საკითხავიუცნაური

ძველი ეგვიპტის უცნაურობები


1.ტუტანხამონი ეგვიპტის ყველაზე ცნობილი ფარაონია.ინგლისელმა არქეოლოგმა,ჰოვარ კარტერმა მისი სამარხი 1922 წელს აღმოაჩინა.მან 5 წელი სამარხის ძიებას,10 წელი კი განძის ამოღებას მოანდომა.სამარხში 47 თასმიანი მოოქროვილი სანდალი აღმოაჩინეს,რომელთა ლანჩებზე ფარაონის მტრები იყო გამოსახული.

2.ეგვიპტის ფარაონი პეპი ბუზებს რომ არ შეეწუხებინა,ორი მსახური ტანზე თაფლს ისვამდა და მწერებს ასე იზიდავდა.

3.ეგვიპტეში არა მარტო ქალები,არამედ კაცებიც იკეთებდნენ მაკიაჟს.მათ მიაჩნდათ,რომ მაკიაჟი ავი თვალისგან დაიცავდათ.

4.ანტიბიოტიკები მე-20 საუკუნეში გამოიგონეს,მანამ კი ეგვიპტელები ინფექციურ დაავადებებს დაობებული პურით მკურნალობდნენ (ობი ანტიბიოტიკ პენიცილინის წყარო გახდა).

5.ბავშვებს ეგვიპტეში 10 წლამდე ტანსაცმელს არ აცმევდნენ,კაცებს ქვედაბოლო,ქალებს კი კაბა ეცვათ.

6.მდიდარი ეგვიპტელები 12 წლამდე ბიჭებს თმას პარსავდნენ და პარიკს უკეთებდნენ.ღარიბები კი შეკრულ თმას ატარებდნენ ,რათა ტილი სხვებისთვის არ გადაედოთ.

7.ბიჭებს მამა-პაპის საქმე უნდა გაეგრძელებინათ,გოგონებს კი კარგ მეუღლეებად,დედებად ზრდიდნენ.ქორწინება ერთსა და იმავე სოციალური ფენის ქალსა და მამაკაცს შორის იყო ნებადართული.

8.ტრადიციულად ფარაონებს ახალგაზრდა,ჯანმრთელ მამაკაცებად გამოსახავდნენ მაშინაც კი,როცა მოხუცი და დაუძლურებულნი იყვნენ.დედოფლებსაც ლამაზ და ახალგაზრდა ქალებად წარმოაჩენდნენ.

9.პირველი ნავი რომელიც ნილოსზე დაცურავდა პაპირუსის ლერწმისგან იყო გაკეთებული და თოკებით შეკრული.ნავები მდინარეზე გადასასვლელედ და სათევზაოდ გამოიყენებოდა.ხშირად,ასეთ ნავს ნახატებზე მზის ღმერთთან ერთად გამოსახავდნენ.

10.ძველეგვიპტელთა ცხოვრებაში მუსიკა და ცეკვა დიდ როლს ასრულებდა.ქალები ზოგჯერ შიშვლებიც კი ცეკვავდნენ.მუსიკოსები სიმებიან (ქნარი,ბარბითი,არფა),ჩასაბერ(ფლეიტა,ჰობო) და დასარტყმელ(დაირა) ინსტრუმენტებზე უკრავდნენ.ზოგიერთ საკრავს განსაკუთრებული ფუნქციაც ქონდა მინიჭებული.მაგალითად,ბრძოლისას მეომრებს გასამხნევებლად საყვირს,დოლს,ბუკს იყენებდნენ,ხოლო რელიგიური დღესასწაულების დროს ზანზალაკებსდა ზარებს რეკდნენ

loading...
თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close