საკითხავისასარგებლო

ვიქტორ ცოი… მისი პოპულარობის საიდუმლო

გასული საუკინის 80–იან წლებში საოცარი პოპულარობით სარგებლობდა  მსახიობი და მუსიკოსი ვიქტორ ცოი, რომელსაც დღესაც, 20 წლის შემდგე მისი ტრაგიკული სიკვდილიდან, არ დაუკარგავს პოპულარობა.

რუსეთში, უკრაინასა და ბელორუსიაში არის ქალაქები, სადაც არსებობს ცოის კედელი. კედლებზე მისი თაყვანისმცემლები ხატავენ ცოის პორტრეტებს, წერენ ციტატებს მისი ტექსტებიდან, მღერიან მის სიმღერებს და ა.შ.

1984 წელს ლენინგრადის (პეტერბურგი) როკ–ფესტივალზე ჯგუფი „კინო“ იქცა ნამდვილ სენსაციად. მის შემადგენლობაში შედიოდნენ: ვიქტორ ცოი, გიტარისტი იური კასპარიანი, დრამერი გეორგი გურიანოვი და ბას–გიტარისტი ალექსანდრე ტიტოვი. ამ მომენტიდან ჯგუფის პოპულორობა მხოლოდ იზრდებოდა.

სიმღერის ტექსტები და მუსიკა, რომელის ავტორიც ცოი იყო, შეიძლება ითქვას სრულიად შეესაბამებოდა იმდორონდელი ახალგაზრდების უმეტესი ნაწილის ცხოვრებისეულ განწყობასა  და დამოკიდებულებას. ცოის რამდენიმე კრიტიკოსი მის შემოქმედებას საზიანოდ მიიჩნევდა მერყევი სულის მქონე ადამინებისთვის. სიმღერები თავისი ფილოსოფიით ახალგაზრდების აზროვნებაზე ახდენდა გავლენას, რომელთაც თავისი თავი გარკვეულ ასაკში ტრაგიკული ბედის მქონედ წარმოედგინათ. ამაში არის გარკვეული წილი სიმართლის, რასაც ამტკიცებს ის ფაქტი, რომ , როდესაც ცოი ტრაგიკულად დაიღუპა ავტოკატასტროფაში, რამდენიმე მოზარდმა თავი მოიკლა. ამ ახალგაზრდებისათვის ის ნამდვილად იყო „ვარსკვლავი, სახელად მზე“ (ჯგუფი „კინოს“ ალბომის დასახელება). მის სიმღერებში ახალგაზრდებს სურდათ დაენახათ თავიანთი თავი და ხედავდნენ კიდეც. შემთხვევითი არ იყო რომ იმდროინდელმა სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტმა ჯგუფი „კინო“ შეიყვანა“ „იდეოლოგიის მავნებელთა“ სიაში.

მიზეზი იმისა თუ რატომ უყვარდათ ცოი, იყო მისი აშკარად დიდი ნიჭი და გულწრფელობა. ის ისევე ცხოვრობდა, როგორც მღეროდა და ამას ახალგაზრდები გრძნობდნენ. პოპულარობის პიკზე ვიქტორ ცოიმ 1988 წელს მიაღწია, როდესაც გამოვიდა „კინოს“ ალბომი  „სისხლის ჯგუფი“ (Группа крови). აგრეთვე ამ დროს ეკრანებზე გამოვიდა ფილმა „ნემსი“ (Игла). ფილმი სწრაფად გადავიდა საბჭოთა კინოს გაყიდვებში მეორე ადგილზე, ხოლო 10 ათასობით მოზარდამ დაიწყო ისე ჩაცმა და თმის შეჭრა როგორც ცოის ქონდა.

დაბადებულმა გმირად, რომელიც მუდამ მზად იყო ბუნტისათვის, ვიქტორ ცოიმ შექმნა მაგალითი ადამიანისა, როგორიც ახალგაზრდებს უნდათ რომ იყვნენ. ამაში იმალება მისი პოპულარობის საიდუმლო…

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close