არქივი

ფრედი მერკური …

4c0965d8eb8f

მართალია პოსტი დიდი გამოვიდა, მაგრამ ვინც წაიკითხავთ ნამდვილად არ ინანებთ…

ბავშვობა და ახალგაზრდობა

ფრედი მერკური (ნამდვილი სახელი და გვარი ფარუხ ბულსარა) დაიბადა 1964 წლის 5 სექტემბერს კუნძულ ზანზიბარზე, ბომი და ჯერი ბულსარების ოჯახში. მას დაარქვეს ფარუხი რაც ნიშნავს „მშვენიერი“, „ბედნიერი“. ფრედის მამა მუშაობდა მოლარედ ბრიტანეთისა და უელსის უმაღლეს სასამართლოში. 1952 წელს ფრედის ეყოლა და კაშმირა.

e73d71c91144

1954 წელს ფრედი მშობლებმა გააგზავნეს წმინდა პეტრეს სკოლაში პანჩგანში, ბომბეიდან 500 კმ–ში. მის მუსიკალურ შეხედულებებზე სწორედ ამ პერიოდში გავლენა მოახდინა ცნობილმა ბოლივუდელმა მომღერალმა ლატა მანგეშკარმა. აქ ფრედი ცხოვრობდა დეიდასა და ბიძასთან ერთად. კლასელებისათვის სახელი ფარუხი რთული წარმოსათქმელი აღმოჩნდა, ამიტომაც მათ შეარქვეს უბრალოდ ფრედი.
სპორტის ყველა სახეობა სკოლაში იყო ტიპური ბრიტანული. ფრედს არ მოსწონდა კრიკეტი და სირბილი დიდ დისტანციაზე, ის უპირატესობას ანიჭებდა ჰოკეის, სპრინტსა და ბოქსს. 10 წლის ის გახდა სკოლის ჩემპიონი მაგიდის ტენისში, 12 წლისამ მან მიიღო ჯილდო ახალგარდებს შორის შერეულ საგნებში და აგრეთვე „წიგნიერებაში მეცნიერბისა და ხელოვნების დარგში“. ფრედი კარგად სწავლობდა, ავლენდა ინტერესს მუსიკისა და მხატვრობის მიმართ. იგი ხატავდა ნახატებს მეგობრებისა და ნათესავებისათვის. აგრეთვე იგი მღეროდა სასკოლო ანსაბლში და მონაწილეობას ღებულობდა სპექტაკლებში.

a6cc6dd578fa

ფრედი მუსიკას ადრეულ წლებშივე დაუახლოვდა. სიმღერა იკავებდა თითქმის მთლიან თავისუფალ დროს მეცადინეობის შემდეგ. მის მუსიკალურ მონაცემებს ყურადღება მიაქცია სკოლის დირექტორმა. მან მიწერა წერილი ფრედის მშობლებს, სადაც ის თავაზობდა მოეწყოთ მისთვის ფორტეპიანოს კურსი დაბალ ფასში, რაზეც მშობლები დათანხმდნენ, ხოლო ფრედიმ დაიწყო სწავლა. სწავლის დასრულებისას მან მიიღო მეოთხე ხარისხი თეორისაა და პრაქტიკისა (Piano Grade IV).
1958 წელს 5 სკოლის მეგობარმა – ფრედი ბულსარა, დერიკ ბრანში, ბრუს მიურეი, ფარანგ ირანიმ და ვიქტორ რანამ შექმნეს თავიანთი პირვლი როკ–ჯგუფი, რომელსაც დაარქევს The Hectics (ქარ: მოუსვენარი). ჯგუფი უკრავდა სკოლის საღამოებზე, ცეკვებზე და იუბილეებზე.

