არქივი

ლევი სტრაუსი (Levi’s), ბრენდის ისტორია

89046ccb9625

ლეგენდარული ამერიკული ჯინსების კომპანია ლევი სტრაუსი (Levi Strauss) შეიქმნა 1853 წელს სან ფრანცისკოში (აშშ). ჯინსების გამოგონებას მიაკუთვნებენ სწორედ მის დამაარსებელს – ლაიბ შტრაუსს.

მის მშობლებს ჰყავდათ 7 შვილი და წარმოშობით იყვნენ ებრაელები. იმ პერიოდში გერმანიაში ებრაელების უფლებები საკმაოდ შეზღუდული იყო და ამის გამო ლაიბი 18 წლის ასაკში ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადადის ამერიკაში.

ამერიკაში ლაიბი ირქმევს თავისთვის უფრო ლამაზად ჟღერად სახელს – ლევი სტრაუსი.

როგორც ჩანს ლევის ახალგაზრდობიდანვე ჰქონდა ბიზნესის კეთების შემოქმედებითი უნარი. მას ამერიკაში მიმავალ გზაზე თან მიაქვს სხვადასხვა წვრილმანი და აფრის ნაჭრის რულონი გასაყიდად. იგი ყველაფერს, რულონის გარდა საკმაოდ სოლიდურ ფასად ყიდის გზაშივე, მოგზაურობის დროს. ნაჭრის სოლიდურ ფასად გასაყიდად, იგი მიემგზავრება კალიფორნიაში ოქროს მაძიებლებთან და სთავაზობს მათ რულონის შესყიდვას ბანაკებში კარვების დასამზადებლად. მაგრამ ჩასვლისას იგი ხვდება, რომ ოქროს მაძიებლებს უფრო მეტად სჭირდებათ მაგარი და გამძლე ნაჭრის შარვლები.

რამდენიმე დღის შემდეგ ლევი იქ მყოფ საზოგადოებას სთავაზობს თავისი აფრის ნაჭრისგან შეკერილ შარვლებს. ამბობენ, რომ ეს შარვლები იყო მისი დაპროექტებული და შეკერილი. ლევის შარვლები იყო გამძლე და გვერდის ნაკერები გამყარებული იყო ორმაგი ნაკერით. შარვლებს ჰქონდათ ბევრი ჯიბეები და ადვილად ირეცხებოდა. შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო პირველი ჯინსის შარვლები, თუმცა ისინი არ იყო ლურჯი ფერის. ამ შარვლებმა დიდი პოპულარობა მოიპოვა ოქროს მაძიებლებში.

სანამ ლევი სტრაუსი მოგზაურობს ამერიკაში, მისი სიძე (უფროსი დის ქმარი) დევიდ შტერნი (David Stern) სან ფრანცისკოში ხსნის გალანტერიის მაღაზიას, რომელიც მდებარეობს პორტთან ახლოს.

d1ced3d0211d

1950 წელს ლევი უერთდება სიძის ბიზნესს სან ფრანცისკოში. პირველივე აფრის ნაჭრისგან შეკერილი შარვლები (ჯინსები), რომელსაც ლევი და მისი სიძე უშვებს სარგებლობს უზარმაზარი პოპულარობით ფიზიკურად მომუშავე ხალხს შორის.

რულონის დამთავრების გამო, ლევი იძულებული ხდება სპეციალური ნაჭერი შეუკვეთოს მომწოდებელს საფრანგეთიდან, რომლის ფაბრიკა მდებარეობს ქალაქ Nimes – ში. ცოტა მოგვიანებით ამ ნაჭერს შეარქვეს დენიმი (denim). ამის შემდეგ დენიმისგან შეკერილი შარვლები, რომლებიც შეღებილი იყო ლურჯ და ცისფერ ფერებში ინდიგოს საღებავით, საოცრად სწრაფად იყიდება.

1853 წელს ლევი აფუძნებს კომპანიას, რომელსაც არქმევს – Levi Strauss & Co. კომპანიის პოპულარობა სწრაფად იზრდება და ფართოვდება. თავიდანვე კომპანია იქცევა წინდახედულად და აპატენტებს ყველა თავის პროდუქტს და სიახლეს.

