მისტიკასაქართველო

თბილისის მეტროს უცნობი გვირაბები

ბევრისთვის უცნობი, ბევრისთვის მობეზრებული.

ალბათ ადამიანთა უმეტესი ნაწილისთვის მეტრო უბრალო ტრანსპორტია, სხვებისთვის კი იდუმალებით მოცული ადგილი და გამოკვლევის მუდმივი წერტილი.
გაგიჩნდებოდათ კითხვა: “მეტროში რა არის გამოსაკვლევი?” – ამას ცოტა ქვევით გაიგებთ

ალბათ ყველამ იცით, რომ თბილისის მეტროში სულ 2 მოქმედი ხაზია. მესამე ხაზი (რუსთაველი – ვაზისუბანი) დაუსრულებელია. ასევე დასასრულს ელის, სადგური “სახელმწიფო უნივერსიტეტი” რომელიც ერთხელ და სამუდამოდ “მაღლივის” ხალხს ამოასუნთქებს. დასასრულს ელოდა ასევე რამდენიმე ამოსასვლელი რომელიც გაუქმდა (მაგალითად, მარჯანიშვილის მეორე ამოსასვლელი).

პირველ რიგში, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო fabi.ge-ს მფლობელს, რომელმაც გამოიკვლია მთელი თბილისის ხვრელები და უნიკალური სურათები შემოგვთავაზა. ამ საიტის ინტერესების დაცვისთვის, მთელ ფოტო მასალას არ გამოვიყენებ.

ასევე მინდა გითხრათ, რომ არცერთი გვირაბის კონკრეტული მისამართი არ დასახელდება (ვინც ეძებს ის პოულობს)

დავიწყოთ მარჯანიშვილის მეორე ამოსასვლელით.

როგორც ხედავთ, ნაგვით არის სავსე და ჩასვლა საკმაოდ რთულია. ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ეს ამოსასვლელი არ დასრულდება რადგან კორპუსის ეზოში, მეტროს ამოსასვლელი საკმაოდ დიდ ქაოსს შექმნის. სირთულეს წარმოადგენს აქ ჩასვლა, დარაჯის გამოც. არ ვიცი 24 საათი ამას რატომ დარაჯობს, მაგრამ ფაქტი ჯიუტია.

ეს გახლავთ “ახმეტელის თეატრის” მეორე ამოსასვლელი.

ეს “რუსთაველი 2-ის” (მესამე ხაზის) გვირაბი

და ბოლოს, “სახელმწიფო უნივერსიტეტის” გვირაბი

ეს კი ყველაფერი არ არის

პ.ს ვისაც სურს, დამიკავშირდეს ფეისბუქის მეშვეობით და მოვაწყოთ ექსპედიციის ორგანიზება

ლუკა ჯაფარიძე

Create Your Badge

სურათების წყარო: fabi.ge

თეგები

lukako93

ვივიერი

მსგავსი ამბები

Close
Close