გართობაუცნაური

რამდენიმე საინტერესო ფაქტი ცნობილი სიმღერების შესახებ

0jiwb

პოსტში მოცემულია საინტერესო ფაქტები ცნობილ სიმღერებზე, რომლებიც შეიძლება არ იცოდეთ

1.  Queen – “The Show Must Go On”

1990 წელს ამ სიმღერის ჩაწერის დროს ფრედი მერკური უკვე იმდენად ცუდად იყო, რომ გადაადგილებასაც ძლივს ახერხებდა. ბრაიან მეიმ ჩაწერა ვოკალის პარტია მაგალითისთვის, იმღერა ის ფალცეტით (მამაკაცის მაღალი ტონალობა), მაგრამ არ გამოუვიდა, იმიტომ რომ სიმღერის ტონალობა გაცილებით მაღალი იყო მის ხმაზე. ამით შეშინებულმა ფრედის უთხრა, რომ ის ალბათ საერთოდ ვერ მოახერხებდა ემღერა. მან უპასუხა: „მე… შევძლებ ძვირფასო“ (I’ll f…ing do it, darling). ამის შემდგე დალია არაყი და იმღერა ერთი დუბლით.

 

2. Iron Maiden – “Two Minutes To Midnight”

 

6kika

 

„ორი წუთი შუაღამემდე“ – ეს მინიშნებაა ჟურნალ „მეცნიერ–ატომისტების ბიულეტინი“–ის (Bulletin of Atomic Scientists) პროექტის „განსჯის დღის საათი“ (Doomsday Clock). ეს პროექტი დაიწყო 1947 წელს პირველი ატომური ბომბის შემქმნელების მიერ. ჟურნალს გამოცემს ჩიკაგოს უნივერსიტეტი. პერიოდულად ჟურნალის გარეკანზე გამოსახულია საათი, რომლის ისრებიც ანახებენ შუაღამის დადგომას რამდენიმე წუთით ადრე. რაც უფრო ახლოსაა ისრები ზუსტად შუაღამემდე – მით უფრო მეტია საფრთხე გლობალური ბირთვული ომის. (ავტორების აზრით, რომელთა შორის მიწვეულნი არიან ექსპერტები და ნობელის 18 ლაურეატი.) დღეს საათი ანახებს 23:55 ანუ შუაღამის დადგომას ხუთი წუთი აკლია (მნიშვნელობა დადგინდა 2007 წელს). რაც შეეხება ორ წუთს, ფაქტი ერთადერთხელ იყო როცა საათი აჩვენებდა შუაღამის დადგომამდე 2 წუთს, 1953 წელს, როდესაც აშშ–მ და საბჭოთა კავშირმა გამოცადეს თერმობირთვული ბომბები. სიმღერაც სწორედ ამ ფაქტს ეძღვნება.

 

3. The Doors – “Light My Fire”

j3l38

როდესაც ჯგუფი მიწვეული იყო ედ სალივანის ცნობილ შოუში, ორგანიზატორებმა თხოვეს მათ სიმღერის დროს ამოეღოთ გამოთქმა “Girl, we couldn’t get much higher”,  რაიმე უფრო ღირსეულით. მორისონი დაპირდა რომ შეცვლიდა, მაგრამ მაინც ისე იმღერა როგორც იყო. გამოსვლის შემდეგ მან უთხრა სალივანს რომ ის ძალიან ნერვიულობდა და ამიტომაც დაავიწყდა დაპირება. ერთი კია, ამ ფაქტის შემდეგ ჯგუფი აღარასდროს მიუწვევით გადაცემაში.

 

4. Led Zeppelin – “Stairway To Heaven”

1991 წლის 23 იანვარს რადიოსადგურმა KLSK FM (ალბუკერკი, ნიუ მექსიკო) შეცვალა თავისი ფორმატი გადავიდა რა კლასიკურ როკზე. დი–ჯეი ჯონ სებასტიანმა გადაწყვიტა 24 საათის განმავლობაში გაეშვა ზეპელინების სიმღერა “Stairway To Heaven”. ის ეთერში გავიდა 200–ზე მეტჯერ, რამაც გამოიწვია უამრავი გაბრაზებული ზარი და წერილი. ორჯერ პოლიციაც მივიდა: პირველად, იმიტომ რომ, მსმენელს ეგონა დი–ჯეის ინარქტი მოუვიდა და დარეკა პოლიციაში, ხოლო მეორედ – ეგონათ, რომ ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელში რადიოსადგური, რომელებიც გამოგზავნილი იყვნენ ზეპელინის თაყვანისმცემელი სადამ ჰუსეინის მიერ (ამ დროს ახალი დასრულებული იყო ომი სპარსეთის ყურეში). ყველაზე უცნაური კი ის არის, რომ მსმენელების უმრავლესობა არ რთავდნენ რადიოს სხვა ტალღაზე, აინტერესებდათ თუ როდის დასრულდებოდა ეს.

 

5. Pink Floyd – “Another Brick In The Wall”

6k6pq

სკოლის გუნდი სიმღერისათვის ნახეს სტუდიასთან ყველაზე ახლოს მდებარე სკოლაში (ლონდოში, ისლინგტონის რაიონში). ჯგუფი შედგებოდა 13–15 წლამდე ასაკის 25 მომღერლისგან.  სიმღერა  20–ჯერ ამღერეს, რათა შექმნილიყო უფრო დიდი გუნდის შთაბეჭდილება. ხოლო მას შემდეგ რაც გამოვიდა ფირფიტა, ატყდა სკანდალი. პირველი, იმიტომ რომ. ბავშვებს არ გადაუხადეს ანაზღაურება და მეორე – სიმღერამ თემატიკიდან გამომდინარე სკოლის ხელმძღვანელობა შეაშფოთა.

 

6. The Shocking Blue – “Venus”

b4mqj

როდესაც ამ სიმღერას პირველად ასრულებდა ჯგუფის სოლისიტი მარიშკა ვერესი მან იმ მომენტისთვის არ იცოდა ინგლისური ენა. მან ტექსტი დაიზეპირა როგორც სიტყვების თანაწყობა და აქედან გაჩნდა „შისგარა“, მაშინ როდესაც ტექსტშია “she’s got it”. კიდევ ერთი სიტყვა უკავშირდება ამ ფაქტს. ის ამბობს სიტყვა “godness”, როდესაც უნდა თქვას “goddess” (ღვთიური). “godness” – მა დაიმკვიდრა ადგილი ინგლისურ სლენგში და “Urban Dictionary”–ის მიხედვით ნიშნავს „ ძალიან კარგი, უნაკლო გოგონა“

7. John Lennon – “Imagine”

ykp0b

2006 წლიდან სწორედ ამ სიმღერით აცილებენ ძველ წელს თაიმსკვერზე

მსგავსი ამბები

Back to top button