნელა უკანა პლანზე გადაინაცვლეს.
ეს ნორმალურია, ნორმალური განვითარების სქემაა და უცნაურსაც ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელსაც სურს დაარღვიოს ,,ბუნების” ან თუნდაც ჩვენი დაწესებული საზღვრები და მუდამ ბავშვობაში ჩარჩენას რომ ნატრობენ იმათ შეუერთდნენ, ოღონდ არა ნატვრითა და სურვილით, არამედ რეალური საქციელით.

პარაფილური ინფანტილიზმი სინდრომია, შესაძლოა სექსუალური ფეტიშიც იყოს, როდესაც ადამიანი სექსუალურ აღგზნებას მაშინ განიცდის,როცა ბავშვივით ეპყრობიან და შესაბამისად აცვია/იქცევა. ამ სინდრომს ზოგი მაზოხიზმსაც უკავშირებს და პარაფილიის სხვა სახეობებსაც, თუმცა ერთხმად უარყოფენ რომ პედოფილიასთან არანაირი კავშირი არ გააჩნიათ, იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ პარაფილური ინფანტილიზმით შეპყრობილი ადამიანები სექსუალურ პარტნიორად არასოდეს ირჩევენ ბავშვებს.

25bc6d813384

რაილი – 25 წლისაა და პარაფილური ინფანტილიზმითაა შეპყრობილი, დღეში დაახლოებით 12 საათს ბავშვივით გამოწყობილი ატარებს, რაც წელიწადში 4000 საათს უდრის. ტანსაცმლის გარდა მას საფენებიც უკეთია, სძინავს ბავშვის საწოლში, თამაშობს სათამაშოებით, წოვს საწოვარას, სვამს საწოვარა ბოთლიდან. როგორც ამბობს დღეში დაახლოებით სამჯერ იცვლის საფენებს, და ეს მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გარდა ამისა რაილი ტრანსგენდერია, ის ბიჭად დაიბადა, მაგრამ 5 წლის წინ თავადვე აირჩია სქესი და ამჟამად გოგონაა.

b3ffe9f4f579

სტენლი – 31 წლისაა, ის ორმაგ ცხოვრებას ეწევა, გარეთ მოწიფულ მამაკაცს გავს, ტანად საკმაოდ დიდია და მსუქანი, ალბათ ვერც ვერავინ წარმოიდგენს თუ როგორ შეიძლება იცუნცულოს ამხელა კაცმა პირში საწოვარათი. მაგრამ თურმე წარმოუდგენელი არაფერია, სახლში სტენლის ნამდვილი ბავშვური სამყარო აქვს, ჭამს ბავშვის საჭმელს, იცვამს შესაბამის ტანსაცმელს, რა თქმა უნდა საფენებსაც იცვლის, აქვს გიგანტური საბავშვო საწოლი, სათამაშოები და ა.შ. ამაში კი საკმაოდ დიდი ფული აქვს დახარჯული. ზოგი სტენლის მდგომარეობას ფსიქიკური დარღვევით ხსნის, ზოგის აზრით კი ეს ერთგვარი ფეტიშია, თავად სტენლის თუ დავეკითხებით არც ერთია და არც მეორე, ბავშვად ქცევა მხოლოდ მეთოდია სტრესისგან თავდასაღწევად.

სტენლის ხშირად მეზობელი, სანდრა დიასი უვლის, ის დედის როლს ასრულებს და დილას ბოთლით აჭმევს საჭმელს ,,ბიჭუნას”.
სტენლიმ ვებ-საიტიც გააკეთა სხვა მისნაირი ხალხისთვის, სადაც მარტივად შეუძლიათ იპოვნონ ,,დედები” ან დიდი ბავშვების მოყვარულებმა ,,შვილები”. სტენლი ირწმუნება, რომ აქ სექსუალური გადახრები არაფერ შუაშია, მათ მხოლოდ კომფორტულად ცხოვრება სურთ.

c15220b9729d

13 დეკემბერს ჩემს ძვირფას და საყვარელ არხზე (channel 4) დოკუმენტური ფილმი გავიდა, სწორედ ამ ფილმმა გადამაწყვეტინა პოსტის დაწერა.
დერეკმა და მაქსინმა 27 წლის წინ იქორწინეს, ქალმა გვიან აღმოაჩინა, რომ მისი ქმარი ,,შიგადაშიგ” ბავშვიც იყო, მოსწონდა ბავშვივით ჩაცმა და ლაპარაკი. მაქსინი ამ ამბავს გაგებით მოეკიდა და წყვილმა ბედნიერად განაგრძო ცხოვრება, მათ ერთად ბიზნესიც ააწყვეს. გახსნეს ,,დიდი ბავშვების სახლი”, სადაც გარკვეულ საფასურად ნებისმიერ დიდ ბავშვს შეუძლია მისვლა, მაქსინი კი თითოეულ კლიენტზე დედასავით ზრუნავს.
ეს მომსახურება საათში 50 ფუნტი ღირს.
დერეკმა ერთხელ თავის მოკვლა სცადა, იგი ამბობს, რომ კარგად იცის რას განიცდიან ასეთი ადამიანები, მას არ სურს რომ ვინმე მისნაირ მდგომარეობაში აღმოჩნდეს, სწორედ ამიტომ გააკეთა დიდ ბავშვებზე მზრუნველი სახლი და ასეთი გზით ცდილობს დახმარებას.
,,ხალხს ჰგონია რომ ჩვენ პედოფილები ვართ, არა, ჩვენ არ გვინდა ბავშვები, ჩვენ ბავშვად ყოფნა გვსურს”.

ამ ოჯახის გარდა ფილმში 29 წლის სტიუარტიც გამოჩნდა, რომელმაც სახის გამოჩენა არ ისურვა, ის 10-12 წელია უკვე ამ ცხოვრებით ცხოვრობს.
ასევე გავიცანით 20 წლის მეთიც, რომელიც 7 წელია ბავშვურ წლებს იხსენებს.

0c6b6d39eb15

27 წლის ქეითს კი ჰგონია რომ 6 წლის გოგონაა, ამ დროს ის ფსიქოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს და გარეთ ნორმალური, ჩამოყალიბებული ადამიანივით იქცევა. ჰყავს 10 წლით უფროსი ბოიფრენდი ჯასტინი, ისინი ერთად ცხოვრობენ და უცნაური ისაა, რომ გოგონა ჯასტინს მამას ეძახის.

ალბათ ყველასთვის გასაგებია თუ ვის წარმოადგენს ჯასტინი, თვითონ კი ამას ამბობს ,,მე მაინტერესებს ბავშვური გასაოცარი თვისებები, და არა ბავშვები”.

დიდი ბავშვების შემდეგი კანდიდატის ძებნისას ისეთ საიტს გადავაწყდი, რომელმაც ჩემი გაოცება გამოიწვია, ეს კი არც ისე ადვილია : )
ეჭვი მაქვს რომ დიდი ბავშვების მოყვარულების თავშეყრის ადგილია http://abcuties.com/
არ ვიცი როგორ შეიძლება ამ ფოტოებში ადამიანმა რაიმე სექსუალური დაინახოს. თუმცა სურათების რაოდენობა ძალიან ბევრ რამეს ამბობს :)

კიდევ უფრო გამაოცა ამ საიტის არსებობამ: http://my-ab-life.tumblr.com

და საბოლოოდ ერთადერთი კითხვა გამიჩნდა თავში
7dbc2c83a284

 

…………………………………………………………………………………………………………………..

 

100000692931822.1453.2047260951

მსგავსი ამბები

Back to top button