5e92ca9b6890

1962 წელს 16 წლის ფრედიმ დაამთავრა წმინდა პეტრეს სკოლა და დაბრუნდა ზანზიბარში. 1964 წლის დასაწყისში ბრიტანეთმა ზანზიბარის მმართველობა გადაცა არაბ სულთანს, რის შემდეგაც ერთ კვირაში ზანზიბარმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა. პოლიტიკური არეულობის გამო ბულსარების ოჯახი, მხოლოდ 2 ჩემოდით ხელში ზანზიბარიდან ბრიტანეთში გადასახლდა.
1964-1970 წლები ფრედის ცხოვრებაში
ბრიტანეთში ჩასული ბულსარების ოჯახი თავიდან ნათესავთან გაჩერდა ქალაქ ფელტჰემში, ხოლო შემდეგ იყიდეს საკუთარი სახლი. ფრედიმ, რომელიც იმ დროს 18 წლის იყო ჩააბარა ნახევრადტექნიკურ სკოლა აილსვორტში, სადაც ის დაკავებული იყო ძირითადად ფერწერით, ვინაიდან სურდა ჩაებარებინა სამხატვრო კოლეჯში.
ოჯახს ქონდა ფინანსური პრობლემები, ამიტომაც არდადაგებისას ფრედის უწევდა მუშაობა. თავიდან ის მუშაობდა ჰიტროუს აეროპორტში (ლონდონი), მიწოდების განყოფილებაში, შემდეგ მტვირთავად ფელტჰემის სავაჭრო საწყობში. მისი კოლეგები ყურადღებას აქცევდნენ მის მოხდენილ ხელებს, რომელიც ამ საქმისათვის არ იყო. მათ კითხვაზე ფრედი პასუხობდა, რომ იყო მუსიკოსი და მუშაობდა მხოლოდ თავისუფალ დროს. ფრედის მომხიბლაობის წყალობით კოლეგები მას როგორც ძმას ისე ექცეოდნენ და ლომის წილი შეჰქონდათ მის მუშაობაში.

0ddd36dff732

1966 წლის მაისში ფრედიმ დაასრულა აილსვორტში სწავლა მაღალი ქულებით ფერწერაში, და სწავლა გააგრძელა გრაფიკული ილუსტრაციების კათედრაზე სამხატვრო კოლეჯში, ილინგში (ლონდონი).
ამის შემდეგ მან მალევე დატოვა მშობლების სახლი და საცხოვრებლად მეგობარ კრის სმიტთან ერთად გადავიდა კენსინგტონში (ლონდონი). კენსინგტონი იყო იმ პერიოდის ლონდონის გული ბოჰემური ცხოვრებისა. ფრედი ბევრს ხატავდა და მის ნახატებში განსაკუთრებული ადგილი ეჭირა მის კუმირს –გიტარისტ ჯიმი ჰენდრიქსს. ფრედიმ ამ პერიოდში გაიცნო ტიმი სტაფელო – ვოკალისტი, ბას–გიტარისტი და ლიდერი ჯგუფი Smile-ის. ცოტა ხნის შემდეგ ტიმი პატიჟებდა ფრედის ჯგუფის რეპეტიციებზე. ფრედი აფასაბედა ჯგუფის პოტენციალს, განსაკუთრებით კი გიტარისტ ბრაინა მეის და დრამერს როჯერ ტეილორს. ფრედიმ გაიცნო აგრეთვე სხვა დამწყები მუსიკოსები, როგორების იყვნენ ტიმ და ნაიჯელ ფოსტერები. მისი ოთახის მეზობელი კრის სმითიც დაინტერესებული იყო მუსიკით. კრისი და ფრედი ერთად უკრავდნენ, ცდილობდნენ შეექმნათ ახალი სტილი, მაგრამ სცენებზე არ გადიოდნენ.

