საკითხავისამხედროსასარგებლო

იაპონია-ამერიკის მეორე შეჯახება წყნარ ოკეანეში – მიდვეი !


Midway – შუა მანძილს ნიშნავს,ვინაიდან ზუსტად კალიფორნიასა და იაპონიას შორის მდებარეობს.
1942 წლის 4-6 ივნისს მიდუეის დასავლეთით გაიმართა საზღაო ბრძოლა იაპონიის საიმპერატორო ფლოსტა და აშშ-ის ფლოტს შორის.აღნიშნულ ბრძოლაში ორივე მხრიდან მონაწილეობდა შვიდი ავიამზიდი (4 იაპონების და 3 ამერიკელების),ორასამდე სხვადასხვა ტიპის ხომალდი და ასობით საბრძოლო თვითმფრინავი.

“წყნარი ოკეანის ბატონი”
1941 წლის 7 დეკემბერს პერლ-ჰარბორზე იაპონიის ავიაციის გამანადგურებელმა დავდასხმამ აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ფლოტის პრესტიჯი საგრძნობლად შეარყია.თვალში საცემი გახდა იაპონელთა სტრატეგიული ინიციატივა წყნარი ოკეანის ყველა მიმართულებით.25 დეკემბერს იაპონელებმა დაიპყრეს დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ბაზა ჰონ-კონგი და მოახდინეს ტაილანდის ოკუპაცია.1942 წლის 15 თებერვალს დაეცა დიდი ბრიტანეთის კიდევ ერთი სამხედრო-საზღვაო ბაზა – სინგაპური.ტყვედ ჩავარდა დაახლოებით 70 ათასი ბრიტნელი ჯარისკაცი და ოფიცერი.სინგაპურის დაციმით იაპონელებს კიდევ უფრო გაეხსნათ ხელ-ფეხი და დაიკავეს ბირმა,ინდონეზიის არქიპელაგის ძირითადი კუნძულები,ფილიპინები და ახალი გვინეის ჩრდილოეთი ნაწილი.სრული კონტროლი დაამყარეს შორეულ აღმოსავლეთეთ აზიაში.მათ მომდევნო სამიზნედ ავსტრალია და ახალი ზელანდია იქცა.
1942 წლის მარტის მდგომარეობით ,ამერიკელებმა დაკარგეს 2 ავიამზიდი,4 კრეისერი,5 საესკადრო ნაღმოსანი,13 სხვადასხვა ტიპის სამხედრო ხომალდი.დიდი დანაკარგი ჰქონდათ მოკავშირეებს,ბრიტანელებს,ჰოლანდიელებს – 1 ავიამზიდი,6 კრეისერი ,2 საესკადრო ნაღმოსანი.ხოლო იაპონელელთა მხრიდან მხოლოდ ორმა კრეისერმა მიიღო უმნიშვნელო დაზიანება.


