გასართობისაკითხავისასარგებლოსურათები

ბობ მარლი (Bob marley)

ნესტა რობერტ ბობ მარლი იხილეთ მეტი ინფორმაცია სრულიადში ამ ადამიანის შესახებ

ბობი დაიბადა სოფელში Nine MilE-ში, იამაიკაში, მისი მამა იყო ნორვალ მარლი, იგი თეთრკანიანი იამაიკელი იყო, რომელიც ინგლისური წარმოშობის იყო.დედა იყო სედელა ბუკერი აფრო-იამაიკელი, რომელიც 18 წლის იყო როდესაც ნორვალ მარლი გაიცნო. ნორვალი იშვიათად ნახულობდა ცოლ-შვილს რადგან ძირითადად ზღვაში იყო გასული სამუშაოდ, თუმცა ფინანსურად ეხმარებოდა. როდესაც ბობი 10 წლის იყო მისი მამა 60 წლის ასაკში გარდაიცვალა ეს მოხდა 1955 წელს… ბობს ხშირად ეკითხებოდნენ მისი რასობრივი წარმომავლობის შესახებ მისი პასუხი კი მუდამ ერთი იყო რომ მისთვის ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა და იგი მხოლოდ ღმერთს ეკუთვნოდა.

1963 წელს ბობმა, ბანიმ, პიტერმა, ბევერლი კელსომ, ჩერი სმითმა და ჯუნიორ ბრეითვეიტმა ჩამოაყალიბეს ჯგუფი The Teenagers, რომელიც სკასა და როკსტედის უკრავდა.(მუსიკალური მიმდინარეობა რეგი სწორედ ამ და სხვა ჟანრებზეა დაფუძნებული). მათ ხშირად შეცვალეს ჯგუფის სახელი საბოლოოდ – The Wailers დაერქვა მათ ჯგუფს.
1966 წელს მარლიმ იქორწინა რიტა ანდერსონთან და საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, უილმინგტონში თუმცა იქ დიდ ხანს არ უცხოვრია. მიუხედავად იმისა რომ ბობ მარლის რელიგიური ფესვები უფრო კატოლიციზმისკენ იყო გადახრილი, მას ძალიან აინტერესებდა რასტაფარიზმი, ამაზე იმანაც იმოქმედა რომ იგი დედისგან შორს იყო და მისი გავლენას მოწყვეტილი იყო. ბობი როგორც კი დაბრუნდა იამაიკაზე რასტაფარელი გახდა და დაიწყო ტრადიციული იამაიკური ნაწნავების დრედების ტარება.

1968 წელს ბობმა და რიტამ გაიცნეს ჯიმი ნორმანი, ჯონი ნეშის სიმღერების ავტორი.ნორმანთან და სხვა მუსიკოსებთან სამ დღიანი სესიისას ჩაწერილი იქნა მარლის, ელ პიფრომის (ნორმანის თანაშემწეს) და თავად ნორმანის სიმღერები, რაც 24 წუთიან ფირად იქცა. რეგის ისტორიკოსის, როჯერ სტივენსის თქმით, იგი იშვიათ ჩანაწერს წარმოადგენს და უფრო მეტად ტრადიციული პოპია, ვიდრე რეგი, რაც წარმოადგენდა ბობ მარლის მცდელობას, შეეღწია ამერიკულ ჩარტებში და მან მოახერხა კიდეც ეს.1972 წელს The Wailers დაუკავშირდა ლეიბლს CBS Records, მაგრამ მათი თანამშრომლობა წარუმატებელი აღმოჩნდა.

მარლის შემდეგი მცდელობა იყო Island Records-თან გასაუბრება, და მას გაუმართლა კიდეც რადგან სწორედ მაშინ Island Records ახალ სახეებს ეძებდა.
he Wailers დაიშალა 1974 წელს და მისმა ყოველმა წევრმა სოლო-კარიერა დაიწყო. დაშლის მიზეზის შესახებ დღემდე საუბრობენ – ამბობენ, რომ ბანის, პიტერსა და ბობს შორის უთანხმოებები იყო, მაგრამ სხვა ვერსიით, ბანიმ და პიტერმა უბრალოდ სოლო-კარიერა აირჩიეს.

მიუხედავად დაშლისა, ბობი კვლავ განაგრძობდა ჩაწერას სახელით Bob Marley & The Wailers. მის ახალ ბენდში შედიოდნენ ძმები კარლტონ და ესტონ ბარეტები (დასარტყამები და ბას გიტარა), ჯუნიორ მარვინი და ელ ანდერსონი (გიტარები), ტაირონ დაუნი და ერლ ლინდო (კლავიშიანი ინსტრუმენტები) და მარლის მეუღლე, რიტა (დამატებითი ვოკალი)
იამაიკის ფარგლებს გარეთ 1975 წელს მარლიმ დიდი წარმატებამ მოიპოვა სიმღერით No Woman, No Cry, რომელმაც, თავის მხრივ, შტატებში მის ალბომს Natty Dread უდიდესი პოპულარობა შესძინა. იგივე შეიძლება ითქვას შემდეგ ალბომზე, Rastaman Vibration (1976), რომელიც ბილბორდის 100-ეულში ოთხი კვირის მანძილზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ბობ მარლის მრავალი სიმღერა პოლიტიუკური ხასიათის არის, რაც ხაზს უსვამს მის პოლიტიკურ მოსაზრებებს.იგი მტკიცედ იცავდა რასტაფარიზმის რელიგიურ წეს-ჩვეულებებს, იგი ვეგეტარიანელი იყო.
1977 წელს მას აღმოუჩინეს ავთვისებიანი სიმსივნის, მელანომის ერთ-ერთი ფორმა. მიუხედავად ავადმყოფობისა, მან განაგრძო ტური და უარი თქვა თითის ამპუტაციაზე, ვინაიდან რასტაფარის რწმენის მიხედვით, აკრძალული იყო ყველანაირი სახის ქირურგიული მოკვეთა.
რვა თვის მანძილზე მარლი ისელსის კლინიკაში (გერმანია) გადიოდა მკურნალობის სპეციალურ კურსს, მაგრამ უშედეგოდ. იგი იამაიკისაკენ გაფრინდა.
ბობი 1981 წლის 11 მაისს გარდაიცვალა, 36 წლის ასაკში. მელანომის გავრცელება მის ფილტვებსა და ტვინში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად დასახელდა. უკანასკნელი სიტყვებით მან შვილს, ზიგი მარლის მიმართა – ფულით სიცოცხლეს ვერ იყიდი.

ბობ მარლის რამდენიმე შვილი დარჩა: სამი – მეუღლე რიტასგან, ორი – რიტას წინა ქორწინებისგან და რამდენიმე – სხვა ქალებისგან. არასანდო წყაროების მიხედვით, ეს რაოდენობა 22 დან 46 მდე მერყეობს. მუსიკოსის ოფიციალურ საიტზე ნახსენებია 11 შვილი. მათგან დიდი პოპულარულობით სარგებლობს, კუმანი მარლი, ზიგი მარლი და დამიან მარლი რომლებიც მამის საქმიანობას აგრძელებენ. ასევე შერონი რომელსაც საკუთარი სამოდელო სახლი აქვს..

თეგები
Close
Close