4e73de41769c

1969 წელს 23 წლის ფრედიმ დაამთავრა კოლეჯი და გრაფიკული დიზაინერის დიპლომი აიღო. მალე ის საცხოვრებლად გადავიდა როჯერ ტეილორთან, ვისთან ერთადაც გახსნა მაღაზია კენსინგტონზე, სადაც ყიდნენ როგორც ფრედის ნახატებს, აგრეთვე სხვა საქონელსაც.
13 აგვისტოს ფრედიმ გაიცნო ჯგუფი Ibex. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ გიტარისტი მაიკ ბერზინი, ბას–გიტარისტი ჯონ ტეილორი მეტსახელად ტაპი, დრამერი მიკ სმიტი და კიდევ ერთი ბას–გიტარისტი ჯეფ ჰიგინსი, რომელიც ცვლიდა ტაპს, როდესაც ის ფლეიტაზე უკრავდა. მათთან ერთად იყო მათი მენეჯერი კენ ტესტი. 10 შეხვედრის შემდეგ ფრედიმ იცოდა ჯგუფის ყველა სიმღერა, დაამატა რამდენიმე თავისიც და ჯგუფთან ერთად წავიდა მათ პირველ ადგილობრივ კონცერტზე ბოლტონში. მათი კონცერტი ტარდებოდა ყოველწლიური ბლუზ–ფესტივალის ეგიდით, ამიტომაც მას აშუქებდა პრესა. ჯგუფის კონცერტები ჩატარდა 23 აგვისტოს თეატრ „ოქტოგონში“ და 25 აგვისტოს სამეფო პარკში. ჯგუფი ასრულებდა ქოვერ ვერსიებს ჯგუფი Cream-ის, ჯიმი ჰენდრიქსის, ლედ ზეპელინის.
1969 წლის სექტემბერ–ოქტომბერში ფრედის რჩევით ჯგუფს სახელი შეუცვალს და დაარქვეს Wreckage. რამდენიმე ხნის შემდგე ჯგუფი დატოვა მიფერმა და მისი ადგილი დაიკავა რიჩარდ ტომპსონმა. ჯგუფა ჩაატარა რამდენიმე კონცერტი, მაგრამ მალევე დაიშალნენ ვინდაინ ჯგუფი დატოვა მაიკ ბერზინმა, რომელიც დაბრუნდა ლივერპულში სწავლის გასაგრძელებლად.
ფრედიმ გადაწყვიტა ახალი ჯგუფი ენახა. მან ნახა ვოკალისტის ვაკანსია ჯგუფ Sour Milk Sea–ში. იგი პირველივე მოსმენის შემდეგ აიყვანეს. ჯგუფის შემადგენლობაში შედიოდნენ ვოკალისტ–გიტარსტი კრის ჩეზნი, ბასისტი პოლ მილნი, რითმ–გიტარისტი ჯერემი გელოპი და დრამერი რობ ტირელი. რამდენიმე რეპეტიციის შემდეგ ჯგუფმა ჩაატარა 2 კონცერტი ოქსოფრდში, კრისის მშობლიურ ქალაქში.
ფრედი და კრისი დამეგობრდნენ, მალე კრისი საცხოვრებლად გადავიდა სახლში სადაც ფრედი და ჯგუფი Smile-ს წევრები ერთად ცხოვრობდნენ. მათი მეგობრობა არ მოწონდათ ჯგუფის დანარჩენ წევრებს, რის გამოც ჯერემიმ ყველა აპარატურა წაიღო ჯგუფიდან რაც მას ეკუთვნოდა და ჯგუფიც დაიშალა.
Queen (1970-1991)

