არქივი

ლუვრიდან მონალიზას რამდენიმე დღით გაუჩინარების ამბავი

0c709ef0e53b

სიყვარულის ქალაქ პარიზში ვერსალი, ტრიუმფალური თაღის, ეიფელის კოშკის და სხვა მრავალ ღირსშესანიშაობასთან ერთად მსოფლიოს კულტურულ ძეგლთა შორის ლუვრის მუზეუმს უმთავრესი ადგილი უკავია. პარიზი ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში დაუარსებიათ კელტებს, რომლებიც თავიანთ თავებს უწოდებდნენ პარიზიის. მას შემდეგ მრავალმა საუკუნემ განვლო. ქალაქს აოხრებდნენ გალები, იპყრობდნენ კეისრების ლეგიონები, თავს ესხმოდნენ ბარბაროსები, ერთმანეთს ენაცველბოდნენ დინასტიები და რეჟიმები, ბობოქრობდა რევოლუციები. აქ იბადებოდნენ გენიოსები, მსოფლიო ისტორიას რომ ქმნიდნენ. დღეს პარიზი 106 კვადრატულ კილომეტრზეა გადაჭიმული და მას ყოველწლიურად, სწორედ რომ ლუვრის მუზეუმის წყალობით, მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ლუვრი ყველაზე განთქმული და უდიდესი მუზეუმია მსოფლიოში. მხოლოდ მას ყოველწლიურად 5 მილიონი დამთვალიერებელი სტუმრობს, დღეში 15 ათასი ადამიანი სტუმრობს, რომელთაგან 65% ევროპელია.
8bdc884708df

მუზეუმის ისტორიას უძველეს ციხესიმაგრემდე მივყავართ, რომელიც 1190 წელს იმდროინდელი მეფის ფილიპე მეორე ავგუსტუსს აუგია, რათა ქალაქი ვიკინგებისგან დაეცვა. ისტორიულმა შენობამ არაერთხელ იცვალა სახე. მეთექვსმეტე საუკუნის დასაწყისში ფრანცისკ მეათეს ციხესიმაგრის ადგილას რენესანსის სტილის დიდებული სასახლის აგება უბრძანებია. მისი გაფართოება დახვეწა გარკვეული პაუზებით გრძელდებოდა მთელი 4 საუკუნე. ლუვრის სამეფო სასახლის ნაწილი პირველად საზოგადოებისათვის 1793 წლის 8 ნოემბერს, საფრანგეთის რევოლუციის დროს გაიხსნა. მისი დათვალიერება ამჯერად შესაძლებელი გახდა კვირაში სამჯერ. მთელი სანახაობა წარმოადგნეს 537 ნახატს. იმ დღიდან მოყოლებული ლუვრს მნახველი არ მოკლებია.
fd558ca4a360

1911 წლის 21 აგვისტოს ლუვრის მუზეუმიდან ლეონარდო და ვინჩის “მონა ლიზა”, შეიძლება ითქვას გაუჩინარდა. ამ პერიოდში მუზეუმის დირექტორი შვებულებაში იყო და ამ შემზარავი ფაქტის გაგებისთანავე სამსახურში დაბრუნდა. დანაშაულის გამოსაძიებად 60 კაციანი ჯგუფი გამოცხადდა. მთელი კვირის განმავლობაში მუზეუმი იყო დაკეტილი. იმ ადგილას, სადაც მონალიზას სურათი ეკიდა ბოროტმოქმედებმა დატოვეს ყვავილების თაიგული. კიბეზე კი მონა ლიზას სრულიად უვნებელი ჩარჩო იპოვეს. აშკარა მხოლოდ ერთი რამ იყო – სურათი ჩარჩოდან ამოიღეს და წაიღეს. სამართალდამცავებმა მოსამსახურე პერსონალის დაკითხვა დაიწყეს. ერთ-ერთმა მუშამ გაიხსენა, რომ ორშაბათს დილის 7 საათზე, სურათი ადგილზე იყო, მაგრამ 1 საათის შემდეგ იგი აღარ ჩანდა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ერთ-ერთ მცველს, რომელიც იმ დროს იქ უნდა ყოფილიყო, სახლში წასვლა მოუხდა, მისმა შემცვლელმა კი პოსტი 8 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე დატოვა და გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად. აქედან დასკვნა – დანაშაული ჩადენილი იყო 7 დან 8 საათამდე. ორშაბათს ლუვრი დასალაგებლად იყო დაკეტილი. შენობის შიგნით კი 800 კაციანი მოსამსახურე პერსონალი იმყოფებოდა, აქდან გამომდინარე დანაშაული შადენილი იყო რომელიმე იქ მყოფი თანამშრომლის მიერ. თითოეულ მათგანს აუღეს თითების ანაბეჭდი, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დაემთხვა ჩარჩოზე დამჩნეულს. რამდენიმე დღის შემდეგ მონა ლიზა უწინდელ ადგილზე გაჩნდა. მომხდარი კი დღემდე აუხსნელ ფაქტად რჩება. სავარაუდოდ რომელიმე თანამშომელმა ნახატი დააბრუნა ჩუმად. დღეს ლუვრში მუშაობს 2 ათას კაცისაგან შემდგარი შტატი ჰენრი ლოირეტის თაოსნიბით. 2005 წელს ლუვრის მუზეუმში დენ ბრაუნის რეჟისორობით ცნობილი სკანდალური თრილერი დავინჩის სკოდი გადაიღეს, რომელმაც მუზეუმის ბიუჯეტს შემატა 2.5 მილიონი ევრო.
985c1907665a

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button