ახალი ამბებისაკითხავისასარგებლო

ინდიგო ბავშები

ბოლო 20 წელია აქტიურად შემოდის მეტყველებაში ტერმინი ,,ინდიგო-ბავშები”. უმეტესობა ამაში მოიაზრებს მაღალი ინტელექტის მქონე განსაკუთრებულ ბავშვებს. ბევრ მშობელს უნდა, მის შვილს ინდიგოს სტატუსი ქონდეს. თუმცა შეიძლება არც იცოდნენ, რომ ეს ფსიქოლოგიაში დარღვევადაა მიჩნეული.

მოდით თავიდან დავიწყოთ. ტერმინი 1982 წელს შემოიღო ვინმე ნენსი ენ ტეპმა, ექსტრასენსმა, რომელმაც ინდიგოს ფერის აურა შეუმჩნია საკმაოდ ბევრ ბავშვს. სიტყვა ინდიგო მოდის მცნარიდან, რომელსაც შეფერილობით ცისარტყელას სპექტრში უკავია ადგილი ცისფერს და იისფერს შორის. მარტივად რომ გითხრათ, ლურჯ ფერზე მაქვს საუბარი. ნიმუშს გიდებთ (ნაჭერზე დაწვეთებული ინდიგოს ექსტრაქტი):

ნენსი ენი ამტკიცებდა, რომ 10 წალმდე ბავშვების 70% და 15-დან 25 წლამდე ახალგაზრების 40%-ია ინდიგო. ინდიგო ბავშებს ახალ რასად მიიჩნევენ.

და მაინც რით განსხვავდებიან ისინი დანარჩენებისგან?

  • ასოციალურები, ჩაკეტილები, დაბალი კომუნიკაციის უნარით;
  • გამოხატული თვითპატივისცემა, ინდივიდუალიზმი;
  • დაუმორჩილებლობა აღზრდისას, ავტორიტარული რეჟიმის მიუღებლობა;
  • მაღალი ინტელექტი;
  • შემოქმედებითობა და კრეატულობა;
  • მრავალი საკითხისადმი ინტერესი. მათ შორის ერთმანეთისგან განსხავებულ სფეროებში;
  • მოუსვენრობა, ჰიპერაქტივობა, ყურადღების დეფიციტი;
  • იმპულსურობა (ადვილი ფეთქებადობა)  მიდრეკილება დეპრესიისკენ;
  • განვითარებული ინპულსურობა და მგრძნობელობა;
  • ციფრული ტექნოლოგიების ადვილად ათვისების უნარი.

მიუხედავად პოპულარობისა, მეცნიერება ამ ფენომენს არ აღიარებს. არაა საკმარისი სანდო მასალა და მტკიცებულება ინდიგო-ბავშვების ტერმინის შემოსაღებად. გარდა ამისა, ბევრი ის მახასიათებელი, რასაც ინდიგოებს მიაწერენ, დიდი ხანია ცნობილია ფსიქოლოგიაში ADHD (ყურადღების დეფიციტის და ჰიპერქტივობის სინდრომი)-ს სახელით. ჩამონათვალის კითხვისას ალბათ გაგიჩნდათ კითხვა, თუ რა განსხვავებაა ინდიგოებს და სხვა დანარჩენებს შორის. ან კიდევ იფიქრეთ, რომ თქვენი ნაცნობების უმეტესობა ინდიგო-ბავშვი გამოდის. ამჩნევთ ხომ, რომ რაღაც ვერაა ყველაფერი სწორი? დიახ, ინდიგო ბავშვების თოერია თეორიად და მასაში აკვიატებულ/მოწონებულ ფენომენად რჩება. ზოგიერთმა დიაგნოსტიკის საინტერესო ხერხიც შეიმუშავა: გამოიგონეს აურა-აპარატი, რომლით გადაღების შემდეგაც ადამიანის აურა ჩანს ფოტოზე.

ასეა თუ ისე, თუკი თქვენს შვილს შეუმჩნიეთ რაიმე განსხვავებული სხვა ბავშებისგან, ნუ იჩქარებთ დიაგნოსტიკას. თუ ეს განსხვავებულობა პრობლემად გექცევათ, მიმართეთ შესაბამის სპეციალისტს. კომპეტენტური ფსიქოლოგი აუცილებლად დაგეხმარებათ და გაპოვნინებთ ოპტიმალურ ვარიანტს ბავშვთან ურთიერთობისას, გაპოვნინებთ პრობლემის მიზეზს და მოგვარების ხერხებსაც.

პატივისცემით

ფსიქოლოგიის მაგისტრი

თიკა ევდეევი
წყარო:  http://www.facebook.com/psychea.georgia

თეგები

psychea.georgia

Master of psychology

მსგავსი ამბები

Close
Close