არქივი

“ამო”–სთან პირისპირ”, დანიელ ფრაის შემთხვევა

3e0dd61e6642

ეს შემთხვევა მოხდა 1950 წლის 4 ივლისს, ამ ამბის შემდეგ მეც ამოუცნობი მფრინავი ობიექტების არსებობის მომხრეთა შორის ჩავეწერე. მე არამცთუ ვნახე ე.წ მფრინავი თეფში არამედ შევედი კიდევაც მასში და მასში მყოფ ოპერატორსაც ვესაუბრე.

დღეს როდესაც ეს ამბავი უკვე წარსულში დარჩა მიჭირს იმისი გაცნობიერება თუ როგორ და რატომ განხორციელდა ეს, რატომ უნდა შემთხვევოდა ეს მე უბრალო ტექნიკოსს როცა ჩემს ირგვლივ ამდენი გონიერი მეცნიერი არსებობს, ვერ გამეგო ეს რაც მოხდა წმინდა შემთხვევითობის ბრალია თუ სპეციალური პროექტის შედეგი.

მე ხომ ისეთ რამის მოწმე გავხდი რაც იშვიათია ჩემს ცივილიზაციაში, მე ხომ წილად მხვდა ბედნიერება ზემოთნახსენები სატრანსპორტო საშუალებით მემგზავრა? ეს ყველაფერი იმდენად უცნაური და გამაოგნებელი იყო რომ ერთი პირობა ეჭვი შემეპარა საკუთარ თავში და რა თქმა უნდა ასეც იფიქრებდნენ თუ ვინმეს გავანდობდი ჩემს ამბავს ვეტყოდი რომ მე შევძელი „მფრინავი თეფშით“ მემოგზაურა.

ეს ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში და ძალიან მიჭირს მისი საიდუმლოდ შენახვა, ამიტომაც გადავწყვიტე ყველაფერი ის, რაც მე გადამხდა თავს და რისი თქმაც ჯერ კიდევ შემიძლია წერილობითი ფორმით გავაცნო მკითხველს.

ყველაფერი ერთ მშენიერ ივლისის დღეს მოხდა. ლას კრუზეზში ვაპირებდი გამგზავრებას, იქ სადღესასწაულო ფეირვერკეის გაშვებას მინდოდა დავსწრებოდი, ავტობუსის გაჩერებაზე ჩამომდგარ ბოლო მარშრუტს ვერ მივუსწარი და ისევ ჩემს ოახში დარჩენა მომიწია, სავარძელში ვიჯექი და წიგნის კითხვით ვიქცევდი თავს. საღამოს რვის ნახევარი იქნებოდა, ჩემს ოთახში ძალიან ცხელოდა და სუნთქვა ჭირდა, გადავწყვიტე გერეთ გამესეირნა და როგორმე სიცხისგან სული მომეთქვა.

ორგანის მთების მიმართულებით გავემართე რომელიც სამხრეთით მდებარეობს 60 მილის მოშორებით და ელ პასოსთან მთავრდება. თითქმის ნახევარი მანძილი უკვე გავლილი მქონდა რომ ცაზე უცნაური ნათება შევამჩნიე. მზე უკვე ჩასული იყო და მისი გამოჩენა მზის ანარეკლით არ უნდა ყოფილიყო გამოწვეული, ალბათ ვარსკვლავია ვიფიქრე მე, რადგან ამ მიდამოში ვარსკვლავებით მოჭედილ ცაზე მკვეთრი ნათების გამოჩენა არც თუ ისე იშვიათი მოვლენა იყო. მაგრამ იმან გამაკვირვა, რომ ეს ვარსკვლავი სხვებისგან განსხვავებით მოძრაობდა, შეიძლება ეს თვითმფრინვია, რომელიც აქეთ მოძრაობს, მაგრამ ამ უკაცრიელ მიდამოში სადაც ტრანსპორტი არ მოძრაობდა, თვითმფრინავს ხმა ექნებოდა, ამ მოძრავ საშუალებას კი არანაირი ხმა არ ჰქონდა. ხომ შეიძლება ეს საჰაერო ბურთი იყოს გამიელვა გონებაში თუმცა ეს აზრი არ მომეჩვენა მართებულად, რადგან ასეთ დროს და ამ ამინდში საჰაერო ბურთები არ დაფრინავენ, ეს ცისფერი ნათება აგრძელებდა მოძრაობას და მისი ზომები თანდათან გაიზარდა, იგი ჩემსკენ მოემართებოდა.

ძალიან შევშინდი და გაქცევა დავაპირე, თუმცა გამახსენდა, რომ თუ ეს რომელიმე საფრენი ობიექტი იყო და ჩემსკენ მოდიოდა ამ ხრიოკ ადგილზე ჩემს სადმე გაქცევას და დამალვას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

ობიექტი იმდენად ახლოს მოვიდა, რომ მისი გარჩევა უკვე შემეძლო ეს იყო სფეროსებური აპარატი, რომელიც ზომით ასე ოცდაათ ფუტამდე იქნებაოდა იგი საათში ოცი მილის სიჩქარით მოძრაობდა, ობიექტმა ისევ შეანელა მოძრაობა და ჩემგან სამოცდაათი ფუტის მოშორებით ხმელეთზე დაეშვა, მიწაზე დაჯდომისას მას არანაირი ხმა ოდნავი ტკაცანის გარდა არ გამოუცია.

