არქივი
დეკემბრის თვე
დეკემბერი (ლათ. December) არის გრიგორიანული კალენდრის მეთორმეტე და უკანასკნელი თვე. დეკემბერში 31 დღეა.
სახელი ეწოდა იმ ფაქტის გამო, რომ იგი იყო მეათე თვე რომაული კალენდრისა (ლათინურად decem — ათი), როდესაც წელი იწყებოდა მარტში. ქართული წარმართული კალენდრით — ტირისდენი, ქრისტიანობიდან მომდინარე ხალხური სახელწოდება —ქრისტეშობისთვე.
დეკემბერი არის ზამთრის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზაფხულისა — სამხრეთ ნახევარსფეროში. მზებუდობის ერთ-ერთი დღე დეკემბერზე მოდის.
დეკემბრის ზოდიაქოს ნიშნებია მშვილდოსანი და თხის რქა.
დეკემბერი ყოველთვის იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც სექტემბერი.
დეკემბრის მოვლენები
- 1066 : უილიამ დამპყრობელი ოფიციალურად გახდა ინგლისის მეფე
- 1240 : ბათუ ყაენი იღებს კიევს.
- 1621 : გალილეო გალილეიმ გამოიგონა ტელესკოპი
- 1895 : პარიზში ჩატარდა პირველი კინოჩვენება
- 1901 : ნობელის პრემიის მინიჭების პირველი ცერემონია ჩატარდა
- 1902 : ატლანტიკის ოკეანეზე პირველი სატელეფონო კაბელი გაიყვანეს
- 1903 : თვითმფრინავის პირველი გაფრენა
- 1922 : ჩამოყალიბდა სამხრეთ კავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკა.
- 1941 : აშშ ებმევა მეორე მსოფლიო ომში. იმავე წელს, გერმანულ საკონცენტრაციო ბანაკებსი დაიწყო გაზის კამერების გამოყეება.
- 1961 : იერუსალიმში გაასამართლეს ადოლფ ეიხმანი
- 1979 : სსრკ-ს ჯარები შეიჭრნენ ავღანეთში
- 1989 : რუმინელებმა სიკვდილით დასაჯეს ყოფილი დიქტატორი ნიკოლაე ჩაუშესკუ
- 1991 : სსრკ ოფიციალურად დაიშალა
17 დეკემბერი არის გრიგორიანული კალენდრის 351-ე დღე (ნაკიან წლებში – 352-ე დღე). ახალ წლამდე დარჩენილია 14 დღე.
დღის მოვლენები
- 546 : გოთური ომები (535-552) – ოსტგუთები მეფე ტოტილას მეთაურობით რომს იღებენ ბიზანტიელი გარნიზონის მოქრთამვით.
- 1637 : შიმაბარას აჯანყება – იაპონელი გლეხები ამაკუსა შიროს მეთაურობით მაცუკურა შიგეჰარუს წინააღმდეგ მხედრდებიან.
- 1718 : დიდი ბრიტანეთი ესპანეთს ომს უცხადებს.
- 1903 : ძმებმა ვრაიტებმა პირველი ფრენა განახორციელეს მოტორიზებული საჰაერო აპარატით.
- 1926 : საბჭოთა კავშირში მოსახლეობის პირველი საყოველთაო აღწერა ჩატარდა.
- 1989 : სიმპსონების პირველი ეპიზოდი გავიდა ეთერში ფოქსის ტელეარხზე.
- 2003 : ბეჭდების მბრძანებელი: მეფის დაბრუნება გამოდის მსოფლიო კინოეკრანებზე.
- 2009 :
- აფეთქებამ საიან-შუშენსკოეს ჰიდროელექტროსადგურზე ათობით ადამიანი იმსხვერპლა და აღმოსავლეთ ციმბირის ქალაქებში ელექტროენერგიის მიწოდების შეფერხება გამოიწვია.
- ბერლინში ათლეტიზმის მსოფლიო ჩემპიონატზე იამაიკელი მორბენალი უსაინ ბოლტი 100 მ სპრინტში 9,58 წამით ახალ მსოფლიო რეკორდს ამყარებს.
- აღმოაჩინეს მზის სისტემის გარეთა ზედედამიწა GJ 1214 b, რომელიც პლანეტური მასითა და რადიუსით პლანეტა-ოკეანის მსგავსი უნდა იყოს.
- 2011 :
- ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ირი გარდაიცვალა.
- ტროპიკულმა შტორმმა ვაშიმ ფილიპინებზე 400 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.
- 75 წლის ასაკში ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი ვაცლავ ჰაველი გარდაიცვალა.
- ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ირის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის ლიდერის თანამდებობა კიმ ჩენ ინმა დაიკავა.
ამ დღეს დაბადებულნი
- 1749 : ჩიმოზა, დომენიკო – იტალიელი კომპოზიტორი
- 1830 : გონკური, ჟულ დე – ფრანგი მწერალი
- 1842 : ლავისი, ერნესტ – ფრანგი ისტორიკოსი
- 1924 : კობერიძე, ოთარ – ქართველი კინომსახიობი
- 1949 : როჯერსი, პოლ – ბრიტანელი მომღერალი
- 1956 : მილსი, მაიკ – ამერიკელი მუსიკოსი (ჯგუფი R.E.M)
- 1971 : კოკოშკოვი, იგორ – სერბი კალათბურთის მწვრთნელი
- 1975 : იოვოვიჩი, მილა – წარმოშობით უკრაინელი ამერიკელი მოდელი და მსახიობი
ამ დღეს გარდაცვლილნი
- 1187 : გრიგოლ VIII – რომის პაპი
- 1237 : ჯალალედინ რუმი – სპარსულენოვანი პოეტი
- 1763 : კრისტიანი, ფრიდრიხ – საქსონიის კურფურსტი
- 1830 : ბოლივარი, სიმონ – ლათინურ ამერიკული ქვეყნების დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი
- 1857 : ბოფორტი, ფრენსის – ინგლისელი მეზღვაური
- 1907 : კელვინი, უილიამ – ინგლისელი ფიზიკოსი
- 1933 : ტხუფტენ გიაცო – XIII დალაი ლამა
- 1987 : რაიკინი, არკადი – რუსი მსახიობი
- 2011 : სეზარია ევორა — კაბო-ვერდელი მომღერალი
- 2011 : კიმ ჩენ ირი — ჩრდილოეთ კორეის მეთაური
- 2011 : ვაცლავ ჰაველი — ჩეხეთის ყოფილი პრეზიდენტი
დღესასწაულები
- მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმინდანების ხსენების დღეს:
-
- წმინდა ბარბარე – ბარბარობა
- იოანე დამასკელი
- იოანე პოლივოტელი
წყარო: http://ka.wikipedia.org