საკითხავისასარგებლო

ლიდერთა ფსიქოლოგია

ემოციური ინტელექტი,  ანუ  რა ქმნის ნამდვილ ლიდერს 

არაერთი სტატია, მეცნიერული კვლევა და წიგნი დაწერილა იმაზე, თუ რა თვისებები უნდა გააჩნდეს ნამდვილ ლიდერს, როგორ ადამიანებს შეუძლიათ მიაღწიონ წარმატებას და რომელი მიდგომა უფრო სწორია, რომ ლიდერებად იბადებიან თუ ლიდერები ხდებიან.

იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი ლიტერატურა მრავლად არსებობს ბუნებაში, ფაქტია, რომ უნივერსალური არცერთი მათგანი არ არის. მენეჯმენტის შემსწავლელთა უმეტესობას, თუნდაც ამ სფეროში წამყვან მეცნიერებსა და მწერლებს ჯერ არ დაუდგენიათ ის უნივერსალური თვისებები, რომელიც ადამიანს უნდა ჰქონდეს რომ წარმატებულ ლიდერად ჩამოყალიბდეს. ყოველივე მათგან თვისებათა და გარემოებათა გარკვეულ კრებულს გვთავაზობს, თუმცა ეს სია ყოველთვის განახლებადია. ლიდერების ბიოგრაფიებიდან გამომდინარე, თუ მეცნიერები ფიქრობენ რომ ზუსტად ამოხსნეს ესა თუ ის თავსატეხი, აუცილებლად გამოჩნდება ჰორიზონტზე  ბრწყინვალე მენეჯერი, რომელიც ყველა მოცემულ გაიდლაინს არღვევს და არნახულ წარმატებას თავისი, უნიკალური გზით აღწევს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველი წარმატების ისტორია უნიკალურია თავის მხრივ და განსაკუთრებული გარემოებების პირობებში იქმნება, მათი გამაერთიანებელი ბმულების ხაზგასმა მაინც შესაძლებელია. ბიზნეს-გამოცემა „Harvard Business Review” ძალიან მოკლედ და ლაკონურად აყალიბებს ლიდერისათვის საჭირო თვისებებს ერთ-ერთ სტატიაში. იმისათვის, რომ ნებისმიერი ადამიანი წარმატებული იყოს აუცილებელია ინტელექტი, მიზანმიმართულობა, სწორი ხედვა და სიმტკიცე.

ინტელექტი და გარკვეულწილად განათლება რომ წარმატების მისაღწევად აუცილებელია ალბათ მარტივ ჭშმარიტებად შეიძლება მოეჩვენოს ყველას და ბევრ შემთხვევაში ეს ასეც არის, თუმცა მენეჯმენტის ისტორია ასევე იცნობს ნაკლებად განათლებულ ლიდერებსაც. ამას მენეჯმენტის მეცნიერება ხსნის როგორც ემოციური ინტელექტით მიღწეულ წარმატებას. „ემოციური ინტელექტი“ ოცდამეერთე საუკუნის დასაწყისში გახდა პოპულარული იმავე „Harvard Business Review”-ში გამოქვეყნებული სტატიის შემდეგ, რომლის ავტორიც დანიელ გოლმანი იყო. ამ სტატიის მიხედვით (გოლმანმა წიგნიც გამოსცა იმავე სახელწოდებით „ემოციური ინტელექტი“), იმისათვის რომ ლიდერი იყო ზემოთ ჩამოთვლილი კრებული აუცილებელია, თუმცა არ არის საკმარისი. შესაძლებელია ადამიანი იყოს განათლებული, ინტელექტუალური, ადვილად აკავშირებდეს მოვლენებს ერთმანეთთან, ხედავდეს გამოსავლს რთული სიტუაციებიდან, ფიქრობდეს სტრატეგიულად, იყოს მიზანმიმართული და მტკიცე თავის გადაწყვეტილებებში, მაგრამ მაინც ვერ მიაღწიოს იმ წარმატებას, რასაც სხვები აღწევენ მათზე უფრო სწრაფადაც და უფრო დიდ მასშტაბებზე. ყოფილა შემთხვევები როდესაც კარგი მუშაკები, რომელთაც ჰქონდათ ლიდერისთვის საჭირო ყველა თვისება დაწინაურებულან მმართველ პოზიციებზე, მხოლოდ იმიტომ რომ რამდენიმე თვეში კარიერა დაესრულებინათ ცუდად შესრულებული სამუშაოს გამო, როდესაც ისინი, რომელთაგანაც ნაკლებად მოელოდნენ რაიმე თვალნათელ პრგრესს, პირიქით წინ გაჭრილან კარიერულ კიბეზე.

გოლმანის მიხედვით ნამდვილ ლიდერს კიდევ რამდენიმე თვისება გამოეკვეთება ემოციური ინტელექტის განხრით.

