ახალი ამბებიგასართობიუცნაური

სათამაშოების ბაზრობა ნურემბერგში

Nuremberg – ნურემბერგის საშობაო ბაზრობა – გერმანია
გერმანიის ამ პატარა და ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ქალაქის ბაზრობას ყოველწლიურად დაახლოებით 2 მილიონი ადამიანი სტუმრობს თავისი პატარებით. ასზე მეტ პაწაწინა მაღაზიაში მსურველებს შეუძლიათ შეიძინონ თავიანთი შვილებისათვის ნაირ-ნაირი სათამაშოები. აქვე გახსნილია კაფეებიც, სადაც ადგილობრივი სამზარეულოს კერძებს სთავაზობენ: დაბრაწულ ნურენბერგულ კუპატებს, შესუნელებულ ცხელ ღვინოს და რასაკვირველია ნაძვის ხის საჭმელ თუ არასაჭმელ სათამაშოებსა და მოართავებს. ბაზრობის მთავარი „უცნაურობა“ კი შავი ქლიავის ჩირისგან დამზადებული ადამიანის პაწაწინა ფიგურები გახლავთ.


რა ჯობია მოგზაურობას. მთლად გადასარევია მოგზაურობა საზღვარგარეთ და ეს მოგზაურობა თუ წინასაახალწლო პერიოდსაც დაემთხვა,ვდაუვიწყარია საშობაოდ მორთულ-მოკაზმული ევროპა, მაგრამ კიდევ უკეთესია თავბრუდამხვევი სადღესასწაულო შოპინგისა და ნაირფრად განათებული ქალაქების გარდა საშობაო ბაზრობებსა და ფესტივალები…

ნურემბერგში – წელიწადში ორჯერ იმართება საშობაო და სააღდგომო ბაზრობა. აქ გასაყიდად გამოფენილია ხელნაკეთი სათამაშოები, თოჯინები, სუვენირები და ა. შ.. მყუდრო, ოჯახურ, მეგობრულ გარემოში შეგიძლიათ მიირთვათ მშობლების მიერ მომზადებული ტკბილეული და ჩაი. ბაზრობის მოწყობა, ერთი მხრივ, მნიშვნელოვანია იმით, რომ აქ ხდება საბავშვო ბაღის, როგორც თემის და მთლიანი სოციალური ორგანიზმის წარმოდგენა, გაერთიანება. მეორე მხრივ, ბაზრობიდან მიღებული შემოსავალი ხმარდება წინასწარ დაგეგმილი საქმიანობის განხორციელებას.

საინტერესოა ხისგან და კვერცხი ნაჭუჭისგან დამზადებული ნაძვის ხის სათამაშოები და ეს ყველაფერია გერმანისს ქალაქ ნურემბერგში… 












blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close