გართობაუცნაური

კოალა – რეიმონდი

bd000cde0962

2 თვის წინ ოქტომბერში, ავსტრალიის ქალაქ ბრისბენთან ახლოს იპოვეს “ჩვილი” კოალა.

ის იმდენად პატარა იყო, რომ თავისუფლად ეტეოდა ყავის ფინჯანში. მართალია დღეს ის ცოტა გაზრდილია, მაგრამ მაინც ძალიან პატარაა. მისმა მომვლელმა ჯულია ზაიზნევსკიმ (Julie Zyzniewski) პატარას რეიმონდი დაარქვა.

ffbadb5f4b56

როდესაც ის იპოვეს, რეიმონდი იყო ძალიან უმწეო და დაუძლურებული, როგორც ჩანდა დიდი ხანი იყო დედის გარეშე. სავარაუდოდ დედას მანქანა დაეჯახა ან დაავადებული იყო და მიატოვა შვილი. რეიმონდი იწონიდა მხოლოდ 260 გრამს და როგორც ვიქრობენ იყო დაახლოებით 2–3 თვის უჭმელი.

83430ffddb65

როგორც წესი, კოალები ასეთ პატარა ასაკში დედის გარეშე დარჩენას ძალიან განიცდიან და შეიძლება ითქვას სტრესში ვარდებიან. ის თავიდან შეთავაზებულ რძეზე უარს ამბობდა. მაგრამ, ერთხელაც ჯულის მონდომებამ შედეგი გამოიღო და პატარამ ჭამა დაიწყო.

c0ecfc107e45

შედეგად 2 კვირაში რეიმონდმა 65 გრამი მოიმატა და ის უკვე ცდილობდა თავისით ეჭამა ევკალიპტის ფოთლები. “ყველას უყვარს რეიმონდი და გული შეტკივათ მასზე, განსაკუთრებით კი პოლეტს.”–ამბობს ჯული.

39380bc693e5

პოლეტ ჯონსი ჯულის უფროსია და ისინი ერთად მუშაობენ ეკო ცენტრში “Biodiversity Assessment”. ჯულის თქმით ცენტრში ბევრი ცხოველი ყოლიათ, მაგრამ ისეთი განსაკუთრებული და მომაჯადოებელი როგორიც რეიმონდია – არა.

68e888a4c181

“ის ისეთი საყვარელი და მომაჯადოებელია, რომ მისი დანახვაც კი ყველას ღიმილს გვრის” – ესეც ჯულის სიტყვებია

მსგავსი ამბები

Back to top button