ადმირალი ისიროკუ იამამოტო

წარმატებებმა იაპონელები ეიფორიაში შააგდო.მათი სარდლობის დიდი ნაწილი დარწმუნებული იყო,რომ წყნარი ოკეანის სრული ბატონ-პატრონები სწორედ ისინი იყვნენ.
მაგრამ იაპონიის საიმპერატორო ფლოტის სარდალი,ადმირალი ისიროკუ იამამოტო ამ საყოველთაულოდ გავრცელებულ მოსაზრებას არ იზიარებდა.
გასული საუკუნის 20-იან წლებში იამამოტო აშშ-ში იაპონიის სამხედრო-საზღვაი ატაშეს მოვალეობას ასრულებდა.მას სრული წარმოდგენა ჰქონდა ამ ქვეყნის ფინანსურ და ეკონომიკურ შესაძლებლობებზე.მშვენივრად იცოდა,რომ ამერიკელები უმოკლეს დროში აანაძღაურებდნენ ზარალს და ეს რომ არ მომხდარიყო,მათთვის ახალი სასიკვდილო დარტყმა უნდა მიეყენებინათ.
ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა პრინცმა კონოემ ადმირალს ჰკითხა,რას ფიქრობდა იაპონელთა შანსებზე ამერიკელებთან შესაძლო ომთან დაკავშირებით,რაზეც მისგან ჯარისკაცური პასუხი მიიღო:”ომის პირველ ექვს-თორმეტ თვეში მე შევძლებ გამარჯვებათა მთელი სერიის დემონსტრირებას,მაგრამ დაპირისპირება თუკი ორ-სამ წელიწადს გაგრძელდება,საბოლოო გამარჯვების გარანტიას ვეღარ მოგცემთ.”
რამდენიმე თვეში ადმირალმა იგრძნო,რომ მის შიშს რეალური ლაფუძველი ჰქონა.1942 წლის მაისი პირველ რიცხვებში იაპონელებმა წარუმატებელი რეიდი მოაწყვეს.ავსტრალიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით,მარჯნის ზღვაში ამერიკელებთან ბრძოლაში ორი ხომალდი დაკარგეს.
ეს იყო პირველი საგანგაშო სიგნალი,თუმცა იაპონელები კვლავ ფლობდნენ სტრატეგიულ ინიციატივას და ცხადი გახდა,რომ მის დათმობას არ აპირებდნემ.ადმირალ იამამოტოსა და იაპონიის გენშტაბს ამერიკელებისთვის ახალი “პერლ-ჰარბორი” ჰქონდათ ჩაფიქრებული და ამისთვის გამალებით ემზადებოდნენ.

მიზნის არჩევა
მომავალი ოპერაციის ადგილი,რომლისთვისაც მზადება საიდუმლოს სრული დაცვით მიმდინარეობდა,იამამოტოს უკვე განსაზღრული ჰქონდა.ეს იყო მიდუეი და მისი ახლომდებარე კუნძულების რაიონი,სადაც ამერიკელებს ჰქონდათ სამხედრო-საზღვაო ბაზა მცირე აეროდრომით,მასზე ბაზირებული 30 ავიაგამანაგურებლითა დ 70-მდე ბომბდამშენით.
მცირე ზომის კუნძულ მიდუეისთან ხელი არ შეუშლია,ორივე მხარისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ყოფილიყო.მისი ადგილმდებარეობის მეომარ მხარეებს საშუალებას მისცემდა,გაეკონტროლებინათ პრაქტიკულად ყველა საძღვაო კომუნიკაცია მთელი რეგიონის მაშტაბით.
ამ მიზნით იაპონელებმა მიდუეისთან თავიანთი დამრტყმელი დაჯგუფება გაგზავნეს,რომლის ბირთვს ავიამზიდები შეადგენდნენ.მათი გემბანიდან აფრენილ თვითმფრინავებს,რომლებსაც იმპერიის საუკეთესო პილოტები მართავდნენ,კუნძულზე განლაგებული ამერიკული თვითმფრინავები უნდა გაენადგურებინათ.იამამოტოს ვარაუდით,ალყაშემორთყმული გარნიზონის დასახმარებლათ ამერიკელები თავიანთ ხომალდებს გამოგზავნიდნენ პერლ-ჰარბორიდან და აი,სწორედ აქ იგეგმებოდა მათთვის სასიკვდილო მახის დაგება.მთავარ სამიზნეს სწორედ ამერიკული ხომალდები,პირველ რიგში,ავიამზიდები წარმოადგენდნენ.
ამერიკული სარდლობისა და მათი დაზვერვის შეცდომაში შესაყვანად,იამამოტოს ბრძანებით,იაპონელებს ალეუტის კუნძულებთან ცრუ მანევრები უნდა გაემართათ.იგი მიიჩნევდა,რომ მოწინააღმდეგის სარდლობა მის ანკესს წამოეგებოდა,წყნარი ოკეანის ფლოტს ორად გაყოფდნენ,ვინაიდან ვეღარ გაერკვეოდნენ,რომელი იყო იაპონელთა ძირითადი დარტყმის მიმართულება და ფლოტს ერთ ნაწილს ჩრდილოეთით,ალეუტს კუნძულებისკენ გაგზავნინენ.ეს კი იაპონიის ფლოტს საშუალებას მისცემდა,ორად გახლეჩილი მოწინააღმდეგე ცალ-ცალკე გაენადგურებინა.


