კულტურაუცნაური

პერუში ადამიანის ზომის ღამურა დაიჭირეს

4e57968c079c

პერუს სამხედროებმა გიგანტური ღამურა დაიჭირეს, რომლის სიგრძეც 42 სანტიმეტრია, ხოლო გაშლილი ფრთების სიგრძე 1 მეტრი და 70 სანტინტიმეტრი.ადგილობრივების თქმით ღამურა რამდენჯერმე დაესხა თავს ადამიანებს, ხოლო შინაურ ცხოველებს ის გამუდმებით ერჩოდა, რის გამოც მოსახლეობა შიშის ქვეშ იყო.

საბოლოოდ გაირკვა, რომ ეს “მონსტრი” მფრინავი მელაა (Pteropodidae), რომელიც ხელფრთიანების კლასს მიეკუთვნება და არა ფრინველად, არამედ ცხოველად ითვლება.

lis fly

ღამურებისაგან განსხვავებით, რომლებიც მთელ მსოფლიოში გვხვდებიან, მფრინავი მელა მხოლოდ აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ტროპიკულ და სუბტროპიკულ ზონებში ბინადრობს (აზია, აფრიკა, ოკეანია). დასავლეთ აფრიკაში, სამოაში ან ფილიპინებში ის არც ისე უცხოა, თუმცა საინტერესოა საიდან მოხვდა ეს გიგანტური მელა პერუს ტყეებში.

eb9a7cfb3a

რაც არ უნდა იყოს, ღამურების ადამიანებზე თავდასხმა პერუში არცისე იშვიათი მოვლენაა. 2 წლის წინ ღამურის ნაკბენისაგან 20 ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის 7 მცირეწლოვანი. მთლიანად 2010 წლის განმავლობაში პერუს მხოლოდ 2 პროვინციაში დაფიქსირდა 3500 შემთხვევა, როდესაც ღამურამ ადამიანს უკბინა.

მსგავსი ამბები

Back to top button