1.,, შეიცან თავი შენი  ”

ნამდვილი ლიდერები კარგად იცნობენ საკუთარ თავსა და შესაძლებლობებს. ზუსტად იციან როგორ ეცვლებათ ხასიათი, რას უნდა ელოდნენ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთარი ღვისაგან და აანალიზებდნენ რა არის მათთვის მთვარი მოტივატორი. ასევე, კარგად ესმოდეთ რა გავლენას ახდენენ ისინი გარშემომყოფებზე.

როგორც წესი, ადამიანი, რომელსაც კარგად აქვს გათვისებული საკუთარი პლუსები და მინუსები და სწორად აფასებს თავის შესაძლებლობებს, მეტად არის დარწმუნებული თავის თავში, ზუსტად შეუძლია განსაზღვროს რა არის მისთვის შესაძლებელი და რა არა და აქვს შესაძლებლობა იუმორით შეხედოს რიგ საკითხებს. ეს მათ წარმატების მიღწევაში და სწორი კურსის დაჭერაში ეხმარება. აქედან გამომდინარე, წარმატების მიღწევის შანსიც მატულობს.

2.,, არ იყო სურვილების მონა ”

გოლმანის ლიდერის ერთერთი დამახასიათებელი თვისებაა ადამიანს შეეძლოს რაციონალურად განსაჯოს და არ იყოს ემოციებს დაქვემდებარებული, შეეძლოს გააზრებული ნაბიჯების გადადგმა და ფიქრი, ვიდრე რაიმეს მოიმოქმედებდეს. ის არ უნდა ემორჩილებოდეს ემოციებს და ცივ გონებაზე უნედა იღებდეს გადაწყვეტილებას.

შედეგად ვიღებთ მენეჯერს, რომელიც გააზრებულ გადაწყვეტილებას იღებს საკუთარი შესაძლებლობების სრულად გაანალიზების შემდეგ, ცივ გონებაზე და არა ემოციურ ფონზე. ასეთი მენეჯერი უფრო სანდო ხდება შემდგომ, როგორც შიდა ურთიერთობებში – ორგანიზაციაში, ასევე კლიენტებთან და კონტრაქტორებთან. ასევე, მსგავსი ადამიანები ბევრად უფრო გახსნილნი არიან და მზად არიან ახალი იდეებისა და ორიგინალური გადაწყვეტილებების მისაღებად, რადგან მათ შეუძლიათ ცივ გონებაზე ანალიზის საფუძველზე კარგად დაინახონ პოტენციალი ამა თუ იმ წამოწყებაში, გაანალიზონ მასთან ასოცირებული რისკები და სწორად განსაზღვრონ სამომავლო კურსი.

3. ,,მოტივაცია’’

მოტივაციის არსებობა ნებისმიერი წარმატებული კარიერისტისათვის აუცილებელი პირობაა. ლიდერების შემთხვევაში მოტივაცია თითქმის არასდროს არ განისაზღვრება მატერიალური კეთილდღეობის მხრივ. რა თქმა უნდა, მაღალი შემოსავლები და სტატუსი საზოგადოებაში ერთერთი შემადგენელი ნაწილია იმ სიკეთისა რაც წარმატებას მოსდევს, თუმცა ნამდვილი ლიდერისათვის მოტივაცია სხვა მხრივ წარმოიშობა. ეს, როგორც წესი, გამოიხატება იმ საქმის სიყვარულში, რომელსაც ის აკეთებს, სურვილში გამოძებნოს ახალი და გაუმჯობესებული გზები გარკვეული ამოცანების ამოხსნისას, დაანგრიოს აქამდე არსბეული სტერეოტიპები, ა.შ.

ლიდერებს, რომელთაც აქვთ ძლიერი მამოძრავებელი ემოცია წარმატებისკენ, ოპტიმიზმი დაყოველთვის სჯერათ, რომ რადაც არ უდნა დაუჯდეთ მიზანს მიაღწევენ, როგორც წესი საბოლოოდ უფასდებათ მათი ერთგულება დასახული მიზნისადმი და აღწევენ იმას, რისიც სჯეროდათ თავიდანვე, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ მათ არ შეუძლიათ იყვნენ მოქნილები სიტუაციასთან და ახალ შესაძლებლობებთან დაკავშირებით.

ძლიერი მოტივაციის მქონდე ადამიანები არც დამარცხებას უშინდებიან და ჯიუტად აგრძელებენ სვლას დასახული მიზნისაკენ. ესეც წარმატებული ლიდერის ერთერთი გამორჩეული თვისებაა, ადგეს იმდენჯერ, რამდენჯერაც წაიქცევა და საბოლოოდ მყარად დადგება ფეხზე.