პერლ-ჰარბორი იაპონელთა შეტევის შემდეგ

გეგმის სასრგებლოდ მეტყველებდა არცთუ ისე დიდი ხნის წინ განხირციელებული პერლ-ჰარბორის ოპერაცია.1941 წლის 7 დეკემბერს იაპონელებმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწიეს,როც ამერიკული დაზვერვის ყურადღება მოადუნეს და მათ ფლოტს დიდი ზიანი მიაყენეს.
წყნარ ოკეანეში გადაადგილებისას იაპონური ხომალდები სრულ რადიოსიჩუმეს ინარჩუნებდნენ.იმპერიის ფლოტის სარდლობამ კი ყალბი რადიომიმართვა გაავრცელა,თითქოს მათი ხომალდები ტოკიოს ყურეში იდგნენ.იაპონიის დედაქალაქისა და სხვა დიდი ქალაქების ქუჩები სავსე იყო იაპონელი ჯარისკაცებით,რომლებიც მეზღვაურების ფორმებში იყვნენ გადაცმულნი.ამერიკული აგენტურა დარწმუნებული იკო,რომ იმპერიის ფლოტი ნავდვილად თავიანთ ბაზებში იდგა…მსგავს სამხედრო ეშმაკობას ამრადაც უნდა ეთამაშა საკუთარი როლი.


ადმირალი ტიუტი ნაგუმო

ამ უმნიშვნელოვანეს ოპერაციაში იაპონიის იმპერიის დამრტყმელი დაჯგუფების სარდლად ადმირალმა იამამოტომ დანიშნა ადმირალი ტიუტი ნაგუმო,რომელიც პერლ-ჰარბორზე განხორციელებულ წარმტებულ ოპერაციაში გადამწყვეტი როლი ითამაშა.

გატეხილი კოდი
იაპონიის სამხედრო-საზღვაო სარდლობა დარწმუნებული იყო,რომ მათი საუდუმლო კოდების გაშიფრვა,რომლითაც ისინი სარგებლობდნენ,შეუძლებელი გახლდათ.ჯერ კიდევ 1927 წელს იაპონელებმა სპეციაციალისტებმა შექმნეს საიდუმლო აპარატი,რომელსაც მათია მერიკელი კოლეგები იცნობდნენ კოდური სახელწოდებით JN-25 purple (მეწამული).ორწლიანი თავდაუზოგავი შრომი შედეგად მათ მაინც შეძლეს “მეწამულის” საიდუმლოს ამოხსნა.მეტიც,ამერიკელებმა იაპონელთა აპარტის ზუსტი ასლი შექმნეს.ეს მათ საშუალებას აძლევდა,მოწანააღდეგის მიერ გადაცემული ყველა იმფორმაცია გაეშიფრათ.ურთულესი იაპონური კოდის გაშიფრვაში აშშ-ის სტრატეგიული და სამხედრო-საზღვაო დაზვერვის საუკეთესო სპეციალისტები მონაწილეობდნენ.

იაპინელთა საიდუმლო სამხედრო კოდების გაშიფრვას პერლ-ჰარბორის შემდეგ ამერიკელები უდუდესი ყურადღებით ეკიდებოდნენ

1941 წლის ნოემბერშიც შეძლეს ამერიკელებმა გაეშიფრათ იაპონელთა საიდუმლო ინფორმაცია,რომ წყნარ ოკეანეში დიდი საზღვაო ოპერაცია იგეგმებოდა.თუმცა შეერთებული შტატების სარდლობამ მიღებულ ინფორმაციას სათანადო ყურადღება არ მიაქცია,რახ ამერიკელ მეზღვაურებ ძალიან ძვირად დაუჯდათ პერლ-ჰარბორში.ამ მწარე გაკვეთილის შემდგეგ იაპონელთა ყველა გაშიფრულ მონაცემს,თუკი ის შეიცავდა მონაცემს რამე ტიპის სადესანტო ოპერაციაზე,ამერიკელი ადმირალები განსაკუთრებული ყურადღებით ეცნობოდნენ.ამ მხრივ გამოირჩეოდა ადმირალი ჩესტერ ნიმიცი,რომელიც პერლ-ჰარბორის ტრაგედიიდან სულ მალე აშშ-ის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლად დაინიშნა.

