არქივი

ყველაზე ძვირადღირებული ორდენი მსოფლიოში

d2795c18333c

ჯილდოები, მედლები და ორდენები თითქმის ყველა ქვეყანასა და ყველა დროში არსებობდა. ზოგიერთი მათგანი კი არა მარტო ჯილდო იყო დამსახურებისთვის არამედ ხელოვნების ნიმუში, შედევრი. ამ პოსტში მინდა მოგითხორთ ყველაზე ძვირადღირებული ორდენის შესახებ.

მართალია ის ღვაწლი შეუფასაბელია რისთვისაც ასეთ ჯილდოებს გადაცემენ ამა თუ იმ ადამიანს, მაგრამ სამხუხაროდ თუ საბედნიეროდ, დღეს თითქმის ყველა ჯილდოს აქვს თავისი ფასი ფულში გამოხატული. ადამიანები რომლებიც დაკავებულნი არიან მსგავსი ნივთების კოლექციის შეგროვებით, მზად არიან უზარმაზარი თანხები გადაიხადონ მსგავს ორდენებსა თუ მედლებში. მაგრამ რომელია ორდენი რომელშიც ისინი მზად არიან გადაიხადონ მილიონი დოლარი ან უფრო მეტი?

ყველა დროის ყველაზე ძვირადღირებულ ორდენად ითვლება ორდენი „გამარჯვება“(ფოტოზე). ის წარმოადგენს რთულ კონსტრუქციას, რომელიც რამდენიმე ნაწილისგან შედგება, რომელთაგანაც ძირითადია რუბინის (ლალის მაგვარი ძვირფასი ქვა) ხუთქიმიანი ვარსკვლავი.  ქიმები შემოსაზღვრულია ბრილიანტებით. რუბინის ვარსკვლავში მოთავსებულია კრემილისა და ლენინის მავზოლეუმის გამოსახულება, რომელიც შესრულებულია ოქროში.

ორდენის ძირითადი ნაწილი შესრულებულია პლატინაში, აგრეთვე გამოყენებეულია ოქრო და ვერცხლი. მთლიანად ორდენი 78 გრამს იწონის ბრილიანტების გარეშე, რომელთა შორისაა: 47 გრამი პლატინა, 2 გრამი ოქრო, 19 გრამი ვერცხლი, რასაც ემატება 174 ცალი 16 კარატიანი ბრილიანტი. ასეთი რაოდენობის ძვირფასეულობა და შესრულების სინატიფე ნამდვილად ღირსია იმის რომ ეს ორდენი ვაღიაროთ საიუვილერო შემოქმედების შედევრად.

აღსანიშნავია ისიც რომ ეს ორდერი ყველაზე დიდია ყოფილი საბჭოთა კავშირის გამოცემულ ორდენებს შორის. (ვარსკვლავის მოპირდაპირე ქიმებს შორის მანძილი 72 მმ–ია.)

ამ ორდენს განსაკუთრებულს ისიც ხდის, რომ მთელი მისი ისტორიის განმავლობაში „გამარჯვებ–ით“ დააჯილდოვეს მხოლოდ 20 ადამიანი. აქედან 17 მათგანი კავალერისტებმა მიიღეს, ორი მარშლებმა (ჟუკოვი და ვასილევსკი) ხოლო მეოცე სტალინმა.

ამ მომენტისათვის თანხა რომლის გადახდისთვისაც მზად არიან მისი მყიდველები შეადგენს 16 მილიონ აშშ დოლარს. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ მათდა სამწუხაროდ ყველა ეს ორდენი მკაცრ აღრიცხვაზეა აყვანილი და ჯერ–ჯერობით არ იყიდება.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button