შოკის მომგვრელი აზია: ინდოელი სუფიების ექსტრემალური ადათ-ჩვეულებები და ტრადიციები.
მართლაც შოკის მომგვრელია, დაიოკეთ ნერვები და გამოდით ამ პოსტიდან…
ყოველწლიური სუფიური ფესტივალი-Urs Ajmer ეძღვნება წმნიდა ხოდჯის (Saint Khwaja) ხსოვნას… ამ დროისათვის ათასობით დავრიში და პილიგრიმი ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან მოდიან ინდოეთის ქალაქ ადჯმერში. ერთ-ერთი თვითგამათრახების გზად, რომელიც დამახასიათებელია სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიასათვის, მიიჩნევა თვალის კაკლების წინ გამოწევა ბასრი რკინის ნივთების საშუალებით.
ეს ადამიანები ერთ-ერთი სუფიური საძმოა… საერთოდ სუფიზმი წარმოადგენს ისლამის შინაგან, მისტიკურ, ფსიქო-სულიერ განზომილებას. სუფიზმის მიმდევარს სუფი ეწოდება. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში 70 სუფიური საძმოა და მათ ასობით ათასი მიმდევარი ჰყავს
მისი სწავლების ანუ სუფიური სწავლების ერთ-ერთი ცენტრალური დოქტრინაა “იყო ამ ქვეყანაზე, მაგრამ არა ამ ქვეყნისა”, რაც, რიტუალური ცერემონიების, მარხვისა და ლოცვის მეშვეობით, თვითჩაღრმავების გზით, უმაღლესი მიზნისკენ სვლის – უზენაეს ღმერთთან და მის მადლთან ზიარების საშუალება იყო. სუფიების აზრით, ეს სავსებით შესაძლებელია ადამიანის სიცოცხლეშივე და არა მაინცდამაინც მისი გარდაცვალების, სამსჯავროს წინაშე წარდგომის თუ კაცობრიობის აღსასრულის შემდეგ, როგორც ამის აქცენტირებას ახდენს კლასიკური, ორთოდოქსული ისლამი.
სულიერი თვითგანწმენდის გზაზე (იგივე “ტარიკა”, რაც შემდგომში სუფიური საძმოს სინონიმად იქცა) მოწაფეს (“მიურიდი”) ეხმარება მასწავლებელი, მოძღვარი ანუ “შაიხი” ან “მუშრიდი”, რომელიც მას ასკეტიზმისა და სულიერი ცხოვრების საიდუმლოებებს უზიარებს, ასწავლის მას ხორციელი ვნებების დაძლევას, წრთვნის მას საკუთარი ეგოს გადალახვაში, რაც მუსლიმურ ფილოსოფიაში “ალ-ჯიჰად ალ-აკბარ”-ის ტერმინით აღინიშნება (“დიდი ბრძოლა” – “პატარა ბრძოლასთან”)