ადმირალი ჩესტერ ნიმიცი

ახალგაზრდობაში ნიმიცი პერლ-ჰარბორში ინსტრუქტორად მსახურობდა,სადაც ახალი ბაზა შენდებოდა წყალქვეშა ნავებისთვის.ის შესანიშნავად იცნობდა რეგიონს და ბევრი კოლეგისგან გასნხვავებით,მიიჩნევდა,რომ ამერიკელებს გაუმართლათ,რაკი მათი ავიამზიდები თავდასხმისას ყურეში არ იმყოფებოდნენ.
ომის პირველ თვეებში განცდილი დამარცხების შემდეგ,ადმირალი ნიმიცი ყველა ღონე მიმართავდა,რათა მოწინააღმდეგისთვის სტრატეგიული ინიციატივა წაერთმია.მარჯნის ზღვის შეტაკება აჩვენებდა,რომ ამის პერსპექტივა საკმაოდ რეალური იყო.

იდუმალი რაიონი
აპრილში ნიმიცს შეატყობინეს,რომ შეძლეს ადმირალ იამამოტოს ბრძანების გაშიფრვა,სადაც ლაპარაკი იყო საზღვაო ოპერაციაზე AP რაიონში,თუმცა AP-ს მნიშვნელობა ვერ გაიგეს.ტოკიოს ინტერესთა სფეროს,წყნარი ოკეანის გარდა,ინდოეთის ოკეანეც იყო მოქცეული,აგრეთვე ახალი გვინეა,სოლომონის კუნძულები,ალეუტის კუნძულები,სან-ფრანცისკო და მადაგასკარიც.
ამ საიდუმლოს გაშიფრვაზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული.
პრობლემის გადაჭრის ორიგინალური ხერხი შექმნა პერ-ჰარბორში ფლოტის რადიოკავშირის სამსახურის უფროსმა ჯოზეფ რაშფორტმა.მეთოდი,შეიძლება ითქვას,სავსებით უბრალო იყო.მისი ბრძანებით კუნძულ მიდუეის გარნიზონს საიდუმლო რადიოგრამა გაეგზავნა,სადაც მითითებული იყო,რომ მათ ღია ტექსტი უნდა გამოეგზავნათ – რომ გარნიზონი სასმელი წყლის დეფიციტს განიცდის და სსწრაფოდ დახმარებას ითხოვენ.
ორიოდე დღეში რაშფოტრის უწყებამ იაპონელთა მორიგირ ტექსტი გაშიფრა ,სადაც აღნიშნული იყო,რომ AP-ის გარნიზონი სასმელი წყლის მარაგის გარეშე დარჩა.ცხადი გახდა,იაპონიის სარდლობა დიდი საზღვაო ოპერაციის მოწყობას სწორედ მიდუეის წინააღმდეგ აპირებდა.მოგვიანებით ამერულმა დაზვერვამ იპრობლემოდ გაარკვია შეტევის დაწყების თარიღი – 4 ივნისი.
იაპონიის დაზვერვა კი დარწმუნებული იყო,რომ მათი საიდუმლო კოდები ამერიკელებისთვის მოუწვდომელი რჩებოდა.მეტიც,მცდარი მონაცემები ჰქონდათ მარჯნის ზღვაზე მომხდარ შეტაკებაში ამერიკელთა ნამდვის დანაკარგებზე.
მოგიზგიზე ავიამზიდები
1932 წლის 3 ივნისს იაპონელთა დამრტყმელი დაჯგუფება,რომლის შემადგენლობაში 4 ავიამზიდი გემბანზე ანლაგებული 276 თვითმფრინავით,2 მძიმე კრეისერი,3 საესკადრო ნაღმოსანი,11 სხვადასხვა ტიპის სამხედრო ხომალდი და 15 წყალქვეშა ნავი,კუნძულ მიდუეის დასავლეთ სანაპიროს მიუახლოვდა.ოპერაციაში მონაწიობდნენ ის პილოტები,ვინც პერლ-ჰარბორი თავდასხმაში გაითქვა სახელი.სწორედ მათი იმედი ჰქონდა ვიცე-ადმირალ ნაგუმოს.ის ბოლომდე დარწმუნებული იყო,რომ მოწინააღმდეგე ხაფანგში შეიტყუა.არადა,თვითონვე მოექცა ხაფანგში.
