გართობაუცნაური

ექსტრავერტი თუ ინტრავერტი?

CC000552

თქვენ ექსტრავერტი ხართ, თუ:

1. ერთ დღეს შეგიძლიათ ნახოთ ორი ფილმი, წახვიდეთ კონცერტზე და გზაში დეტექტივიც წაიკითხოთ, საღამოთი ვახშმად ესტუმროთ, დანიშნოთ ოთხი პაემანი, მიხვიდეთ ორზე;

2. უამრავი ნაცნობი გყავთ და მათი რიცხვი სულ უფრო მატულობს.

3. თქვენთვის აუცილებელია გამუდმებული გარეგანი სტიმულები: თავს ცუდად გრძნობთ, როცა რადიო და ტელევიზორი დუმს, ხოლო მთლად აუტანელია, როცა ტელეფონს გამორთავენ.

4. ადვილად იხსომებთ სახეებს, ბიოგრაფიებს, საქმეებს, ცუდად – თეორიებს, ფორმულებს, უცხოურ სიტყვებს.

5. არ გიყვართ მარტო ჭამა, სმა – მით უმეტეს.

6. გიყვართ ანეკდოტების, ისტორიების და ამბების მოყოლა, კარგად გეხერხებათ ვინმეს გამოჯავრება.

7. უარს არ ამბობთ გამოსვლებსა და სადღეგრძელოების თქმაზე.

8. გიყვართ ფოტოების, ვიდეოების გადაღება.

9. იცით სად რა როგორ ფასობს.

10. ადვილად ეჩვევით უცნობ გარემოს.

11. მარდი, მოძრავი ხართ, მივლინება თქვენთვის დღესასწაულია.

12. ჭორაობაზე უარს არ ამბობთ, არა ავსიტყვაობისთვის, არამედ ინტერესის გამო.

13. ყოველთვის უამრავი გეგმა და ჩანაფიქრი გაქვთ. აქედან ნაწილი ხორციელდება, ნაწილი არა. რისი შეგროვება აღარ გიცდიათ…

14. არ გესმით ადამიანებისა რომლებიც ყურს უგდებენ საკუთარ შეგრძნებებს და კანკალებენ საკუთარი ჯანმრთელობის გამო.

 

თქვენ ინტრავერტი ხართ, თუ:

1. უმნიშვნელო ამბავი საკმარისია, რომ თქვენი აზრიროგორღაც თავისით ამუშავდეს და მივიდეს ყველაზე მნიშვნელოვან საგნებამდე.

2. ხშირად ეფლობით მოგონებებში, მეხსიერება გორგალივით იშლება, მისი შეჩერება ძნელია.

3. ერთი კარგი სპექტაკლი და კონცერტი თქვენ ხან მთელი თვე გყოფნით.

4. ერთი კარგი მეგობარი მთელი ცხოვრება: – გიჭირთ ადამიანებთან დამეგობრება.

5. უფრო კარგად იმახსოვრებთ არსს ვიდრე დეტალებსა და წვრილმანებს.

6. რაც უფრო ნაკლებია ახალია ამბები და მოვლენები, შეიძლება ყურადღება დაიუნჯოთ და და აზრები მოიკრიფოთ.

7. გძულთ ტრანზისტორები.

8. სრულიად თავისუფლად და ძალდაუტანებლად თავს მხოლოდ მარტოობისას გრძნობთ, ხარბი არა ხართ მაგრამ მარტოს გირჩევნიათ ჭამა.

9. უფრო მსუბუქად გრძნობთ თავს უცნობ ან ნაკლებადცნობილ ადამიანთა დიდ კრებულში, ვიდრე მცირე ჯგუფში, სადაც მჭიდრო კონტაქტების დამყარებაა საჭირო.

10. ახალ გარემოს გაჭირვებით ეგუებით.

11. გაეჭვებთ საკუთარი ჯანმრთელობა, ხშირად გაწუხებთ რაღაც უსიამო შეგრძნებები, რომლებიც ნერვებს გიშლიან; შეგიძლიათ დიდხანს იფიქროთ მათზე, ეძიოთ მიზეზები და არავითარი სასიკეთო აზრამდე არ მიხვიდეთ.

12. შეგიძლიათ დიდხანს იმტვრიოთ თავი ერთი ამოცანის გადაწყვეტაზე, ჩაუღრმავდეთ პრობლემას.

13. ორაზროვნებას ხედავთ იქ, სადაც სხვები ერთ აზრს ხედავენ.

14. თქვენ ზოგჯერ გეუბნებიანთ, რომ სამყაროს ისეთად არ ხედავთროგორიც ის სინამდვილეშია, რომ ამქვეყნიური კაცი არ ხართ, თუმცა თქვენ ასე სულაც არ ფიქრობთ.

წყარო : ვლადიმერ ლევის მიხედვით

pinikis palma

ვეძებ მშვიდობას
იხილეთ ასევე
Close
Back to top button