საკითხავისასარგებლო

Michael Jackson-მაიკლ ჯექსონი

მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი (ინგლ. Michael Joseph Jackson, (აიბადა 29 აგვისტო 1958 წელს)ასევე ცნობილი როგორც MJ ანპოპის მეფეიყო ამერიკელი მუსიკოსი, მსახიობი და პოპ კერპი. მისი წარმატებული კარიერა და სკანდალური პირადი ცხოვრება 40 წლის მანძილზე პოპ კულტურის ნაწილი იყო. თავდაპირველად მან სახელი გაითქვა ძმებთან ერთად, ჯგუფით The Jackson 5, ხოლო 1971 წლიდან სოლო კარიერა დაიწყო.

1980-იანი წლების დასაწყისში მაიკლი იქცა დომინირებად ფიგურად პოპულარულ მუსიკაში. მისი სიმღერების ვიდეოკლიპებმა, განსაკუთრებით “Beat It”, “Billie Jean” და “Thriller” მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს ვიზუალური ხელოვნების, კერძოდ, ვიდეოკლიპების ტრადიციების განვითარებაში, რამაც ტელეარხ MTV-საც დიდი პოპულარობა მოუტანა. 1990-იან წლებში მაიკლი ასევე იყო ტელეეთერის მუდმივი მონაწილე, მაგალითად, კლიპებით “Black or White” და “Scream”. სასცენო გამოსვლებისა და მუსიკალური კლიპების დახმარებით ჯექსონმა პოპულარობა მოუტანა საკუთარ საცეკვაო ილეთებს, როგორიც იყორობოტის ცეკვადაგასეირნება მთვარეზე“. მისი სიმღერების ჟღერადობისა და ვოკალური შესრულების ტექნიკამ გავლენა იქონია ჰიპ ჰოპზე, პოპზე, თანამედროვე რითმენდბლუზსა და როკ მუსიკაზე.

ჯექსონის 1982 წლის დისკი Thriller ითვლება ყველა დროის ყველაზე გაყიდვად ალბომად. მისი სხვა ალბომები, მათ შორის Off the Wall (1979), Bad (1987), Dangerous (1991) და HIStory (1995) ასევე ითვლება მსოფლიო ბესტსერებად. ჯექსონი იმ რამდენიმე შემსრულებელს შორის არის, რომლებიც როკენროლის დიდების დარბაზში ორჯერ შეიყვანეს. იგი ასევე შეყვანილი იქნა ცეკვის დიდების დარბაზში როგორც პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი მოცეკვავე პოპისა და როკენროლის სამყაროდან. მის დამსახურებებსა და ჯილდოებს შორის არის: გინესის მსოფლიო რეკორდები, 13 გრემი, 26 ამერიკული მუსიკის ჯილდო (ყველაზე მეტი ამ ჯილდოს არსებობის ისტორიაში, მათ შორის  საუკუნის შემსრულებლის კატეგორიაში)  13 სინგლი, მოხვედრილი N1 პოზიციაზე აშშ ჩარტებში მისი სოლოკარიერის მანძილზე და მსოფლიო მასშტაბით გაყიდული დაახლოებით 750 მილიონი ჩანაწერი. ჯექსონს ასევე მიღებული აქვს არაერთი ჯილდო.

მაიკლი ასევე იყო ცნობილი ფილანტროპი და ჰუმანისტი, რომელიც აქტიურად თანამშრომლობდა და მილიონობით აშშ დოლარით უზრუნველყოფდა რამდენიმე ათეულ ფონდს. დევიდ უინტერსის თანახმად, მაიკლი ათეულობით მილიონ დოლარს ანონიმურად გადასცემდა ბავშვთა საქველმოქმედო ფონდებს და დროის დიდ ნაწილს უთმობდა მძიმედ დაავადებული ბავშვების მონახულებას. საავადმყოფოებში ვიზიტის დასრულებისთანავე იგი ინტერესდებოდა, თუ რა იყო აუცილებელი ამა თუ იმ ბავშვისათვის და ასევე ანონიმურ გადარიცხვებს აწარმოებდა, რათა საავადმყოფოებს შეეძინათ შესაბამისი საშუალებები.

ჯექსონის ცხოვრების ასპექტები, მათ შორის, ცვლილებები მის გარეგნობაში, პირადი ურთიერთობები და ქცევები იწვევდნენ სკანდალებს. 1993 წელს იგი დადანაშაულებული იქნა მცირეწლოვანთა მიმართ სექსუალურ ძალადობაში, თუმცა მოგვიანებით მისი ბრალეულობა დამტკიცებული არ იქნა. 2005 წელს მას იგივე მიზეზით უჩივლეს, მაგრამ მაიკლი კვლავ უდანაშაულოდ სცნეს.

კონცერტების სერიის This Is It მომზადების პერიოდში მაიკლი გარდაიცვალა(25 ივნისი, 2009 წელი), რის მიზეზად ოფიციალურად იქნა დასახელებული პროპოფოლისა და ლორაზეპამის ჭარბი რაოდენობა. წარმოიშვა ვარაუდები, რომ მრავალი შეცდომა მუსიკოსის მკურნალობისას დაუშვა მისმა პირადმა ექიმმა, კონრად მიურეიმ. მაიკლის დასაფლავების ცერემონია გადაიცემოდა პირდაპირ ტელეეთერშიმას დაახლოებით მილიარდი ადამიანი ადევნებდა თვალს.

2010 წლის მარტში კომპანიამ Sony Music Entertainment ხელი მოაწერა სპეციალურ კონტრაქტს ჯექსონის მემკვიდრეებთან, რითაც მას 2017 წლამდე გაუხანგრძლივდა მაიკლის ჩანაწერების გამოყენების უფლება. შესაბამისად, კომპანის უფლება მიეცა, ამ ვადაში გამოეცა შვიდი ალბომი მუსიკოსის გამოუცემელი მასალით.

წყარო : http://ka.wikipedia.org

anastasia

asdsfj f safkasoa dadmaksdma

მსგავსი ამბები

Close
Close