ახალი ამბებივიდეოებიკრეატივისაკითხავიუცნაური

სანტა წესრიგის სადარაჯოზე

კანადის ქალაქ აბოტსფორდის პოლიციამ დანაშაულის დონის შესამცირებლად ახალი გზა გამონახა, მათ დახმარებისთვის სანტა კლაუსს მიმართეს

კანონის დამცველებმა ყოფილ პატიმრებს, რომლებიც აღრიცხვაზე არიან, დაუგზავნეს საახალწლო ბარათები, რომლებზეც გამოსახულია შეიარაღებული სანტა კლაუსი. ბარათს ასევე თან ახლავს წარწერა: “რომელ სიაში მოხვდები შემდეგ წელს?”

ქალაქის მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ ეს ფულის ფუჭი ხარჯვაა და უკეთესი იქნებოდა ეს სახსრები სხვა რამეზე დახარჯულიყო. მეორე ნაწილი მიიჩნევს, რომ პოლიციამ ძალიან კრეატიული და დაბალბიუჯეტიანი გზა გამონახა დანაშაულთან საბრძოლველად.

მშობლების უმეტესობა შეშფოთებულია, რადგან შეიარაღებული სანტას დანახვისას ბავშვებს შეიძლება არასწორი ასოციაციები გაუჩნდეთ.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close