არქივი

სიკვდილის ხეობა და მომაკვდინებელი ტბა–კამჩატკის საოცრებები

21f9dec3041d
კამჩატკის ტბა სამას წელზე მეტია, რაც რუსი მკვლევარებისა და მეცნიერების არმიამ აღმოსავლეთისაკენ აიღო გეზი და აზიის გავლით ერთ მთაგორიან ნახევარკუნძულს მიადგნენ. ეს ნახევარკუნძული ოხოტისა და ბერინგის ზღვებს ერთმანეთისგან ყოფდა. მისი სამხრეთი ნაწილი კი წყნარ ოკეანეში იყო შეჭრილი. იდუმალი სილამაზის მქონე ეს მიწა მნახველებს ჯერ კიდევ მრავალ საიდუმლოს უნახავს. კამჩატკის სანაპიროზე ზამთარი გაცილებით თბილია, ვიდრე ნახევარკუნძულზე. კამჩატკაზე ხშირ შემთხვევაში თოვლის საფარი 6 მეტრსაც კი აღემატება. ზაფხულობით ნახევარკუნძული სქელ ნისლში ეხვევა და ძლიერი ქარებიც ქრის.ვულკანურ ნიადაგზე ხარობს უამრავი სახეობის მცენარე.

23eec4d1720b

გეოგრაფიულად კამჩატკა წყნარი ოკეანის ვულკანურ სარტყელში მდებარეობს. აღნიშნული ადგილი სეისმური აქტივობით გამოირჩევა. კამჩატკაზე დაახლოებით 30–მდე მოქმედი ვულკანია. ვულკანი კლიუჩევსკაია სოპკა, ზღვის დონიდან 4750 მეტრზე მდეარეობს და ევრაზიის მაშტაბით ყველაზე დიდი მოქმედი ვულკანია. 1697 წლიდან მოყოლებული, რაც რუსმა მკვლევარებმა პირველად დადგეს ფეხი კამჩატკაზე, ვულკანის 600–მდე ამოფრქვევა დაფიქსირდა. კამჩატკიდან დაახლოებით 180 კილომეტრში გეიზერების ხეობა მდებარეობს. ზოგი გეიზერი ყოველ წუთს იფრქვევა, ქოგი კი რამდენიმე დგღეში ერთხელ. გეიზერების ხეობა 1940 წელს აღმოაჩინეს. იმავე რეგიონში, უშველებლ კრატერში, რომელიც კალდერა უზონის სახელითაა ცნობილი. ლაფი გამუდმებით თუხთუხებს. ლადერა უზონის დიამეტრი 10 კილომეტრს შეადგენს. კალდერაში შეგიძლიათ როგორც ცივი. ისე ცხელი წყაროების ნახვა, გარდა ამისა, მოინახულებთ მოთუხთუხე ლაფს, ვულკანურ ბორცვებს, სუფთა ტბებს, აგრეთვე მცენარეთა ნაირსახეობებს. კამჩატკის ექვსი რეგიონი მსოფლიო საგანძურის სიაშია შეტანილი. ნახევარკუნძულზე ასევე მრავლადაა ცხელი წყაროები, რომელთა ტემპერატუტა30–40 გრადუსს აღწევს.გეოთერმულ სითბოს ელექტროენერგიისათვის იყენებენ. ამის დასტურია რუსეთის პირველი გეოთერმული ელექტროსადგური, რომელიც სწორედ ამ ნახევარკუნძულზე ააგეს. კამჩატკაზე დაახლოებით 10 ათასი დათვი დაძუნძულებს. მათი წონდა 150–200 კილოგრამამდე მერყეობს და სამჯერ მეტ წონასაც მიაღწევენ, მათზე რომ არ ნადირობდნენ. ადგილობრივი მოსახლეები, იტელმენები, დათვს ისე მოიხსენიებენ როგორც ძმას. დათვები უფრთხიან ადამიანებს, ამიტომ მათ იშვიათად თუ დაინახავთ. სამაგიეროთ მათი ნახვა დიდი რაოდენობით შეიძლება დასახლებული ადგილებიდან მოშორებით, რომელიმე მდინარის სანაპიროზე, სადაც თევზზე სანადიროდ გროვდებიან. ზაფხულში მათ საკმაოდ ბევრი ცხიმის დაგროვება უნდა მოასწრონ, რათა ზამთარი უზრუნველად გაატარონ. დღეს კამჩატკის მოსახლეობის უმრავლესობა რუსია. მხოლოდ აქა იქ შემორჩენილია ადგილობრივი მკვიდრი, მათგან ყველაზე ბევრი ე.წ კორიაკები არიან. ისინი ჩრდილოეთით ცხოვრობენ. ნახევარკუნძულის დანარჩენი ნაწილიალაგ–ალაგაა დასახლებული. ყველაზე ბევრ ადამიანს ნახავთ სანაპირო ზოლთან. ისინი თევზაობით ირჩენენ თავს. ასე რომ თევზაობას კამჩატკის ეკონომიკაში წამყვანი ადგილი უჭირავს. განსაკუთრებით პოპულარობით სარგებლობს გიგანტური კამჩატკური კიბორჩხალა, რომლის სიგრძე აღწევს დაახლოებით 1.7 მეტრს.
8bac124917ff

მართლაც გამაოგნებელია კამჩატკის საოცრებები. ეს ადგილი დღესაც უამრავ მეცნიერსა დამკვლევარს იზიდავს, რათა უფრო ღრმად ჩაწვდნენ გამოცანას, რომელსაც საუკუნეებია ეს მხარე მალავს.

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button