ალისა წყალქვეშა ქვეყანაში
ელენა კალისი მოსკოვიდანაა, მაგრამ მრავალი წლის განმავლობაში ის და მისი ოჯახი ცხოვრობს ბაჰამის (Bahamas) კუნძულებზე. ატლანტიკის ოკეანის სიახლოვემ გააღვიძა მასში წყალქვეშა ფოტოგრაფიით დაკავების სურვილი.
გადაღების ეს სახეობა ითვლება ერთ – ერთ ყველაზე რთულ სახეობად ფოტოგრაფიაში, ხოლო პოზირება აკვალანგის გარეშე წყლის ქვეშ- ეს ძირითადი სირთულეა…
ელენა კალისი არის ავტორი ცნობილი სერიის ფოტომასალის „ ალისა წყალქვეშა ქვეყანაში“ (Alice in Waterland). ალისას მაგივრად გამოვიდა ელენას ქალიშვილი…
სურათები გამოვიდა ძალიან ფერადი, მიუხედავად იმისა, რომ წყალი ამქრალებს და აბინდებს ფერებს; ფოტოსურათები გამსჭვალულია სიურრეალისტური სულით, რომელიც სავსებით შეესაბამება ლუის ქეროლის (Lewis Carroll) ზღაპრის ფანტასტიკურ სამყაროს.
ელენეს სურათების უმეტესობაში იგრძნობა ეს მიმდინარეობა და თვით ტერმინი სიურრეალიზმი სიტყვასიტყვით “ზერეალობას” ნიშნავს ფრანგულ ენაზე და ეკუთვნის გიიომ აპოლინერს. სწორედ მის პატივსაცემად აიღეს ეს ტერმინი ანდრე ბრეტონმა და ფილიპ სუპომ.
სიურრეალიზმი ეს არის მიმდინარეობა ლიტერატურასა და ხელოვნებაში XX საუკუნეებში. სიურრეალისტების მიზანია ფარდა ახადონ ქვეცნობიერს, სიღრმისეულად გამოიკვლიონ სამყარო.
სიურრეალისტების მიზანია იმ ჭეშმარიტი ცხოვრების გამოხატვა, რომელიც არც რეალობაში, არც იდეალობაში, არამედ არაცნობიერში მდებარეობს. უნდა მოვხსნათ ძიების პროცესში გონების, ლოგიკისა თუ მორალის მხრივ ყოველგვარი კონტროლი. ხშირად მიმართავენ სიზმრებს, მითიურ ელემენტებს, შეშლილობას, იუმორსა და ირონიას, რაც არაცნობიერის შეცნობაში ეხმარება ადამიანს.
სიურრეალიზმისთვის ხელოვნება თავისთავადი მიზანი არაა, ის არის ადამიანის გათავისუფლების საშუალება. იგი უარყოფს ტრადიციულ ხელოვნებას, ყოველივე ჩვეულებრივს, არსებულს. ისინი უარს ამბობენ რაიმე სკოლის შექმნაზე, რადგან არ სურთ ერთ რომელიმე დოქტრინაში ჩაიკეტონ.
და ელენეც მომხრეა ამ მიმდინარეობის,– „ზერეალობის“