1873 წელს ლევი სტრაუსი იღებს წერილის რინოდან ( ნევადას შტატი) მკერავისგან – ჯეიკობ დევისისგან (Jacob Davis). იგი სთავაზობს პარტნიორობას თავისი მოგონილი ტექნოლოგიის პატენტის შესყიდვასთან დაკავშირებით. ტექნოლოგიის შინაარსი მდგომარეობდა იმაში, რომ ჯიბეების კუთხეები გამყარებული ყოფილიყო მეტალის დუგმებით. ჯეიკობი იყო მკერავი და მისი კლიენტები ხშირად ჩიოდნენ, რომ შარვლების ნაკერები იხსნებოდა ჯიმეების კუთხეებში. ამიტომ იგი ამაგრებდა მათ მეტალის დუგმებით.

პარტნიორობა აღმოჩნდა საკმაოდ წარმატებული. პირველივე წელს ლევი სტრაუსი ყიდის 21 000 წყვილი ჯინსის შარვალს და ქურთუკს გაწყობილს ახალი, მოდური დუგმებით.

თავიდან ლევისთან მომუშავე მკერავები მუშაობდნენ თავიანთ სახლებში, მაგრამ 1873 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ მოთხოვნა პროდუქტზე საგრძნობლად გაიზარდა, ლევი სტრაუსის კომპანია იძულებული ხდება ყველა მკერავი შეეკრიბოს ერთად პატარა ფაბრიკაში. ფაბრიკის მმართველად ინიშნება ჯეიკობ დევისი.

e6b1af82ab73

1886 წელს იქმნება კომპანიის ლოგო. თავიდან ეს იყო ტყავის ნაჭერზე გამოსახული ორი ცხენი, რომლებიც ცდილობენ ჯინსების გაგლეჯვას. სურათზე გამოსახული იყო რეალური ექსპერიმენტი, რომელიც ჩატარებული იქნა ელმავალის მძღოლის მიერ, რომელმაც ვაგონების გადასაბმელი გაწყვეტილი ჯაჭვის მაგივრად გამოიყენა რამდენიმე ლევისის ჯინსი და მშვიდობიანად მიიყვანა ელმავალი დანიშნულების ადგილზე. ასეთი რეკლამის შემდეგ ლევისის ჯინსები მთლიანად იპყრობს ამერიკას.

1902 წლის 27 სექტემბერს 73 წლის ასაკში ლევი სტრაუსი გარდაიცვალა. მისი დაგრძალვის დღეს, სამგლოვიარო ცერემონიის პერიოდში მისდამი დიდი პატივისცემის ნიშნად დაკეტილი იყო ყველა ადგილობრივი საწარმო.

1912 წელს კომპანია ლევისი უშვებს საბავშვო კომბინიზონებს Koveralls.

1922 წელს ლევისის ჯინსები გამოდის ქამრის გასაყრელი თვლებით.

1930 – იანი წლების დეპრესია კომპანიისთვის (რაც არ უნდა გასაკვირი იყოს) საკმაოდ დიდი წარმატების მომტანი ხდება რადგან ლევისის ჯინსები ასოცირდება ველური დასავლეთის კოვბოების კულტურასთან. ვესტერნებიც რა თქმა უნდა დადებით როლს ასრულებს ლევისის ჯინსების რეკლამაში.
1936 წელს კომპანიის ლოგოს ემატება პატარა წითელი ეტიკეტი, მიკერებული მარჯვენა, უკანა ჯიბეზე.

მეორე მსოფლიო ომის პერიოდში სამხედროებთან დადებული ხელშეკრულება, ლევისს ევროპაში გასვლის საშუალებას აძლევს.

1950 წელს რეკლამის აქცენტი კომპანიის კეთდება ახალგაზრდა თაობაზე.

1954 წელს გამოდის ლევისის ჯინსები ელვის შესაკრავით (მანამდე შარვლები იკერება ღილებზე).

1960 წელს ლევისი უშვებს გახეხილ ჯინსებს.

1970 წელს კომპანია იყოფა ოთხი მიმართულებით: ქალების, ბავშვების, მამაკაცების და სპორტული.

1992 წელს კომპანია რეკლამაში დებს 230 მოლიონ დოლარს.

დღევანდელ დღეს კომპანია ლევისს გააჩნია მაღაზიათა ქსელი მთელს მსოფლიოში. იგი არის ახალგაზრდა ამერიკის, თავისუფლების და ხარისხის სიმბოლო.

წყარო:   wikipedia.org

G.Bibila

don't worry be happy : ))

მსგავსი ამბები

Back to top button