გაოგნებული ვუყურებდი ამ სანახაობას, ისთი განცდა მქონდა თითქოს ბავშვი ვიყავი და ცირკში გამართულ რომელიღაცა ფანტასტიურ წარმოდგენას ვესწრებოდი.

რამდენიმე ხანი სარაკეტო საქმის მწარმოებელ საწარმოში ვმუშაობდი ტექნიკოსად და მეტ–ნაკლებად გასაგები იყო ჩემთვის მფრინავი სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა სივრცეში. ამ უკანასკნელის შემხედვარემ მივხვდი, რომ საქმე რაღაც განსაკუთრებულ მოვლენასთან მქონდა. „კარგი კი ვხედავ რაც ხდება მაგრამ საკუთარი თვალების არ მჯერა“ გავიფიქრე ჩემთვის. იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ შექმნილი ზესაიდუმლო საფრენი აპარატია, ღმერთო დაიფარე ამერიკა. .მაგრამ ეს აზრი მყისვე გამიქრა, რადგან ის მანევრები რაც მე ვიხილე ალბათ არცერთ ჩვენებურ ხომალდს და არცერთ ფიზიკოსს სიზმრათაც არ მოელანდებოდა.

ეს ხომალდი უჩუმრად მოძრაობდა თავისი ღერძის ირგვლივ ყველანაირი ხმაურის გარეშე, მას არ ეტყობოდა გარედან რაიმე ძრავის მაგვარი პროპელერი ან საწვავის ავზი, არც რაიმე შუქს გამოსცემდა. როცა იგი ძირს ეშვებოდა ისეთი მოძრაობა გააკეთა თითქოს მასზე არანაირად არ მოქმედებდა სერ აიზეკ ნიუტონის მიზიდულობის კანონი.

ამ დაკვირვებამ ისე გამიტაცა, რომ ვერცკი შევამჩნიე, თუ როგორ მივუახლოვდი ხომალდს. გმირი არსოდეს ვყოფილვარ, მაგრამ როცა საქმე ასეთ შემთხვევას ეხებოდა და სადაც ამოუცნობი მოვლრნის გარდა სამეცნიერო თეორიაც იყო ნაგულისხმევი ჩემში დიდი ცნობისმოყვარეობა იღვიძებდა, ჩემი ეს ცნობისმოყვარეობა ხშირად მანიადაც გადამქცევია.

მოკლედ ჩემმა ცნობისმოყვარეობამ გადამძლია და რამდენიმე ნაბიჯზე მივუახლოვდი ობიექტს, ამ მანძილზე უკვე მკაფიოდ შემეძლო გამერჩია ხომალდის კონტურები. როგორც ზემოთ აღვნიშნე ეს აპარატი 30 ფუტამდე იქმებოდა ზომით სიმაღლე კი ყველაზე ფართო ადგილზე 7 ფუტზე მეტი, გარეშემოწერილობით ეს ხომალდი დიდი თეფშს წააგავდა, რომელსაც ზემოდან ცილინდრი ჰქონდა დადგმული, ის მოცისფერო ნათება რაც მას ცაში ფრენისას ეტყობოდა გამქრალიყო და ჩემს წინაშე ვერცხლისფერი მყარი ლითონის ზედაპირის მქონე კორპუსი მოჩანდა.

კორპუსსის ზედაპირს რაიმე ლითონის შედუღების ან მიმაგრების ნიშანი არ ეტყობოდა ის ერთი მთლიანი ფორმა იყო და ალბათ თუ ვინმე იქიდან გადმოსვლას მოახერხებდა ალბათ ეს კორპუსის ზემოთ მდებარე თაღიდან უნდა განეხორციელებინა.

კი მაგრამ რა უნდა ვქნა ეხლა მე? გავიფიქრე ჩემთვის, პირველი აზრმა რაც იმწუთას გონებაში გამიელვა იყო ის რომ დავბრუნებულიყავი უკან და ვინმესთვის შემეტყობინებინა ამ მოვლენის შესახებ? მაგრამ ეს აზრი არ მეჩვენა მისაღებად რადგან არ მქონდა იმის გარანტია, რომ აქ მობრუნებულს ხომალდი ისევ ამ ადგილზე დამხვდებოდა, ან რა უნდა მეთქვა სხვებისთვის ამის მერე, როგორ უნდა დამემტკიცებინა მისი არსებობა, ქვიშაზე კვალით თუ ჩემი მონაყოლით. ან კი უკან დაბრუნებულს ვინ დამიჯერებდა, ვინ იქნებოდა ისეთი, რომელიც მე მენდობოდა და დაიჯერებდა ე.წ. მფრინავი თეფშის დაშვების ამბავს.

