არქივი

პირველი McDonald’s

cbf18c48d4fb

McDonald’s – ის ქსელის (თუმცა მაშინ არანაირი ქსელი არ არსებობდა) პირველი რესტორანი გაიხსნა ჯერ კიდევ 1940 წელს სან ბერნარდინოში (კალიფორნია, აშშ).

პირველად მისმა დამაარსებლებმა – ძმებმა რიჩარდ და მორის მაკდონალდებმა, პოზიცირება მოახდინეს როგორც რესტორანი–ბარბექიუ, რომელიც გათვლილი იყო ავტომობილის მძღოლებზე. მაგრამ უკვე 1948 წელს მიხვდნენ, რომ მალე რევოლუციას ჰამბურგერები მოახდენდნენ.

e0e487d438da

ამიტომ მათ უარი თქვეს ბარბექიუს კონცეფციაზე და გადავიდნენ სტანდარტული ჰამბურგერების მენუიზე. იქ შედიოდა მხოლოდ ჰამბურგერი, ჩიფსი და ფორთოხლის წვენი. 1949 წელს კი მენიუს დაემატა კარტოფილი ფრი და კოკა–კოლა. სტანდარტულმა მენიუმ და პროდუქტს დამზადების წესმა, რომელიც შეიძლება ითქვას რომ კონვეირული იყო, თავის შედეგი გამოიღო. ერთი ჰამბურგერის ღირებულება ძმები მაკდონალდების რესტორანში 15 ცენტი იყო, 2–3–ჯერ იაფი ვიდრე კონკურენტების.

3cfc3559f200

ამერიკელი მუშები სწორედ მას ანიჭებდნენ უპირატესობას და მყიდველები მნიშვნელოვნად გააქტიურდნენ. მართალია 50–იანების დასაწყისში ძმები არც თუ პატარა შემოსავალს იღებდნენ, მაგრამ მეორე რესტორნის გახსნას ამჯობინებს ფრენჩაიზით გადაეცათ იგი სხვისთვის. ამის წყალობით 1952 წელს McDonald’s გაიხსნა ფენიქქსა (არიზონა, აშშ) და დაუნში (კალიფორნია, აშშ).

218303025ca3

გენერალური ლიზენცია ფრენჩაიზით ძმებმა 1954 წელს მიყიდეს რძის ავტომატებით მოვაჭრე რეი კრუკს. მან 1955 წელს გახსნა რესტორნის კიდევ ერთი ფილიალი დეს პლეინსში (ილინოისი, აშშ).

af47ea3c47a9

ეს რესტორანი კი რომელიც ფოტოზეა არის ყველაზე პირველი სან ბერნარდინოს McDonald’s.

033341acc899

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button