გასართობისურათებიუცნაური

როგორ იჭერენ აფრიკელები პითონებს


აფრიკელები როგორ ნადირობენ პითონზე? ერთი შეხედვით, სულელური იდეა, მაგრამ ფაქტიურად უკვე წარმოადგენს დადგენილ, განსაზღვრულ წესს და ნორმალური რუტინაა ამ ხალხისთვის…
ნადირობის სტრატეგია საკმაოდ მარტივია- მონადირე გზის განათებისათვის შეიარაღებულია ერთი ფაკელით ან სანათით და შედის პითონის ბუნაგში და მერე რაც ხდება, ნახეთ თქვენ თვითონ…


სახელი პითონი ბერძნული წარმოშობისაა. ასე ერქვა უზარმაზარ გველს, რომელიც ბერძნული მითოლოგიის თანახმად ღმერთმა აპოლონმა მოკლა.
პითონები — გველების ქვეოჯახი მახრჩობელასებრთა ოჯახისაა და გავრცელებულია აღმოსავლეთ , ნაწილობრივ, დასავლეთ (ცენტრალური ამერიკა) ნახევარსფეროებში, უფრო მეტად გავრცელებულია აფრიკაში, მალაის არქიპელაგზე, ახალ გვინეაში და ავსტრალიაში. ზედა ტუჩზე აღენიშნებათ 2-4 ღრმული, რაც თერმორეცეპტორს წარმოადგენს. იკვებებიან ძირითადად ხერხემლიანებით, რომლებსაც სხეულის რგონებით გუდავენ. პითონები კვერცხმდებლებია. მათი დამახასიათებელი თვისებაა – ინკუბაცია. დედალი დებს 100-ზე მეტ კვერცხს , რომლებსაც შემოეხვევა სხეულით 3-4 რგოლად და წარმოქმნის ცოცხალ კონუსს. ამ დროის მანძილზე მდედრი იცავს კვერცხებს მტაცებლებისაგან. ინკუბაცია გრძელდება თვე ნახევარი და ამ პერიოდში მდედრი თითქმის არაფერს არ ჭამს.


პითონის სახეობათა შორის ტანად ყველაზე პატარაა სამეფო პითონი (1,5 მ.), ყველაზე დიდი კი ბადისებრი პითონი (Python reticulatus – 10 მ-მდე), რომელიც ფართოდაა გავრცელებული სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში და იკვებება უმთავრესად ანტილოპებით, ახალგაზრდა ირმებით და გოჭებით. ცნობილია ადამიანებზე პითონების თავდასხმის ცალკეული შემთხვევები. ამ მხრივ ყურადღებას იქცევს ბადებრივი პითონი, იგი 10 მეტრამდე იზრდება,; პითონები ტყვეობაში ცოცხლობენ 25 წლამდე ; ზოგიერთი პითონის ხორცი იჭმევა, იყენებენ მათ ტყავსაც.








ეს ორ თავიანი პითონი მართლაც და სასწაულია ბუნების…
სამეფო პითონი ორი თავით, სახელად რეჯიუსია (Regius). დაიბადა ორი თავით გერმანიის ქალაქ ვილინგენ–შვენინგენში. მისი პატრონი სტეფენ ბრუკჰაიმერი, რომელიც უხსენებლების მომრავლბითაა დაკავებული აცხადებს, რომ პითონი დაახლოვებით 1 წლისაა და მისი სიგრძე უკვე ნახევარ მეტრს შეადგენს.
ასეთი სახეობის პითონი იზრდება 3 მეტრამდე.

ნახეთ ვიდეო ბადისებრი პითონის, თუ როგორ აცლიან ტყავს, მისი ტყავი ხომ ძვირადღირებული “სიამოვმნებაა” ელიტაში…

ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ მსოფლიოში ყველაზე გრძელ გველს, რომელიც შესულია გინესის რეკორდების წიგნის ჩანაწერებში. ასევე ნახავთ, თუ როგორ გადასანსლავს პითონი დიდ ცხვარს : :)

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Close
Close