9dced7639714

1970-1982 წლები
1970 წლის აპრილში ტიმ სტაფელმა დატოვა ჯგუფი Smile და მისი ადგილი დაიკავა ფრედიმ. მისი ინიციატივით ჯგუფს გადაარქვეს სახელი და დაიბადა Queen-ი.
1971 წლის თებერვლამდე ჯგუფს არ ყავდა მუდმივი ბასისტი, მათ ამ ადგილზე 3 კანდიდატი გამოცადეს მაგრამ საბოლოოდ არცერთი დაიტოვეს. ერთ საღამოს კი მათ ნახეს ჯონ დიკანი, რომელიც მათი აზრით ყველაზე მეტად უხდებოდა ჯგუფს და ასე მიიღო საბოლოო სახე Queen–მა.
როდესაც ჯგუფი საბოლოოდ ჩამოყალიბდა ფრედიმ გადაწყვიტა დაეხატა ჯგუფის გერბი. ერთი ვერსიით ფუძე იყო ბრიტანეთის გერბიდან წარმოქმნილი, Q-ს ფორმის რომლის ირგვილვაც განლაგებული იყო ჯგუფის წევრთა ზოდიაქოს ნიშნები. ორი ლომი – ჯონ დიკანი და როჯერ ტეილორი, ცეცხლიდან ამოსული კობორჩხალა – ბრაიან მეი. ორი ფრთიანი ანგელოზი – კეთილი დამხმარეები გმირების ბრიტანული ეპოსიდან (აგრეთვე ფრედის ზოდიაქოს ნიშანი – ქალწული).
1972 წელს სტუდია Trident–ში ჯგუფის სადებიუტო ალბომის ჩაწერისას, ფრედიმ გადაწყვიტა შეეცვალა გვარი ფსევდონიმით – მერკური. ეს ფსევდონიმი მან გამოიყენა სიმღერაში “My Fairy King”, სადაც ტექსტშია: “Mother Mercury, look what they’ve done to me, I cannot run I cannot hide” (დედა მერკურის. შემომხედე რა მიქნეს, მე არ შემიძლია გაქცევა, მე არ შემძლია დამალვა).

299ebe6075b1

ფრედი გახდა ჯგუფის პირველი სიმღერის ავტორი, რომელიც მოხვდა ბრიტანულ ჩარტში – “Seven Seas of Rhye” (1973). მანვე შექმნა ჯგუფის პირველი ჰიტი – “Killer Queen” და ყველაზე წარმატებული კომპოზიცია – “Bohemian Rhapsody”. ამ უკანასკნელმა თავიდან ფიასკო განიცადა, ვინაიდან იყო ძალიან დიდი იმისათვის რომ კომერციულ რადიოებს დაეტრიალებინათ და მასში არეული იყო მუსიკის რამდენიმე ჟანრი და სტილი. მაგრამ ჯგუფმა სიმღერა გამოუშვა როგორც სინგლი, გადაიღო მასზე კლიპი და ამ კლიპმა რევოლუცია მოახდინა მუსიკალურ ვიდეორგოლებში. ზოგიერთი მას პირველ ვიდეოკლიპსაც ეძახდა, მიუხედავად იმისა რომ, ადრეც არსებობდა კლიპები. სიმღერა იყო ბრიტანული ჰიტ–პარადის თავში 9 კვირის განმავლობაში.

7b0b94977d83

1975 წელს ჯგუფი გასტროლებზე წავიდა იაპონიაში. ჯგუფი ძალიან გაკვირვებული იყო იაპონელი თაყვანისმცემლების განსაკუთრებული გულთბილი დახვედრით. ბრაინ მეი იხსენებს: „ჩვენ მანამდე გვქონდა გარკვეული წარმატება ბრიტანეთსა და აშშ–ში, მაგრამ არასდროს გვენახა ასეთი აღტაცება და ფანატიზმი. უცებ, იაპონიაში თვაი ვიგრძენით ნამდვილ ვარსკვლავებად, ისეთებად როგორიც იყვნენ The beatles და Bay City Rollers. ხალხი გვხვდებოდა აღტაცებული ყვირილით, რაც ჩვენთვის სიახლე იყო“. ფრედის შეუყვარდა იაპონია და გახდა ფანატიკოსი კოლექციონერი იაპონური ხელოვნების ნიმუშების.
1979 წლის 7 ოქტომბერს ახდა ფრედის დიდი ხნის ოცნება – ის გამოვიდა სამეფო ბალეტში. ამ გამოსვლითვის მან შეარჩია სიმღერები „Bohemian Rhapsody” და „Crazy Little Thing Called Love”.
1980 წელს ფრედიმ იმიჯი შეიცვალა – მოკლედ შეიჭრა თმები და ულვაშები გაიზარდა.

