უცნაური

მომავლის ავტომობილი?

addd321a525b

ჩარლზ სტივენსმა, გამომგონებელი, დამაარსებელი და ხელმძღვანელი კომპანია Laser Power Systems-ის, წარმოადგინა კონცეპტი Thorium-ი – ავტომობილის პროექტი, რომლის ძრავიც მუშაობს ატომურ ენერგიაზე.

d1fc77ccdf69

ატომურ ენერგიაზე მომუშავე ავტომობილის შექმნის იდეა ახალი არ არის. 2009 წელს Cadilac-მა წარმოადგინა კონცეპტი (იხ ფოტოზე ნახაზი), რომელიც საწვავის ნაცვლად გამოიყენებდა რადიოაქტიურ ნივთიერებას. მაგრამ ეს მხოლოდ მაკეტი იყო. არავინ არასდროს არ ცდილა რეალობაში გადმოეტანა ავტომობილთან თავსებადი ზომისა და ძალის ძრავის შექმნას, რომელიც რადიოაქტიურ ნივთიერებაზე იმუშავებდა. ჩარლზ სტივენსმა და ინჟინერთა ჯგუფმა შეძლეს შეექმნათ მსგავსი რეაქტორი. კონცეპტი Thorium იყენებს მძიმე სუსტ რადიოაქტიურ მეტალს თორიუმს. მეცნიერების აზრით ერთ გრამ თორიუმს შეუძლია შეცვალოს დაახლოებით 30 000 ლიტრი ბენზინი!

c68e713df264

თორიუმ–რეაქტორის მიერ გამოყოფილი ელექტროენერგია შეიძლება დაბრუნდეს უკან ან გამოიყენებოდეს სხვა ელექტრო ნაწილებისათვის ენერგიის მისაწოდებლად. ამერიკული კომპანია აცხადებს რომ მას 2 წლის მანძილზე ეყოლოლება ბირთვულ ძრავზე მომუშავე ავტომობილის პროტოტიპი.

75db0c27b1c4

თორიუმი ურანის მსგავსი ელემეტია და მას აქვს პონეტციალი გამოყოს დიდი რაოდენობით სითბო. ჩარლზ სტივენსის სიტყვების თანახმად, თორიუმს შეუძლია გამოყოს უფრო დიდი ენერგია, ვიდრე 28 000 ლიტრ ბენზინს. მისი აზრით 8 გრამი თორიუმი სავსებით საკმარისი იქნება იმისთვის, რომ სატრანსპორტო საშუალებას იგი ეყოს მთელი მისი „სიცოცხლის“ მანძილზე. ძრავა იწონის მხოლოდ 227 კილოს, რაც საკმაოდ მსუბუქი და კომპაქტური, რათა განთავსდეს ჩვეულებრივ ავტომობილში.

7cdba47bdb07

და ბოლოს, თუ მართლა თორიუმი გახდა მომავლის ენერგიის ძირითადი წყარო, ავსტრალია გახდება გლობალური ენერგეტიკული გიგანტი. ამარეკის გეოლოგიის სააგენტოს ინფორმაციიტ ავსტრალია ფლობს 333 690 ტონა თორიუმს, რაც მთლიანდ მსოფლიო მარაგის  ¼ – 1/6 წილს შეადგენს.

Back to top button