არქივი

სირიის მიწა-ისტორია თიხის ფირფიტებიდან

ba78d0b6770d

სირიის მიწა – ისტორია თიხის ფირფიტებიდან

ეს ქვეყანა ძველი მსოფლიოს ერთ-ერთ გზაგასაყარზე მდებარეობდა, იქ სადაც ხმელთაშუა ზღვისპირეთი და ჩინეთისაკენ და ეგვიფტიდან ანატოლიისაკენ მიმავალი საქარავნო გზები კვეთდნენ ერთმანეთს. მის მიწას ოდესღაც ეგვიპტელთა, სპარსთა, ბერძენთა და რომაელთა ლაშქრობები თელავდნენ. საუკუნეების შემდეგ კი ვერც ჯვაროსნებსა და ოსმალებს გადაურჩა. ჩვენს ეპოქაში მასზე საბატონოდ საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის ჯარები ებრძოდნენ ერთმანეთს. ამ რეგიონის ერთი ნაწილი დღესაც იმ სახელწოდებით მოიხსენიება, რომლითაც ათასობით წლის წინ იყო ცნობილი- სირია. მიუხედავად იმისა რომ ბევრმა წყალმა ჩაიარა და მხარეში დიდი ცვლილებები მოხდა, იქ კვლავაც წააწყდებით შორეული წარსული ნაკვალევს.
რაც შეეხება სირიის დედაქალაქ დამასკოს, იგი ერთ-ერთი უძველესია მსოფლიოში იმ ქალაქებს შორის, რომლებიც დაარსების დღიდან მუდამ ხალხმრავლობით გამორჩეოდა. ახალი წელთახღიცვის პირველი საუკუნისათვის სირიელებსა და იუდეველებს შორის შუღლი განელდა. თანამედროვე დამასკოში აღარაფერს ეტყობა, რომ ის ოდესღაც დაიპყრეს. სამაგიეროდ, რომის ბატონობის ხანიდან შემორჩენილია არქიტექტურული ძიგლები და ქალაქის ძველ უბანზე გამავალი გამავალი მთავარი მაგისტრალი.
4b438897f25c

დამასკოს ჩრდილო-აღმოსავლეთით, მანქანით დაახლოებით სამი საათის სავალზე, მდებარეობს შესანიშნავი არქეოლოგიური ძეგლი-ოაზისად წოდებული ქალაქი პალმირა. იგი ხმელთაშუა ზღვასა დამდინარე ევფრატს შორის არის მოქცეული და მათგან თანაბრად დაშორებული ეს ოაზისი მიწისქვეშა წყაროებით ირწყვება, რომლებიც ჩრდილოეთით მდებარე მთებში იღებს სათავეს. რომის იმპერიის აღმოსავლეთ საზღვარზე მდებარე პალმირას რომაელი მმართველები სტრატეგიულ კედლად მიიჩნევდნენ და ის სირიის რომაულ პროვინციას შეუერთეს, მაგრამ ბოლოს მაინც დამოუკიდებელი ქალაქის სტატუსი მიიღო. ახალი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში, როდესაც ოალმირამ თავისი დიდების ზენიტს მიაღწია, მისი მოსახლეობა დაახლოებით 200.000 კაცს შეადგენდა. სწორედ ამ პერიოდში ებრძოდა რომაელებს პალმირას პატივმოყვარე დედოფალი ზენობია, რომელიც საბოლოოდ 272 წელს დამარცხდა.ზენობიას დამარცხები შემდგომ პალმირია გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ რომის იმპერიის სტრატეგიულ ავანპოსტად რჩებოდა.
efa90a6098cc

ერაყის საზღვრიდან არცთუ ისე შორს სირიის ორი უძველესი ქალაქის ნანგევებია. დაირ-ელ-ზავრიდან სამხრეთ აღმოსავლეთით ას კილომეტრში, იქ სადაც, მდინარე ევფრატი რკალს ქმნის, ძველი ციხე-ქლაქის, დურა-ევროპოსის ნანგრევებია შემორჩენილი. აქედან 25 კილომეტრში, მდებარეობს -მარი,ერთ დროს აყვავებული სავაჭრო ქალაქი, რომელიც ძველი წელთაღიცხვით მე-18 საუკუნეში ბაბილონის მეფე ხამურაბმა მიწასთან გაასწორა. ქალაქში არსებულ მეფის სასახლის არქივში 15 ათასამდე ფირფიტა აღმოაჩინეს. ფირფიტებზე შესრულებულმა წარწერებმა დახმარება გაუწია ისტორიკოსებს, ამ ქალაქის წარსული გამოეკვლიათ.დამასკოსაკენ მიმავალ გზაზე სამხრეთით მდებარეობს პამა, ქალაქი, რომელზეც მდინარე ელ-ასი მიედინება. დასავლეთით რას-შარმაა, რომლის ადგილზეც ისტორიული ქალაქი უგარითი მიედინება. ძველი წელთაღრიცხვით მესამე საუკუნეში უგარით აყვავებული სავაჭრო პორტი იყო. 1929 წლიდან მოყოლებული არქეოლოგემბა უამრავი თიხის ფირფიტის და ბრინჯაოს ნაკეთობების აღმოჩენა შესძლეს. ასე. რომ თანამედროვე სირიის ძველ მიწაში ჯერ კიდევ შეიძლება საუკუნეებში დამარხული საიდუმლოებების პოვნა.
11b78996fb21

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Back to top button