5402081c1097

სოლო კარიერა და დიდების მწვერვალი Queen–ის შემადგენლობაში

1982 წლის ბოლოს ჯგუფმა გამოაცხადა, რომ ისინი შვებულებაში გადიოდნენ და 1983 წელს არანაირი გასტროლი არ იგეგმებოდა. ფრედი უკვე დიდი ხანი ფიქრობდა სოლო ალბომის გამოშვებაზე და ეს სწორედ შესაბამისი მომენტი იყო. 1983 წლის დასაწყისში ის მივიდა სტუდია Musicland Studios–ში, მიუნხენში. ამ დროს გაიცნო მან კომპოზიტორი ჯორჯო მოროდერი, რომელიც მონაწილეობდა ფრიც ლანგის ფილმის „მეტროპოლისის“ აღდგენის პროექტში, რომელიც გადაღებული იყო 1926 წელს. იგი მიწვეული იყო კომპოზიტორად, რომელსაც ფილმის გაფორმებისთვის უნდა შეექმნა თანამედროვე სტილის მუსიკა. მან ფრედის შესთავაზა მონაწილეობა მიეღო ამ პროექტში. მათ ერთობლივი მუშაობის შემდგე ჩაწერეს სიმღერა “Love kills”, რომელიც გამოვიდა 1984 წლის 10 სექტემებრს.

be36547e370e

1983 წლის მაისის ბოლოს ფრედი დაესწრო ვერდის ოპერას „ბალ–მასკარადი“. აქ მან პირველად ნახა და მოუსმინა ესპანელ საოპერო მომღერალს მონსერატ კაბალიეს. იგი აღფრთოვანებული დარჩა მისი ძალიან ლამაზი და ძლიერი ხმით.
პირველი სინგლი ფრედის სოლო ალბომის “Mr. Bad Guy” გახდა სიმღერა “I was born to love you”, რომელიც 1985 წლის 9 აპრილს გამოვიდა. ალბომი გამოვიდა სამი კვირის შემდეგ და იგი გამოცა კომპანია “CBS Records”–მა. ამ ალბომის ორი სიმღერა “I was born to love you” და “Made in Heaven” შემდეგ შევიდა Queen–ის ალბომში “Made in Heaven”, რომელიც გამოვიდა 1995 წელს.
1985 წლის 13 ივლისი გახდა განსაკუთრებული დღე ფრედისა და Queen–თვის. ამ დღეს შედგა კონცერტი “Live Aid” – გრანდიოზული შოუ უემბლიზე 75000 მაყურებლის თვალწინ, სადაც სხვა ცნობილი შემსრულებლებიც გამოდიოდნენ – ელტონ ჯონი, პოლ მაკარტნი, სტინგი, U2 და სხვა ბევრი. კონცერტის ტრანსლირება ხდებოდა მსოფლიოს უმეტეს ნაწილში. თავის გამოსვლით ჯგუფმა დაიმკვიდრა ადგილი ისტორიაში. ხოლო ყველანი, ჟურალისტები, მაყურებლები, კრიტიკოსები ერთხამდ აღნიშნავდნენ, რომ ჯგუფი გახდა პროგრამის კულმინაცია და საუკეთესო იყო. ბრაიან მეი: „მახსოვს, როგორ იწეოდა ჩემში ადრენალინის დონე, როდესაც გავედი სცენაზე და ხალხის ხმა გავიგე. ჩვენ ენერგიულად შევუდექით საქმეს. ეხლა რომ ვუყურებ, ვფიქრობ რომ მაშინ ყველა ვნერვიულობდით. …რა თქმა უნდა ფრედი იყო ჩვენი სადუმლო იარაღი. ის ადვილად ურთიერთობდა მთელ სტადიონთან. ვფიქრობ, ის ფრედის დღე იყო!“