ობიექტს კიდევ უფრო მივუახლოვდი, იმდენად ახლოს მივედი, რომ ხელით შეხებაც შემეძლო მაგრამ რაღაცამ ინსტინქტურად შემაჩერა, თუმცა ბოლოს ვეღარ მოვითმინე ლითონისკენ ხელი გავიწოდე, ობიექტის ზედაპირი გასაოცრად პრიალა იყო და თბილი, ალბათ ჰაერის ტემპერატურაზე მაღალი იქნებოდა. ზედპირი იმდენად პრიალა იყო რომ შეიძლება უზარმაზარ გაპრიალებულ მარგალიტს შეედაროს. მეტალზე შეხებისას ტანში ჟრუანტელი მივლიდა და ფეხები ოდნავ მიკანკალებდა, უცბედად ხომალდიდან ბრძანებითი კილოთი შენიშვნა მომესმა, „მეგობარო ხელით ნუ შეეხები მეტალი ჯერ ისევ ცხელია.“

ღამის სიჩუმეში ამ ხმის გაგონებამ ისე შემაშინა რომ უკან ვისკუპე და ბუჩქნარში დამალვა ვცადე, ხმა შეიცვალა და საუბარი უფრო იუმორის ტონში გააგრძელა, „ნუ გეშინია შენ მეგობრებთან მოხვდი“ ფეხზე წამოვდექი და ტანსაცმლიდან ქვიშა ჩამოვიბერტყე, თქვენ თუ მეგობრები ხართ ასე გაუფრთხილებლად არ უნდა მომქცეოდით, და არ უნდა შეგეშინებინეთ! ვუსაყვედურე მე ხომალდში მსხმდომ,

–ჩენ გვესმის შენი გულისწყრომა, მაგრამ შენი გაუფრთხილებელი ქცევა იყო ამის მიზეზი ასე რომ არ მოვქცეულიყავით შენ სიკვდილი გემუქრებოდა.

–რა გაქვთ მხედველობაში ის, რომ ხომალდის ზედაპირი ძალიან რადიაქტიურია? თუ ეს ასეა მაშინ ეს ადგილიც უნდა დავტოვო სადაც ეხლა ვარ!

–არა ეს რადიაქტიურობის გამო არა მოხდებოდა, როგორც წეღან ავღნიშნეთ ზედაპირი ჯერაც ცხელია, ეს ტერმინი მგონი გასაგები უნდა იყოს თქვენთვის რადგან იგი მატერიის ერთ კონკრეტულ მდგომარეობას აღნიშნავს, ხომალდის კორპუსს თავისი ველი გააჩნია, ეს ველი დიდი სიმძლავრისაა, დაშვებისას იგი მცირდება რამოდენიმე მიკრონამდე, თქვენი ხელი სინამდვილეში კორპუსს არ ეხებოდა რადგან იგი ამ ველით არის შემოფარგლული, ხომალდს ველის დაცულობა იმისთვის სჭირდება, რომ დაიცვას იგი გარე დაზიანებისაგან, ასევე იგი ამცირებს ლითონის ზედაპირის ჰაერთან შეხებისას გამოწვეულ ხახუნის ძალას და მის ზემოქმედებას მაღალი სიჩქარის განვითარებისას’“

–კი მაგრამ როგორ მომკლავდა, მე ხომ მოვახერხე ხელს მოკიდება მასზე და ჯერაც ცოცხალი ვარ?

–სიკვდილი მყისიერად არ დადგებოდა, იგი შენს ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე იმოქმედებდა და რაც შენს ჯამრთელობას მწყობრიდან გამოიყვანდა. კერძოდ ეს ველი შენ კანზე რეაქციას მოახდენდა იგი იმოქმედებდა შენს სისხლის შემადგენლობაზე, გაიზრდებოდა სისხლში შემავალი ანტისხეულების რაოდენობა, ამის წინააღმდეგ ამოქმედდებოდა შენი ღვიძლის ფუნქცია, თუმცა იგი სისხლის გაწმენდას თავს ვერ გაართმევდა ეს კი გამოიწვევდა ორგანიზმის დარუპვას, ჩვენ კარგათ ვიცნობთ თქვენს ბიოლოგიურ სხეულს რადგან ჩვენი და თქვენი ბიოლოგიური მონაცემები იდენტურია.
რაც შეეხება იმ ლექსიკას, რასაც მე თქვენთან საუბარში ვიყენებ.

იმისთვის რომ თქვენი ენა კარგად შემესწავლა და გამერკვია რა ტერმინებს და იდიომებს ხმარობთ თქვენი პლანეტის ორი წელი დამჭირდა.

ფიზიკურად ჯერ არ გადმოვსულვარ თქვენს პლანეტაზე, ამისთვის თქვენი დროის ათვლით ოთხი წელი დამჭირდება ეს აუცილებელია რათა ჩემი ორგანიზმის იმუნური სისტემა, თქვენს ბიოტიკას და ატმოსფეროს შეეგუოს.