4. ,,შესაძლებლობა, გაუგო სხვებს“

გარდა იმისა, რომ ლიდერს კარგად უნდა ესმოდეს საკუთრი შესაძლებლობები და ემოციური ბექგრაუნდი, აუცილებელი პირობაა კარგად ჰქონდეს გათავისებული სხვა ადამიანების ემოციებიც. შეეძლოს გაიგოს რას გრძნობენ ადამიანები და მათ  ადგილზე შეძლოს თავის წარმოდგენა. ეს აუცილებელია როდესაც ადამიანი რაღაცაზე მუშაობს, არ შემოიფარგლოს საკუთრი თავით და გაითავისოს თუ როგორ შეხვდება მის გადაწყვეტილებასა თუ მის მიერ დაწყებულ პროექტს მისი გარშემომყოფი საზოგადოება.

ეს თვისება განსაკუთრებით აუცილებელია, როდესაც სერვისის ინდუსტრიას ეხება საქმე და ეხმარება ლიდერებს გრძელვადიანი, ღირებული ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, როგორც დასაქმებულ გუნდთან ასევე არსებულ და მომავალ კლიენტებთან.

5.,, სოციალიზაცია“

გოლმანი ბოლოს სოციალურ უნარ-ჩვევებზეც ამახვილებს ყურადღებას. ნადმვილი ლიდერი უნდა ხიბლავდეს გარშემომყოფთ და შეეძლოს ადვილად შევიდეს კონტაქტში ახალ თუ ძველ ნაცნობებთან. არსებული და შეძენილი კონტაქტები აუცილებელი პირობაა შემდგომ წარმატების მიღწევაში. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ადამიანი უნიკალურია და საკუთარი ღირებულება გააჩნია, ნამდვილი ლიდერი, რომელიც რესურსების არსებობას კარგად აანალიზებს, ხვდება, რომ ადამიანური რესურსი, იქნება ეს მასთან დასაქმებული თუ მისი სოციალური წრის წევრი, აუცილებელია იმისათვის, რომ მომავალში კარგად წარმართო საქმე.

შესაძლებლობა კარგი ურთიერთობების აწყობა გამოუვიდეს გარშემომყოფებთან ლიდერს აძლევს საშუალებას ბევრი ახალი რამე გაიგოს, რაც საბოლოოდ შესაძლოა შთაგონების წყაროც გახდეს და ასევე საჭიროების შემთხვევაში ნაცნობების საშუალებით ადვილად მიაღწიოს იმას, რასაც სხვები ბევრად მეტ ხანს და რესურსებს მოანდომებდნენ.

ემოციური ინტელექტი (EQ) ორგანიზაციებისათვის ახალი ხილია, ამიტომ ახალი კან დიადტების გმაოცდა ამ მხრივ არც ისე გავრცელებულია კომპანიებში, გარდა დიდი კომპანიებისა, რომელთაც დიდი HR დეპარტამენტები ჰყავს, მაგრამ თანდათან მკვიდრდება პრაქტიკაში.

ის ხუთი თვისება რომლის შეჯამებასაც გოლმანი აკეთებს, საბოლოოდ ნამდვილად იძლევა ძლიერი, წარმატებული ლიდერის სახეს და ხაზს უსვამს მის ნიშან-თვისებებს, თუმცა, როგორც ყველგან აქაც არის გამონაკლისები და გამონაკლისები უმეტესწილად მოქმედებს, როდესაც ხდება გარემო პირობების ისეთი თანხვედრა, რომ უნიკალური თვისებების ადამიანები ახერხებენ მათზე მორგებას და წარმატებულები ხდებიან.

ორი მთვარი თვისება რაც, ჩემი აზრით, ლიდერს უნდა გააჩნდეს არის გახსნილი გონება და მოქნილობა შეეთავსოს გარემოს და შეძლოს მისი საუკეთესოთ გამოყენება დასახული მიზნის მისაღწევად. დასახული მიზანი კი ძლიერი მოტივატორი უნდა იყოს მისთვის, რომ ის ბოლომდე დაიხარჯოს და არცერთი შესაზლებლობა არ გამორჩეს მხედველობიდან. მრავალი მაგალითიდან გამომდინარე, სწორედ ისეთი ადამიანები არიან ყველაზე წარმატებულნი, რომელთაც შეძლეს არსებულ სიტუაციაზე მორგება და კარგად გამოიყენეს არსებული შესაძლებლობები. შესაზლებლობები კი ყოველთვის არსებობს, აუცილებელია მხოლოდ მათი სწორი კუთხით დანახვა და შემდეგ დასახული მიზნისაკენ სწრაფვა.

ნოდარ ლაცაბიძე

თეგები

otoxtora

mkitxe da getyvi:))

მსგავსი ამბები

Close
Close