efb69fe14f27

ერთი წლის შემდეგ ჯგუფი კვლავ გამოჩნდა უემბლიზე, ტურის “Magic Tour”–ის ფარგლებში, რომელიც იმართებოდა ახალი ალბომის მხარდასაჭერად “A Kind of Magic”. ამ კონცერტს 120 000 მეტი ადამიანი დაესწრო და შემდგომ ის გამოცემულ იქნა “Quuen At Wembley”. ტურის უკანასკნელი შოუ ნებუორტში 9 აგვისტოს გახდა ჯგუფის უკანასკნელი შოუ ფრედისთან ერთად.
1987 წლის 23 თებერვალს ფრედი მერკურმა გამოუშვა სინგლი “The Great Pretender”. აგრეთვე მან დაწერა ორი სიმღერა მუზიკლისთვის “Time”. “Time” და “In My Defence”.
1987 წლის მარტში ფრედი შეხვდა მონსერატ კაბალიეს ბარსელონაში და აჩუქა მას კასეტა თავისი რამდენიმე ახალი სიმღერით. სიმღერები ძალიან მოეწონა მას და ფრედის გასაკვირად ერთ–ერთი მათგანი იმღერა კიდეც ლონდონში კონცერტზე.
1987 წლის აპრილის დასაწყისში მერკურიმ და კაბალიემ დაიწყეს ერთობლივი ალბომის შექმნაზე მუშაობა. მაისის ბოლოს იბიცაზე, ცნობილ კლუბში გაიმართა ფესტივალი სადაც სტუმრებად მიწვეულნი იყვნენ ორივე მათგანი. მათ ფესტივალზე შეასრულეს სიმღერა “Barcelona”, რომელიც ფრედიმ მიუძღვნა კაბალიეს მშობლიურ ქალაქს. 1988 წლის 8 ოქტომბერს მეორედ იმღერეს მათ ერთად. ბარსელონაში ფესტივალზე “La Nit” მათ ერთად სამი სიმღერა შეასრულეს: “Golden Boy”, “How Can I Go On” და “Barcelona”. მაიკ მორანი ამ სიმღერების თანაავტორი ამ სიმღერებისათვის იყენებდა ფორტეპიანოს პარტიებს. ეს გამოსვლა იყო ფრედი მერკურის ბოლო გამოსვლა პუბლკის წინაშე. ამ დროისათვის ის უკვე მძიმედ იყო დაავადებული შიდსით.
ალბომი “Barcelona” გამოვიდა 1988 წლის 10 ოქტომბერს და მასში შესული ამავე სახელწოდების სიმღერა გახდა 2 ჰიმნიდან ერთი ბარსელონას 1992 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისათვის.

ავადმყოფობა და სიკვდილი (1986-1991)

1986 წელს პირველად გაჩნდა ხმები რომ ფრედი შიდსით იყო დაავადებული. 1989 წლიდან შესამჩნევი გახდა მისი ფიზიკური ცვლილება – ის ძალიან გახდა. ის სიკვდილის ბოლო დღეებამდე უარყოფთა ყველანაირ ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის შესახებ. მისი საშიში დიაგნოზი მხოლოდ უახლოესმა ადამინებმა იცოდნენ.
1989 წელს ჯგუფმა “Queen”-მა მისცა პირველი ერთიანი ინტერვიუ ბოლო წლების მანძილზე ერთ–ერთ რადიოს. სადაც ისინი ამბობდნენ რომ უარს ამბობდნენ ჩვეულებრივ სქემაზე „ალბომი–ტური“ იმიტომ რომ ტური არ იქნებოდა. სინამდვილეში ამის მიზეზი ის იყო რომ ფრედის აღარ შეეზლო ტურში გაყოლოდა ჯგუფს.
მერკურიმ იცოდა, რომ სულ უფრო ცოტა დრო რჩებოდა, ამიტომ ცდილობდა ჩაეწერა ბევრი სიმღერა. სიცოცხლის ბოლო წლებში, გარდა სოლო ალბომისა მან მოახერხა ჩაეწერა სიმღერები ჯგუფის სამი ალბომისათვის. მის სიცოცხლეში გამოშვებული იქნა მხოლოდ 2 ალბომი – “The Miracle” 1989 წელს და “Innuendo” 1991 წელს. აგრეთვე ამ ალბომების რამდენიმე სიმღერაზე გადაიღეს კლიპები. ბოლო კლიპი იყო შავ–თეთრი რათა დაემალათ ფრედის ფიზიკური მდგომარეობა. მისი სიკივდილის შემდეგ, ჯგუფის წევრებმა გამოიყენეს მისი ხმის ჩანაწერები და გამოუშვეს უკანასკნელი ალბომიც – “Made in Heaven” 1995 წელს.

