კულტურა

დმანისი, ახალი ნამარხები

b5746eb561ff
მოგესალმებით, ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ისეთი ინფორმაცია, რომ თუ ეს დადასტურდა, მთელი ადამიანების ისტორია იცვლება. გააგრძელეთ….

დმანისის ტერიტორიაზე, სადაც არის აღმოჩენილი ‘ზეზვა’ და ‘მზია’, აღმოაჩინეს 50-მდე საჭრელი მასალები, რომლებიც არის ძალიან ძველი. ზუსტად არაა დათარიღებული, რამდენი მილიონი წლისაა, მაგრამ ის უკვე თვალსაჩინოდ ჩანს, რომ ზეზვა და მზიას წინანდელია, ასევე არის იმის მოლოდინი, რომ პირველ ადამიანზე (რომელიც აფრიკაშია აღმოჩენილი) ძველია, რაც იმას ამტკიცებს, რომ პირველი ადამიანი იყო ევრაზიაში.

ამ ნამარხებს იკვლევს ქართველებთან ერთად მექსიკელი მეცნიერი.

მექსიკელი მეცნიერი ამბობს:

“თუ ჩვენ დავამტკიცეთ რომ პირველი ადამიანი იყო ევრაზიაში კერძოდ საქართველოში, დმანისის მიდამოებში მთელი ისტორია შეიცვლება. ჩვენ გვჭირდება მეტი საბუთი რომ დავამტკიცოთ რეალობა, იმის ალბათობა რომ პირველი ადამიანი იყო საქართველოში ძალიან დიდია.”

თუ ეს ყველაფერი მართალი აღმოჩნდა მთელი ბიოლოგიის ( ასევე ისტორიის ) წიგნების შეცვლა მოუწევთ :) ….

წყარო: კურიერი

გადაცემის ლინკი

მსგავსი ამბები

Back to top button