გართობა

გამოცანა თქვენთვის

ee9b394d9360

გაგეღვიძათ ერთ ოთახში, რომელსაც მხოლოდ ორი კარი აქვს (თქვენ არ გახსოვთ როგორ აღმოჩნდით აქ), თითოეულ კართან თითო კაცი დგას, ამ ორიდან ერთ-ერთი სულ ტყუილს იძახის, ხოლო მეორე ყოველთვის სიმართლეს,  როგორც ზემოთ მოგახსენეთ ოთახს აქვს ორი კარი, ერთ-ერთ კარში შესვლისას თქვენ სამშვიდობოს გახვალთ, მეორე კარში თუ შეხვალთ დაიღუპებით, თქვენ არ იცით რა თქმაუნდა რომელი კარი რომელია, არც ის იცით რომელ კართან           რომელი კაცი დგას.  თქვენი მიზანია გაიგოთ: რომელ კარებში უნდა შეხვიდეთ იმისათვის რომ გადარჩეთ. თქვენი იარაღი არის მხოლოდ და მხოლოდ თქვენივე ინტელექტი, თქვენ გაქვთ მხოლოდ ერთი კითხვის დასმის უფლება, კითხვა რასაკვირველია უნდა დაუსვათ იმ ორ კაცს რომლებიც იცავენ კარებებს (კიდევ ერთხელ შეგახსენებთ თქვენ არ იცით რომელი კაცი რომელ კარებთან იმყოფება ან თუნდაც რომელი კაცი რომელია, ანუ რომელია მატყუარა და რომელი არა) თქვენს პასუხს ველი კომენტარებში,  აბა თქვენ იცით ! ;)

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button