56baa9c71e76

1991 წლის 23 ნოემბერს ფრედიმ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ის შიდსით იყო დაავადებული. „ბოლო ორი კვირის განმავლობაში გავრცელებული ხმები ჩემი ჯანმრთელობის შესახებ მსურს დავადასტურო. სისხლის ანალიზმა დაადასტურა, რომ შიდსით ვარ დაავადებული. ვთვლიდი,რომ ინფორმაცია უნდა შემენახა საიდუმლოდ, რათა მშვიდად ყოფილიყვნენ ჩემი ნათესავები და ახლობლები. მაგრამ მოვიდა დრო გაიგონ სიმართლე მათ და ჩემმა თაყვანისმცემლებმა მთელ მსოფლიოში. მე ვიმედოვნებ, რომ ყველა ერთად შევებრძოლებით ამ საშინელ დაავადებას“. მან აგრეთვე გადაცა ყველა უფლება სიმღერაზე “Bohemian Rhapsody” ტერეზა ჰინგისის ფონდს, რომელიც შექმნილი იყო შიდსთან საბრძოლველად.

18020e88ce59

მეორე დღეს, 1991 წლის 24 ნოემბერს, დაახლოებით საღამოს 7 საათისათვის ფრედი გარდაიცვალა საკუთარ სახლში ლონდონში, ბრონქიალური პნევმონიით, რომელიც განვითარდა შიდსის ფონზე. მას შემდეგ რაც მისი გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, მის სახლტან თავი მოიყარა ათასობით ადამიანმა. მათ მოჰქონდათ ყვავილები, სურათები და წერილები. მისი დაკრძალვის ცერემონია დახურული იყო და მხოლოდ ახლობლები ესწრებოდნენ. ფრდი მერკურის სხეულს გაუკეტეს კრემაცია. მხოლოდ მისმა მშობლებმა და მერი ოსტინმა იციან მისი ფერფლის ადგილი, ასეთი იყო ფრედის სურვილი.

დიდება სიკვდილის შემდეგ

eb5ef9032715

ფრედი მერკური იყო და დღესაც რჩება ერთ–ერთ ყველაზე პოპულარუ შემსრულებლად მთელ მსოფლიოში. მისი განსაკუთრებული სცენურობა, არაორდინალური და ენერგიულლი მოქცევა სცენაზე ცნობილია იმ ხალხისთვისაც კი, ვინც მუსიკასთან არც ისე ახლოსაა. 1992 წლის 20 აპრილს ჯგუფის წევრებმა პოპ და როკ ვარსკვლავებთან ერთად ჩაატარეს უემბლიზი ფრედის სამახსოვრო კონცერტი, რომლის შემოსავალიც დაახლოებით 19 400 000 ფუნტი გადაერიცხა შიდსთან მებრძოლტა ფონდს.
1996 წლის 25 ნოემბერს მონტრიოში (შვეიცარია), სადაც მუსიკოსი დიდი დროს ატარებდა, როგორც სამუშაოდ ისე დასასვენბელად, გაიხსნა ფრედის ძეგლი. 2003 წლის 18 ივნისს ლონდონში დადგეს მეორე ძეგლი, დაახლოებით 8 მეტრი სიმაღლის, Dominion Theatre–სთან ახლოს.
ფრედი მერკურის სახელი იქცა თავისებურ მარკად მუსიკაში, სინონიმად 80–იანი წლების როკის. ბევრი თანამედროვე მომღერალი ცდილობს მიბაძოს მას, და მის მიჯს, თუმცა ისეთი წარმატებული ჯერ არ გამოჩენილა, როგორიც იყო ფრედი და ჯგუფი Queen–ი.
სიმღერა “Bohemian Rhapsody” აღირებული იქნა ათასწლეულის საუკეთესო სიმღერად The Official Charts Company–ის ვერსიით. მეორე (და შეიძლება უფრო პოპულარულიც კი) სიმღერა “We Are The Champions” კი დღემდე ყველაზე მოტხოვნადი სიმღერაა ამერიკის რადიოებში, აღარაფერს ვამბობ იმაზე რომ ის იქცა არაოფიციალურ ჰიმნად დიდი სპორტული შეჯიბრებების გამარჯვებულთათვის.