უძრავად ვიდექი და ამ საუბარს ვისმენდი. არ მახსოვს თუ რა დრო გავიდა ..ბოლოს როგორც იქნა ხმის ამოღება მოვახერხე

–საოცარია ის რასაც ვხედავ, თქვენი ხომალდი ფიზიკურად რომ არ მენახა და მის დაშვებას არ შევსწრებოდი არც კი ვიფიქრებდი რომ ეს შესაძლებელია. ასეთი რამ მე მხოლოდ სამეცნიერო ფანტასტიკის თემაზე დაწერილ წიგნებში თუ შემხვედრია. თუმცა ჩემს რწმენას თუ ურწმუნოებას ამ სფეროში ალბათ ნაკლები მნიშვნელობა აქვს ასეთ შემთხვევაში. .

–პირიქით ის რაც თქვენს შემთხვევაში ხდება საკმაოდ მნიშვნელოვანია, პირადად თქვენთვის და ასევე სხვებისთვისაც. თქვენთან ურთიერთობაში ჩენთვის გასაგები ხდება, თუ როგორი რეაქცია შეიძლება ჰქონდეთ ჩვენს გამოჩენაზე ადამიანთა რასებს, ჩვენი გამოცდილებები ამ მიმართულებით არადამაკმაყოფილებელია რადგან ადამიანთა უმრავლესობა აზროვნებაში მსგავს ცვლილებებს ვერ იტანს, ვერ ეგუება ჩვენს დანახვას. თქვენს შემთხვევაში ვიმედოვნებთ რომ საქმე უკეთესად წარიმართება და თქვენი დახმარებით შევძლებთ საჭირო ცოდნა მივაწოდოთ თქვენს რასას, პროგრესისკენ მიმავალ გზაზე. ამ დრომდე თქვენი რეაქცია ჩვენს გამოჩენაზე დამაკმაყოფილებელია”

–ის რაც თქვენ თქვით, რომ ჩვენ მსგავსი რასები ვართო, ეს დამაჯერებლად ჟღერს რადგან თქვენი დამოკიდებულება ჩემს მიმართ სარკასტული და გამომწვევი იყო, ის რომ გაუფრთხილებლად მომექეცით და თქვენს გამო იმხელა ნახტომის გაკეთება მომიხდა ქვიშაში.

ჩემი შიში რაც თქვენს დანახვას და შემდეგ დედამიწაზე ჩამოსვლას მოჰყვა იმით იყო გამოწვეული რომ, თქვენს შესახებ ადრინდელი შეხედულება არც თუ ისე კეთილგანწყობილი მქონდა და ვფიქრობ რომ მე ამ სფეროში მოღვაწე ექსპერტების მიერ მოწოდებული ინფორმაციით მოტყუებული დავრჩი.

ჩემი მხრიდან სრულიად შესაძლებელი იყო თქვენს დანახვაზე გავქცეულიყავი ან სხვა დამცავი საშუალებები მომეძებნა, დასახმარებლად მეხმო ვინმესთვის, თუმცა ასე არ მოვქცეულვარ და შემიძლია გითხრათ, რომ ის რაც თქვენ აღნიშნეთ ჩემს დაუდევრობის შესახებ საკმაოდ დამაჯერებლად ჟღერს.

-არ დაგეთანხმებით ამაში რომ ჩვენს ქცევაში რაიმე დამამცირებელი ან სარკასტული იყო თქვენი მისამართით, პირიქით, რაც შეეხება იმას თუ როგორ იქცეოდით თქვენ. მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაში თქვენში ცნობისმოყვარეობის განცდამ იძალა და ეს იყო იმის მიზეზი რომ არსად არ გაქცეულხართ.

თქვენს რასებში ნებისმიერი საშიშროების დანახვაზე წინ მოდის თვითშენახვის ინსტიქტი და ამას მოყვება საფრთხის ადგილიდან გაქცევა. თუმცა ასე არ მოქცეულხართ, იმიტომ რომ შიშის გრძნობა გადალახეთ ცოდნის შეძენისადმი ლტოლვით, ანუ უარყოფითი რეაქციების კონტროლი და გონების ზემოქმედება გრძნობაზე შეგიძლებიათ. ამიტომაც მოხდა ის რაც მოხდა. თქვენ რომ აზროვნების უნარი არ გქონოდათ შიშისგან ადგილზე გახევდებოდით. თქვენ კი საკმაოდ დრული და გონიერი რეაქცია მოახდინეთ ამაზე.

ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ რწმენა და დაჯერება იმისა რასაც თქვენ უყურებთ, ამჯერად არც თუ ისე მნიშველოვანია, რადგან ფაქტის წინაშე დგახართ. მთავარი აქ ის არის, რომ თქვენ მშვიდათ ისმენთ ჩვენს ხმას და მიუხედავად ასეთი მოულოდნელი ფაქტისა შეგიძლიათ ჩვენი საუბრიდან სწორი დასკვნები გააკეთოთ და ლოგიკურად განსაჯოთ მიღებული ინფორმაცია. ამ ყველაფრის აღნიშვნით გვინდა გითხრათ, რომ თქვენ ის ადამიანი ბრძანდებით რომელთან ურთიერთობასაც ჩვენ ვესწრაფვით.

