არქივი

Twinkies

83e2ac281d74

როდესაც ცნობილი გახდა, რომ ძალიან პოპულარული ბრენდი – Hostess-ი იხურებოდა, ამ კომპანიის ერთ-ერთ ნაწარმზე განუზომელი მოთხოვნა გაჩნდა, ყველა ცდილობდა მაღაზიის დახლებიდან ეყიდათ Hostess-ის უკანასკნელი პროდუქცია. დახლებიდან ყველაზე სწრაფად იცლებოდა Twinkie-სი. ამავე დროს დიდი მოთხოვნა გაჩნდა შედარებით უცნობი ბრენდების საკონდიტრო ნაწარმზე.

მიუხედავად მედიაში გავრცელებული ინფორმაციისა კომპანია დაიხურაო, ეს უკანასკნელი ჯერ კიდევ რჩებოდა ქაღალდზე დოკუმენტებში და კომპანიის მესვეურები ვერ ახერხებდნენ Hostess-ის ბრენდი როგორმე გაკოტრებულად გამოეცხადებინათ, რადგან ამის გარეშე დამფუძნებელი კომპანია ახალ მოლაპარაკებებს ვერ დაიწყებდა.
და აი ერთ მშვენიერ დღეს პოპულარულმა საინფორმაციო სააგენტო როიტერმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც Hostess Brands Inc-მა ამერიკის შეერთებულ შტატებში მოიგო სასამართლო და მიიღო ნებართვა კომპანია გაკოტრებულად გამოეცხადებინა და ცხადია ეს სიმართლე აღმოჩნდა, კომპანიამ მართლაც მოიპოვა ნებართვა ამერიკის მთავრობისგან, გაკოტრებულად გამოეცხადებინა თავი და ეს მალევე რეალობაში განახორციელა კიდეც.

cf16e0058bfe

მიუხედავად Hostess-ის გაუქმებისა მალე დაბრუნდა ბაზარზე და ის კვლავ გამოჩნდა დახლებზე და როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ რომ Twinkie აპოკალიფსის დროს შეცვლის თანამედროვე ვალუტას და მაშინ ბრძოლა ამ პროდუქტისთვის ძალიან გამძაფრდება, რადგან როგორც ქვემოთ ვიდეოზე იხილავთ Twinkie ძალიან დიდი ხნის მანძილზე არ ფუჭდება და გარდა ამისა ის ძალიან ნოყიერი და სასარგებლო საკვები პროდუქტია.

YouTube-ზე იუზერ AgileHProduction-ის მიერ აიტვირთა ვიდეო ფაილი სადაც ნაჩვენებია ცდა ორი პროდუქტის ლპობის (დაშლის) დროის შედარებისა. ცდის პირველი ობიექტი ჩვეულებრივი პომიდორია, მეორე – კი ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი Twinkie. როგორც ვიდეოზე ვხედავთ დაშლის დრო პომიდორისთვის უფრო ნაკლებია ვიდრე Twinkie-სა. უფრო მეტიც ვიდეოს მთელი მიმდინარეობის განმავლობაში საერთოდ ვერ ვხედავთ საკონდიტრო ნაწარმის ლპობას.
და საერთოდაც თუ კი არ დავინახავთ დროის გასვლის რაიმე სხვა მინიშნებას, შევამჩნევთ თუ არა Twinkies-ზე დაკვირვებით, დროის გასვლას? მე თუ მკითხავთ: -ვერა!

0271f6090023

აი დაპირებული ვიდეოც:

და ნუთუ, მართლა არასდროს იშლება Twinkies? მე გეტყოდით რომ არა!
დადგენილია რომ ეს საკონდიტრო ნაწარმი, რომელიც რძის პროდუქტებს უხვად შეიცავს რამდენიმე თვე ძლებს! დიახ რამდენიმე თვე!
გარდა ამისა ეს პროდუქტი ძალიან მარგებელია, რაც არაერთხელ დადასტურებულა სხვადასხვა ექსპერიმენტებით.

8dcee0019699

ესეც ასე, მე დღეს წარმოგიდგინეთ პროდუქტი, რომელიც მართლაც მომავლისაა!

იმედია საინტერესო იყო და მოგეწონათ ისტორია Twinkie-ზე :)

მსგავსი ამბები

Back to top button