პირადი ცხოვრება

1e9db7bb7c7a

1969 წლის ბოლოს ბრაინ მეის წყალობით ფრედიმ გაიცნო მერი ოსტინი, რომელთან ერთადაც 7 წელი იცხოვრა. მაგრამ შემდეგ ისინი დაშორდნენ. ეღტხელაც ყველაფერი შეიცვალა, როდესაც ფრედიმ უთხრა მერის, რომ უნდა ეთქვა ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რის შემდეგაც ისინი ერთად ვეღარ იცხოვრებდნენ. მერი იხსენებს: „მე ვიყავი დაბნეული და მჭირდებოდა დრო რათა მომეხერხებინა სიმართლის აღქმა. საბოოლოდ ფრედი იყო ბედნიერი, რადგან მოახერხა და მიტთხრა რომ იყო ბისექსუალი“. მერიმ გადაწყვიტა წასულიყო, მაგრამ შორს წასვლა მაინც ვერ მოახერხა. ისინი დარჩნენ ახლო მეგობრებად. მერკურიმ იგი დანიშნა პირად მდივნად და ხშირად აღნიშნავდა რომ მერი იყო მისი ერთადერთი ნამდვილი მეგობარი. მომღერალმა მას მიუძღვნა რამდენიმე სიმღერა, რომელთა შორის ყველაზე ცნობილია “Lve Of My Life”.

7a7f62d475fe

ფრედის აგრეთვე ურთიერთობა ქონდა ცნობილ ავსტრიელ მსახიობთან ბარბარა ვალენტინთან, რომელიც 1983 წელს გაიცნო.
ფრედი მერკურის იმიჯმა თავიდანვე გააჩინა კითხვები მისი ორიენტაციის შესახებ. მაგრამ ფრედის არ უყვარდა პირად ცხოვრებაზე ლაპრაკი და თავს არიდებდა. მისი სიკვდილის შემდეგ პრესა კვლავ განიხილავდა მის ორიენტაციას და ამბობდნენ რომ იგი იყო გეი, მისი ნაცნობებისა და ახლობლების სიტყვების დამოწმებით. მისი სიკვდილიდან ერთი კვირის შემდეგ ბრაიან მეიმ და როჯერ ტეილორმა დაადასტურეს რომ ფრედი გეი იყო. ბრაიან მეი ამბობს: „ის იყო გეი და განსაკუთრებით არც ცდილობდა დაემალა ეს“ (He was gay and he was quite public about it). აგრეთვე ჯიმი ჰატონი და ფრედის დამხმარე პიტერ ფრისტოუნა თავიანთ წიგნებში ადასტურებენ, რომ ფრედი ნამდვილად გეი იყო.
მადლობთ ყველას ვისაც არ დაგეზარათ და ინტერესიტ წაიკითხეთ ეს პოსტი )))

მსგავსი ამბები

Back to top button