–მადლობა ასეთი შეფასებისთვის, მაგრამ მაინც მინდა ჩემი უკმაყოფილება გამოვთქვა იმაზე რაც მოხდა, თუ რატომ უნდა შემოსულიყავით ჩემთან კონტაქტში? ეს შემთხვევითი პროცესია და იმიტომ? თუ არა, მაშინ ჩემზე უფრო ჭკვიანი და განათლებული ადამიანები არსებობენ, მაგალითად გამოჩენილი მეცნიერები და რას მოასწავებს თქვენი ასეთი არჩევანი ჩემთვის ჯერაც გაუგებარია.
თქვენ საკუთარ თავს ვერ აფასებთ, ადეკვატურად როცა ამბობთ რომ ერთი ჩვეულებრივი ადამიანი ხართ, ასევე არ ითვალისწინებთ ჩვენი განვითარების დონეს როცა ფიქრობთ რომ ის რაც თქვენს თვალწინ მოხდა მხოლოდ შემთხვევითი პროცესია. . საკმაოდ განვითარებული ადამიანი ბრძანდებით და თქვენი ფსიქოლოგიური მონაცემებიც სავსებით ნორმაშია, რაც შეეხება იმ მეცნიერებს ვისზეც თქვენ საუბრობთ. ჩვენ რა თქმა უნდა მათი მონაცემებიც გამოვიკვლიეთ, და ვიცით მათი მდგომარეობა. ისინი მყარად არიან ჩაფრენილები თავიანთ სამეცნიერო კონცეფციებს და თქვენთან შედარებით შორს არიან წასულები, მაგრამ ეს შორს წასვლაა ზუსტად იმის მიზეზი, რომ მათ აღარ ძალუძთ უკან მოხედვა და ელემენტარული რამის შემჩნევა. იმის დანახვა, რაც მათ თავის დროზე არაფრად ჩათვალეს და გვერდი აუარეს.

მეცნიერები და მათი საქმიანობა შეიძლება ჭიანჭველის საქციელს შევადაროთ. იმ ჭიანჭველისა, რომელიც დიდ ხის ტანზე მიცოცავს. როგორც ჭიანჭველას მხედველობის სიმცირის გამო არ ძალუძს გაარკვიოს ხის მთელი მოცულობის არსი, მისი ფორმა თუ შემადგენლობა, ან ის მიმართულება რომელიც მას წვეროსკენ მიიყვანს, ასეთივე დღეში არიან მეცნიერნი.

ჭიანჭველა ხომ კენწეროზე ასვლას ვერ ახერხებს, ამ გზაზე მას მხოლოდ საკვები აინტერესებს და იმ ტოტისკენ გასწევს სადაც ნაყოფი ეგულება. მისი დასაკუთრების შემდეგ, იგი სულ სხვა გზაზე დგება, რომელიც შეიძლება არსად, ან ისევ უკან ხის ფესვებისკენ მიდიოდეს.

მეცნიერთა მიერ დაწყებული საქმე ანალოგიურად წარიმართა. თავიდან, ანუ საწყის ეტაპზე მეცნიერების საფუძვლები ისეთივე ერთი და სწორხაზოვანი იყო როგორც ზემოაღნიშნული ხის ტანი. რაც უფრო ზევით ავიდნენ ანუ რაც უფრო გაიზარდა კვლევის სფერო, და „ხის ტანი“ დაიტოტა მათი კვლევებიც ერთ ძირითად საფუძველს დაშორდა და უამრავ განშტოებად იქცა.

თითოეული ტოტი იმდენად დაცილდა ერთმანეთს რომ უკვე ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ის უმთავრესი ბუნების კანონები რომელიც დასწყისში ხელშეუხებელი და ურყევი იყო დანაწილდა და პატარ– პატარა ტოტებად დაიყო. მეცნიერების დარგები ხის ტოტების ანალოგიურად მხოლოდ ერთი რომელიმე ტოტის ბოლომდეა მისული, თვით მეცნიერები კი ფიქრობენ, რომ ეს უკვე ამ კონკრეტული საგნის განვითარების საბოლოო წერტილია.

ასეთი მცდარი დასკვნის მიღების შემდეგ თითოეული მეცნიერი მხოლოდ სტატისტიკური მონაცემების შეგროვებითაა დაკავებული. „დანიშნულების პუნქტთან’“ მისული აბსტრაქტულ სამყაროშია ჩაძირული და მთელ დროს მხოლოდ თეორიებსა და მათემატიკურ გამოთვლებს უთმობს.

მათი მოღვაწეობა მიწისქვეშა ტრანსპორტით მგზავრობას შეიძლება შევადაროთ. როგორც მგზავრი ამ ტიპის ტრანსპორტით მოგზაურობისას ვერ ხედავს რა გზა გამოიარა, სად მიუხვია და მოუხვია, რა ხდებოდა გზაზე რომელიც დატოვა, ვერ იგებს როგორ შეიძლებოდა დანიშნულების ადგილზე უფრო ადვილად მისვლა. . მოკლედ როგორც მიწისქვეშა მოგზაური ვერ ხედავს გზის კონტურებს და მარშრუტს ასეთივე დღეში იმყოფებიან დღეს თქვენი მეცნიერება და მეცნიერები.

