გართობაკულტურაუცნაური

ჰარი პოტერის ყველაზე დიდი თაყვანისმცემელი

cac796a4b5b5
ჰარი ჯეიმს პოტერის ფანებმა აირჩიეს და გვირგვინი დაადგეს თავიანთ მეფეს. ნახეთ ვიდეო…
a39f37e45c8a
მეფედ აკურთხეს 22 წლის სტივ პეტრიკი, რომელმაც მოიპოვა ჰარი პოტერის ყველაზე დიდი თაყვანისმცემლის ტიტული . მან მიიღო მონაწილეობა კონკურსში, რომელიც გაიმართა ტიმ ბერნერს-ლის ერთ-ერთ საიტზე;
სტივს გამარჯვება მოუტანა არაჩვეულებრივმა, უცნაურმა ვიდეომიმართვამ, რომლის ნახვის შემდეგ არანაირი ეჭვი არ შეიძლება დარჩენილიყო…

3ee0b52cc7bd
2. სტივმა აღმოაჩინა ჰარი მანამდე სანამ, ახალგაზრდა ჯადოქრის თავგადასავლები გახდებოდა პოპულარული. უკვე 12 წლის განმავლობაში ის აგროვებს ყველაფერს, რაც რამენაირად უკავშირდება მის საყვარელ პერსონაჟებს-ფენიქსი, ჭოტი, შელოცვები, წყევლა, ხელმოწერილი წიგნაკი და ა.შ. თავის კოლექციაზე სტივ პეტრიკმა დახარჯა დაახლოებით 13 000 $, მაგრამ ეს ყველაფერი არაა, სტივმა გაიკეთა 4 ტატუ, რომლებიც ასევე უკავშირდება ჰარი პოტერს- 1. ტატუ: ჰოგვარტსის გერბი- ეს ტატუ უკავშირდება ჰოგვორტსის მაგიისა და ჯადოსნობის სკოლას, სადაც ჰარი ხდება მოსწავლე და აღმოაჩენს, რომ უკვე ცნობილია ჯადოქრებს შორის, ვინაიდან გადაურჩა სასიკვდილო წყევლას, რომლითაც ვოლდემორმა მისი მშობლები მოკლა. 2. ტატუ: Sirius Black- ის ციხის ნომერი, 3. ტატ: სიგნატური -ხელმოწერა: ჯ.კ. როულინგი, ხოლო მე-4 ტატუზე არაფერია ცნობილი…
86d986cc3135
გარდა ამისა, ჰარი პოტერის დაბადების დღეს 31 ივლისს ზეიმობს სტივიც თავის ამხანაგებთან ერთად . ასევე მოხარულია რომ ამ დღეს დაიბადა თვითონ ავტორიც – ჯოან როულინგიც; როულინგმა რომანში ავტობიოგრაფიული ელემენტებიც შეიტანა, ანუ მისი დაბადების დღე, 31 ივლისი ემთხვევა ჰარის დაბადების დღეს. სტივ პეტრიკი წელიწადში ერთხელ მგზავრობს მატარებლით ლონდონიდან მანჩესტერამდე – იმის გასახსენებლად რომ ავტორს სწორედ აქ დაებადა ჰარი პოტერის პერსონაჟის იდეა , როდესაც როულინგი ბაქანზე დაგვიანებულ მატარებელს ელოდებოდა
e9f9e95bd80c
სტივ პეტრიკი თვლის, რომ ჰარი ბავშვებისათვის არის სამაგალითო პიროვნება. “გამოგონილი გმირის უპირატესობა იმაშია, რომ შენ მათ უფრო კარგად იცნობ, ვიდრე რეალურ პიროვნებებს, რომელთა უმეტესობა ალბათ რეალურ ცხოვრებაში არც გინახავს.“ სტივი ამბობს, რომ ის მოხარულია, რომ მას მოსწონს და აფანატებს ჰარიზე და საკუთარ თავს მასთან აიგივებს…
0332d577f45f

25bf8b05218c

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button