კულტურა

ვარეზების პრობლემა საქართველოში

ეს საკითხი ფრიად აქტუალურია რამდენიმე წელია და ბოლო დროს უფრო დადგა დღის წესრიგში. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ვარეზი ნიშნავს, რომ ის უკვე არალეგალურია და არავის წინაშე არ აქვს პასუხისმგებლობა. რასაც უნდა მოიპარავს ინტერნეტიდან და დადებს თავის საიტზე. 

მიუხედავად ამისა მთლად არც მასეა საქმე. დარწმუნებული ვარ ამ ბლოგზე ბევრი ვარეზის ადმინი, მოდერატორი, აპლოადერი ან უბრალოდ იუზერი შემოდის და უბრალოდ მინდა მივცე 1 რჩევა. უცხოური ფაილების კოპირებისას არავინ გიჩივლებთ ან მოგწერთ “თხოვნით”, რომ წაშალოთ ფაილები, მაგრამ როცა საქმე ეხება ქართულ “ნაწარმს” პროგრამებს, თამაშებს და ამ შემთხვევაში ფილმს, ნეტავ რთულია, რომ თუნდაც ელემენტარულად ავტორის ვინაობა მიუთითოთ?

მეორე მომენტია ვარეზების “ადმინების” განათლების/ინტელექტის/წლოვანების/და ა.შ. საკითხი. თუ უყურებთ ვიდეოს მიხვდებით რასაც ვგულისხმობ.

სამწუხაროდ არ ვიცი სასამართლოს გადაწყვეტილება (წესით უნდა ყოფილიყო, რადგან რამდენიმე თვის ამბავია). თუ ვინმემ იცით რა მოხდა, იქნებ კომენტარებში დაწეროთ.

PS. მე პირადად რა თქმა უნდა არ ვარ ვარეზების წინააღმდეგი. პირიქით, ვფიქრობ, რომ ვარეზები ძალიან დიდ როლს თამაშობენ ქვეყნის განვითარებაში და უდიდესი სარგებელი მოაქვთ. (ცნობილი ტორენტ ტრეკერი piratbay.org-ი იჰოსტებოდა შვეიცარიის შინაგან საქმეთა სამინისტროს სერვერიდან, რადგან შვეიცარია ფიქრობდა, რომ ვარეზი ხელს უწყობდა ქვეყნის განვითარებას და მართლებიც იყვნენ) მაგრამ მიუხედავად ამისა ისედაც გაჭირვებულ ქართულ “ნაწარმს” ნუ გააუბედურებთ საერთოდ…

BakoLine

In the end, it's not going to matter how many breaths you took, but how many moments took your breath away...

მსგავსი ამბები

Back to top button