თქვენი მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ელექტრონს ერთდროულად ტალღური და კორპუსკულური თვისება გააჩნია, ანუ იგი ერთდროულად არის ნაწილაკი და ტალღაც. ამას ისინი რა თქმა უნდა ფიზიკურად ვერ ხედავენ და ვერც აფიქსირებენ და ამ თეორიის დასამტკიცებლად ისინი მხოლოდ აბსტრაქტულ ფორმულებს და მათემატიკას იყენებენ.

ასე და ამგვარად, თქვენი მეცნიერება მიწისქვეშეთში იმყოფება და რეალური სურათის აღწერისთვის აბსტრაქტულ მათემატიკასღა იშველიებს. ერთადერთი გამოსავალი თქვენი მეცნიერებისთვის ის იქნება, რომ ჩიხში შესულები და ათას ტოტად ჩამოყალიბებულები, უკან ხის ვარჯისკენ დაბრუნდნენ და გამოირკვიონ, თუ სად და რა ადგილას შეცდნენ ისინი, სად გადაუხვეს ძირითადი მაგისტრალიდან და როგორ მოხვდნენ არსაით მიმავალ გზაზე.

რაც შეეხება დახმარებას. დედამიწელების დახმარებას ჩვენ მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ მათ ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნებათ.

იმისთვის რომ თქვენთან უშუალო კონტაქტში შემოვიდეთ, ანუ ფიზიკურად შეგხვდეთ, ჩვენთვის აუცილებელია იმ გარემო პირობებს შეგუება, რაც დედამიწაზეა და როგორც გითხარი ამისთვის ორი წელი მაინც იქნება საჭირო, და კიდევ ის, რომ თქვენს საზოგადოებაში დიდ დაძაბულობა და კონფლიქტებია. სახელმწიფოთა შორის მიმდინარეობს დაპირისპირება და ომები. ჩვენ არცერთ ნაციის მხარეს არ ვართ ამ დაპირისპირებაში მეორის საზიანოდ, ჩვენ არ ვცდილობთ დედამიწაზე ომების წახალისებას და გვინდა მათი წარმოქმნის მიზეზები შევამციროთ თქვენთან ისე როგორც ეს ათასობით ათასი წლის წინათ ჩვენს პლანეტაზე მოვახერხეთ. . .

თქვენ ალბათ დაიღალეთ, სამეცნიერო, პოლიტიკურ და სოციოლოგიურ თემებზე საუბარი შემდეგისთვის გადავდოთ. .ამჯერად სხვა რამ მინდა შემოგთავაზოთ, გინდათ ხომალდში შემოხვიდეთ და მოკლე რეისი შეასრულოთ ამ საფრენი აპარატით? ხომალდს გააჩნია საკმაოდ მოხერხებული სამგზავრო განყოფილება, იგი უპილოტოა და დისტანციური მართვის მექანიზმის გამოყენებით გადაადგილდება სივრცეში.
ბოდიშს გიხდით მასალის დაგვიანებისთვის ძირითადათ დროის ფაქტორი მიშლის ხელს გაგრძელება აუცილებლად იქნება

ჯერ მხოლოდ ეს იყოს. . .

–დიდი მადლობა მიწვევისთვის, მაგრამ როგორ უნდა მოვახერხო ხომალდში შესვლა? მას ხომ არანაირი შესასვლელი არა აქვს, ეს ერთი და მეორეც, თქვენ აღნიშნეთ ის ფაქტი, რომ ჩვენი გარემო საშიშია თქვენთვის და ჩემი ობიექტში შემოსვლით, ანუ ჰერმეტულობის დარღვევისას დედამიწის ჰაერი შემოაღწევს ხომალდში?

–ეს არ იქნება ჩვენთვის პრობლემა, როგორც უკვე გითხარით, აპარატი რომელსაც ხედავთ, დისტანციური მართვისაა და მასში პილოტი არ იმყოფება, ძირითადი საბაზო ხომალდი დედამიწის ატმოსფეროს გარეთ ცხრაასი მილის სიმაღლეზე იმყოფება, აქედან ხდება მცირე ზომის ხომალდების მართვა. რაც შეეხება იმას, რომ ხომალდის კაბინაში ატმოსფერო შეაღწევს. ეს ჩვენ არ გვაშინებს, რადგან მასში შესული ატმოსფერო ჩვენი კონტროლს ექვემდებარება. აქედან ჩვენ ვიღებთ სინჯებს იმისა, თუ რა სახის დაჭუჭყიანებაა თქვენს ატმოსფეროში, რა მავნე ვირუსები და ბაქტერიებია, ეს ყველაფერი იმისთვის გვჭირდება, რომ პლანეტაზე გადმოსვლისას ჩვენი ორგანიზმი მომზადებული იყოს ქიმიური და ბაქტერიული შემოტევებისგან. ხომალდს აქვს შესასვლელი, დაელოდეთ და ის გაიღება.

