ელ-წიგნები რომელიც უნდა წაიკითხო
ელ-წიგნები პოპულარული გახდა.. მიუხედავად იმისა, რომ ქართული ელ-წიგნები დიდად არ ჭარბობს, მაინც ბევრი იყენებს საქართველოში ი-რიდერებს(ქართ. ელ-მკითხველები)… არ აქვს მნიშვნელობა, რომელი ელ-მკითხველი გაქვთ, ნებისმიერს შეგეძლებათ წაიკითხოთ ელ-წიგნები.
ი-რიდერების გარდა, არის ანდროიდ ტაბლეტი, iPad და სხვა საშუალებაც იმისათვის, რომ ელ-წიგნი წაიკითხოთ. ელექტრონული წიგნების წაკითხვა პერსონალური კომპიუტერიდანაც შეგიძლიათ.
თუ თქვენ გაქვთ ტაბლეტი ან ანდროიდზე მომუშავე ნებისმიერი საშუალება, თქვენ შეგიძლიათ გადმოწეროთ ალდიკო. ალდიკო არის ერთ-ერთი მოწინავე ელ-ბიბლიოთეკა.
Amazon.com-ი დიდად უწყობს ხელს ელ-წიგნების რეალიზაციას მსოფლიოში. ამაზონმა თავისი საფირმო ელ-მკითხველიც კი გამოუშვა და მას ჩვენ Kindle-ს სახელით ვიცნობთ. როგორც ზემოთ აღვნიშნე, არ არის სავალდებულო, რომ ქინდლი გქონდეთ და ამიტომ ბევრს დაგაყოვნებთ და ელ-წიგნების დიდ სიას გაგაცნობთ.
200 ნაბიჯი ქვემოთ
ორიგინალის დასახელება:200 steps down
ავტორი:მორის კენიონი
წიგნის აღწერა: როდესაც ნიკოლაი კარამანინის ბოსი, გადაწყვეტს, რომ ოდესაში ტრეფიკინგით დაკავდეს, მას უნდა გააკეთოს არჩევანი იყოს მაფიის ღირსეული წევრი თუ ებრძოლოს მას.
დეფექტური დეტექტივი:კატის მდევარი
ორიგინალის დასახელება:The defective detective:The Cat Chaser
ავტორი:ადამ მაქსველი
აღწერა:
კლინტის პირველი საქმე… მას პასუხისმგებლობა აწუხებს… დაბნეული ახალბედა.. შეძლებს თუ არა დეფექტური დეტექტივი ბარიერის გადალახვას?
წაკითხვის დროს, ბევრჯერ გაგეცინებათ….
მკვლელის გული
ორიგინალის დასახელება:The heart of an Assassin
ავტორი:ტონი ბერტო
აღწერა:
ორ მაფიოზს შორის, დიდი შუღლი ჩამოვარდება. ორი უდიდესი კრიმინალური ოჯახი ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. ახალგაზრდა კაცი შუაში მოხვდება და ის დაქირავებული მკველი გახდება.
სამართლიანობის კოოპერატივი
ორიგინალის დასახელება:The justice cooperative
ავტორი: ჯო მარტინო
აღწერა:
ტომ ბორდენს, მნიშვნელოვანი რამ ჩაუვარდა ხელში… ძალიან საინტერესო წიგნია, წარდგენილია მრავალ ნომინაციაზე.
ელ-წიგნები ქართულად!
მე წარმოგიდგენთ რამოდენიმე ქართულ ენოვან ელ-წიგნს, რომელიც ძალიან იაფი ღირს.
სამოსელი პირველი
კაგდატა ინ ჯორჯია
ჯინსების თაობა
მშობლები და შვილები
პროცესი
ყორანი
დღის გუშაგი
გათვლა
უმანკოების მუზეუმი
London Jinx