არქივი

რაგბი

Rugby%20huddle

რაგბი სპორტული გუნდური თამაშის სახეობა ოვალური ბურთით, ორივე გუნდის თითოეული მოთამაშე ერთმანეთისთვის ხელით და ფეხით ბურთის გადაცემით ცდილობს დაამიწოს იგი ლელოში მოწინააღმდეგის კარს მიღმა ან H ფორმის კარში.
ისტორია: არსებობს გადმოცემა, რომ რაგბის თამაში დაიბადა 1823 წლის 7 აპრილს.ამ დღეს ინგლისის ქალაქ რაგბიში 16 წლის მოსწავლემ უილიამ უებ ელისმა ფეხბურთის თამაშის დროს ხელი დასტაცა ბურთს და მეტოქის კარისკენ გაიქცა. დღეისთვის ეს ვერსია მართალია ოფიციალურად უარყოფილია, მაგრამ რაგბიში მთავარ ჯილდოს, მსოფლიო თასს,მაინც ელისის სახელი ჰქვია. სინამდვილეში მაშინ ფეხბურთის თამაში ხელითაც შეიძლებოდა და ფეხითაც. 1845 წელს რაგბის სკოლის მასწავლებლებმა დაწერეს წესები, რომელმაც სათავე დაუდო ახალ თამაშს RAGBY-FOOTBALL-ს. 1863 წლამდე, სანამ ინგლისში ფეხბურთის ასოციაცია ჩამოყალიბდებოდა, გუნდები თამაშის წინ თანხმდებოდნენ თუ, რომელი წესებით ეთამაშათ. განსხვავება ის გახლდათ, რომ რაგბიში ბურთის ხელში დაჭერა და გაქცევა შეიძლებოდა, ფეხბურთში კი- მხოლოდ დაჭერა. 1869 წელს ფეხბურთში საერთოდ აიკრძალა ხელით თამაში და ხელით თამაშის მიმდევრებმა 1871 წელს დაარსეს ინგლისის რაგბის კავშირი, რომელმაც 21 კლუბი გააერთიანა. იმავე წელს გამოიცა თამაშის პირველი ოფიციალური წესები და გაიმართა პირველი საერთაშორისო მატჩიც: ინგლისი-შოტლანდია. ახალმა თამაშმა მალე მოიკიდა ფეხი ბრიტანეთის კუნძულებზე. ზედიზედ შეიქმნა შოტლანდიის, ირლანდიის და უელსის რაგბის კავშირები. ბრიტანელებმა მალე ეს თამაში მსოფლიოსაც გააცნეს. რაგბის კავშირები შეიქმნა სამხრეთ აფრიკაში, ახალ ზერლანდიაში,არგენტინაში,გერმანიაში და სხვა. 1866 წელს ირლანდიის,შოტლანდიის და უელსის წარმომადგენლებმა დაარსეს რაგბის საერთაშორისო საბჭო-ირფბ-ი. ორგანიზციას 1890 წელს შეუერთდა ინგლისი. 1949 წელს სამხრეთ აფრიკა,ახალი ზერლანდია და ავსტრალია მხოლოდ 1976 წელს მიიღეს ორგანიზაციაში ფრანგები. ირფბ-ი კონსერვატიული ორგანიზაცია აღმოჩნდა და ფრანგებმა მის ალტერნატივად 1934 წელს სამოყვარულო რაგბის საერთაშორისო ფედერაცია-ევროპული რაგბის ასოციაცია-ფირა შექმნეს. მეოცე საუკუნის დასაწყისში რაგბი ოლიმპიური თამაშების პროგრამაშიც შედიოდა, მაგრამ მერე და მერე ირფბ-ი მხოლოდ ხუთი ერის პირველობით და ტესტ-მატჩებით შემოიფარგლა. მეოცე საუკუნის ბოლო მეოთხედში რაგბის საერთო დანვითარებამ ირფბ-ი აიძულა კარი გაეღო დანარჩენი მსოფლიოსათვის და დაეწყო მსოფლიო ჩემპიონატების ჩატარება 1997 წელს საბჭოს სახელწოდებიდან ამოიღეს სიტყვა football და საბჭომ მიიღ დღევანდელი სახელწოდება.

haka 2415113d

breebe

RugbyOSU

RugbyCanada1

1328778957 ragbi

 

წყარო : http://ka.wikipedia.org

gochaa

i am the best

მსგავსი ამბები

Back to top button