მართლაც ხომალდის ზემო ნაწილიდან ხმაური მოისმა, მაგრამ არა ისეთი როგორსაც ჰერმეტულობის დაღღვევისას დახშული სივრცის გაღება იწვევს ხოლმე, ხმა გაცილებით დაბალი იყო, და საერთოდ ალბათ ხომალდი ყველა გარე ხმაურს პრაქტიკულად მთლიანად ახშობდა. . .
ხომალდის ზედა ნაწილი ოდნავ შეტოკდა და მის თავზე ლუკი გაიხსნა, თვით აპარატი ნელა ამოძრავდა და ჩემს წინ შესასვლელი გაიხსნა. როგორღაც მოვახერხე მასში შეღწევა. შესვლის დროს თავი დავღუნე და წინ გადავიხარე. იმ დროს როცა ტანი შიგნით მქონდა ფეხებით ისევ მიწას ვეხებოდი.

შესასვლელის სიმაღლე ასე ხუთი ფუტი იქნებოდა სიგანე კი სამი ფუტი, სოლენოიდის ფორმის წაგრძელებული შესასვლელი გადავლახე და ხომალდში შევაღწიე, სათავსო რომელშიც აღმოვჩნდი არც თუ ისე დიდი იყო, 9 ფუტი სიგრძის და 7 ფუტის სიგანის კედლებს კუთხეები არ გააჩნდა, ირგვლივ ყველაფერი მომრგვალებული ფორმის იყო. კუპეში ოთხი სავარძელი იდგა, თითქმის ისეთივე ფორმის როგორსაც ჩვენ ვხმარობთ, ოღონდ უფრო გამოკვეთილი ფორმებით, დასაჯდომი წრიულად ორ რიგად იდგა, ისე რომ მათ შორის გავლა შეიძლებოდა. მოპირდაპირე კედელზე ყუთის ფორმის მოწყობილობა იყო დამონტაჟებული, რომელიც ერთი შეხედვით სლაიდო პროექტორს მოგაგონებდათ. გამოსახულების მისღებ კედელზე მიმართული სინათლე ჩვეულებრივ კინოდარბაზებში ნანახისგან განსხვავდებოდა, აქ შუქის წყარო არ ჩანდა, ისეთი შთაბეჭდილება იყო თითქოს გამოსახულება კედელეზე სივრციდან იქმნებოდა.

სხვა რაიმე მოწყობილობა, მეტალის კედლების, სავარძლების და პროექტორის გარდა კაიუტაში არ ჩანდა, რა მარტივი გარემოა, გავიფიქრე ჩემთვის. მთლიანობაში ეს სათავსო ვეებერთელა უჯრედს ჰგავდა. ამის გაფიქრება არ დამემთავრებინა, რომ ხმა მომესმა, „მიუხედავად იმისა ეს მარტივი სათავსოა, თავს კომფორტულად იგრძნობთ, თუ გადაწყვიტეთ მგზავრობა სავარძელზე მოთავსდით, ჩვენ დიდი დრო არ გვაქვს.

ავტომატურად სავარძელზე დავჯექი და მოვემზადე, რისთვის არც კი ვიცოდი. ჩემს უკან რაღაცამ დაიჩხაკუნა, ეს ლუკის დახურვის ხმა იყო, კარები საიდანაც შემოვედი ნელა დაიხურა. ცოტა არ იყოს შემეშინდა, ეს თუ ხაფანგია მაშინ რა მეშველება გამიელვა თავში.

საით ინებებთ გამგზავრებას? მომესმა ხმა, ეს სიტყვები ამჯერად ჩემს გარედან კი არა ჩემს თავში დაიბადა. თქვენ სადაც გინდათ, ჩემთვის ამას მნიშვნელობა არაა აქვს მაინც ვერ დავინახავ გარეთ რა ხდება, ხომალდს ხომ ილუმინატორი არა აქვს.

არა ხართ მართალი, თქვენ შეძლებთ დაინახოთ ყველაფერი ის, თუ რა ხდება გარეთ ისევე, როგორც თქვენი პლანეტის სატრანსპორტო საშუალებებიდან ხედავთ ღამის საათებში. ჩვენ შეგვიძლია გადავაადგილეთ ნიუ–იორკის მიმართულებით და დავბრუნდეთ უკან, ამისთვის დროის ათვლის თქვენი სისტემის მიხედვით ოცდაათი წუთი დაგვჭირდება.
ერთ–ერთ სავარძელზე მოვთავსდი, ძალიან კომფორტული ადგილი იყო, ზედაპირი ვინილის ხელოვნურ საფარს გავდა ოღონდ იმ განსხვავებით, რომ მასალა პატარ– პატრა ბურთულებისგან შედგებოდა. უცბად ოთახში შუქი გამოირთო და მალე ისევ აინთო, ამჯერად შუქის ფერადოვნება შეიცვალა იმ ადგილზე, სადაც სლაიდო პროექტორის ნათება ჩანდა მოყვითალო სხივის მაგივრად იისფერი გაჩნდა, ჩემს უკან კარების ჭრილი საერთოდ გაქრა და ხომალდის ის მხარე საითაც ჩემი სავარძელი პირით იყო შებრუნებული გამჭირვალე გახდა.

ისევ ხმა გაისმა, „ნუ შეშინდებით თუ როგორ მოხდა ეს ცვლილება ამის ახსნის დრო არ არის თქვენ უკვე გექნებათ საშუალება უცქიროდ მას რაც ხომალდის გადაადგილებისას სივრცეში გამოჩნდება“ სიტყვები ამჯერად ჩემს გარეთ კი არა ჩემს შიგნით გონებაში გაისმა.

„როგორც ნახეთ მეტალის კედელი გამჭვირვალე გახდა, ეს თქვენთვის გასაოცარია, რადგან თქვენ სამყაროში ცნობილი გამჭვირვალე ფაქტურა მხოლდო შუშის მსგავსი უნდა იყოს და არცერთშემთხვევაში მეტალი, მაგრამ აქ საქმე გაქვთ, სხვა სახის მეტალთან, რომელიც მასზე გარკვეული სიხშირის სინათლის ზემოქმედების შედეგად მოლეკულურ შემადგენლობას იცვლის და მასზე დაცემული სინათლის კონა ისეთივე თვისებას ამჟღავნებს როგორსაც სხვა მატერიალურ ობიექტებზე თქვენთვის კარგად ცნობილი რენტგენის გამოსხივება. ამ ზემოქმედების შედეგია ის, რომ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ მეტალის კორპუსის იქით და გამჭვირვალე კედლის ეფექტი დააფიქსიროთ.. . ცოტა ხანში ავფრინდებით გამაფრთხილა ხმამ

მართლაც ხომალდი დიდი სიჩქარით მოსწყდა მიწას და სივრცეში გადაადგილდა, ამას უფრო მივხვდი ვიდრე ვიგრძენი, რადგან ჩემზე ხომალდის აჩქარებას არანაირი ზემოქმედება არ მუხდენია, იგი ისეთივე მდგომარეობაში იყო როგორც ადრე და ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს მოძრავ საფრენ აპარატში კი არა უძრავად მდგარ კლდის საფუძველზე ვიჯექი. ჩემს თვალწინ უკან დრჩენილმა ელპასოს გზაზე მოძრავი მანქანების შუქ–ფარებმა გაიელვეს, უკან დარჩა ლას–კრუისესი. .

ასე ვიფრინეთ ხუთიოდე წუთი, ხომალდი მაღლა და მაღლა მიიწევდა, ალბათ სტრატოსფერო გადადვლახეთ გავიფიქრე ჩემთვის. „თქვენ დედამიწის ზედაპირიდან ცამეტი მილის სიმაღლეზე იმყოფებით“ მომესმა ხმა. კი მაგრამ მთვარეს რატომ ვეღარ ვხედავ? ვიკითხე მე. ეს ხდება იმიტომ, რომ ატმოსფეროს ამ შრეში სადაც ჩვენ ავდივართ მზის სხვიბის არეკვლას მთვარე ისე მკვეთრად ვერ ახერხებს როგორც ქვევით, და ისეთი შთაბეჭდილება გრჩებათ თითქოს ეს ციური სხეული ჩამუქდა.–ამ ხომალდის მუშაობის პრინციპს ხომ ვერ ამიხსნით, როგორ ან საიდან ღებულობთ იმდენ ენერგიას რომ ასეთი დიდი მანძილები ასე სწრაფად დაფაროდ?

–ეს რომ გაიგოთ თქვენ უნდა შეცვალოთ წარმოდგენები მეცნიერებაში კერძოდ უნდა გადაიხედოს თქვენი პოზიციები ფუნდამეტალურ ფიზიკაში. როგორც ადრე გითხარით თქვენი მეცნიერები “შემეცნების ხის “ძირას იმყოფებიან და ამტკიცებენ, რომ მათ მთელი ხის” სტრუქტურა უკვე შესწავლილი აქვთ.

ასეთი პოზიციის გამო მათი გამოკვლევები გართულდა, მეცნიერული წარმოდგენები უფრო ბუნდოვანი გახდა, რის გამოც ეს ხალხი ჩიხში აღმოჩნდა. ამ დონეზე მყოფ მეცნიერებს ვერც შესაბამისი აპარატურა ექნებათ. თქვენი ინჟინრები ყველაფერს ართულებენ, მაგალითად როდესაც თქვენი კონსტრუქტორები წყალქვეშა გემს ქმნიან, მისი მოძრაობისთვის იყენებენ ატომურ ენერგიას.

ამ ძრავის მოქმედების პრინციპი შემდეგია, ურანის იზოტოპების დაშლისას იქმნება თბური ენერგია, თავისუფალი ნეიტრონები ამ დროს შთაინთქმება, აქ იხლიჩება ურანის მსუბუქი და მძიმე იზოტოპები. ეს ძალიან რთული მეთოდია, თუმცა იგი თქვენში დღეს ფართოდ გამოიყენება, წყალქვეშა გემის დასაძრავად იქმნება შესაბამისი აგრეგატი რომელიც ამოძრავებს ძრავის ტურბინებს და გამოიმუშავებს ელექტროენერგიას, თუ ეს ძრავა 30 პროცნტიანი დანაკარგით მუშაობს ეს თქვენთან დიდ მიღწევად ითვლება.

წყარო: esoteric.ge

მსგავსი ამბები

Back to top button