ოდნავ მოშორებით ამერიკული ესკადრა იმყოფებოდა 3 ავიამზიდის(383 თვითმფრინავით),8 კრეისერით,15 საესკადრო ნაღმოსნისა და 25 წყალქვეშა ნავის შემადგენლობით.
ძალები თანაბარი იყო და ყველაფერუ მოულოდნელობის ეფექტზე იყო დამოკიდებული,რომელშიც აშკარად ამერიკელთა მხარეს აღმოჩნდა.
მოვლენები თავდაპირველად იაპონელტა სცენარით წარიმართა.მიდუეის ავიაბაზაზე თავდასხმა დილი5 საათზე დაიწყო.იაპონური ბომბდამშენებისა და ავიაგამანადგურებლების შესაჩერებლად ამერიკული თვითმფრინავები გაეშყრნენ,მაგრამ მოკლე დროში თითქმის ყველა მათგანი გაანადგურეს.იმავდროულად,იაპონურ ხომალდებზე სატორპედი იერიშის მისატანად ჰაერში მხარდაჭერის გარეშე დარჩენილები,ისინიც მოწინააღმდეგის ავიაგამანადგურებლებთამ ადვილ სამიზნედ იქცნენ.
ოპერაციაში პირველი ეტაპის დასრულების შემდგომ იაპონელები ელოდებოდნენ,ალყაშემორტყმული გარნიზონის დასახმარებლად როდის გამოემართებოდნენ ამერიკული ხომალდები,რათა მათზე ჰაერიდან უეცარი და მასირებული სატორპედი იერიშები მიეტანათ.
ოთხივე იაპონურ ავიამზიდზე გამალებული მუშაობა მიმდინარეობდა.გემბანზე განლაგებული თვითმფრინავებდან 800 – კილოგრამიან ბომბებს ხსნიდნენ და მათ ადგილზე ტორპედოებს ჰკიდებდნენ.სამი ავიამზიდი,”აკაგი”,”კაგა”,”სორიუ”,სამკუთხედის ფორმით მიემართებოდა,ხოლო მეოთხე “ჰირიუ” ოდნავ მოშორებით მიცურავდა.
იაპონელთა გაიცებას საძღვარი არ ჰქონდა,როცა სრულიად მოულოდნელად ღეუბლებიდან ამერიკული ბომბდამშენები გამოჩნდნენ.ოთხმა მათგანმა ავიამზიდ “ჰირიუს” შეუტია,ხოლო სამმა – “კაგას”,თუმცა რამე ზიანი ვერც ერთ მათგანს ვერ მიაყენეს.იაპონელებმა მძიმე კრეისერებიან საპასუხო ცეცლით თითქმის ყველა მათგანი ჩამოადგეს.
საერთო ჯამში იაპონელებმა ამერიკელთა შვიი საჰაერო იარიში მოიგერიეს.ნაგუმოს გადაწყვეტილებით,მათ უკვე თავისი თვითმფრინავებით უნდა შეეტიათ მოწინააღმდეგისთვის,რომლებიც უკვე გემბანზე იდგნენ.პილოტები ბრძანებას ელოდნენ,როცა ჰაერში ამერიკული თვითმფრინავები გამოჩნდნენ.

ამერიკელთა თვითმფრინავები მიემართებინ იაპონურ ავიამძიდებზე თავსასხმელად

ეს იყო კაპიტან კლარენს უეიდ მაკლასკის ბომბდამშენთა ესკადრილია ავიამზიდ “ენტერპრაიზიდან”.მათ უკან მოჰყვებოდა ლეიტენანტ ერლ გალაჰერის სადაზვერვო და რიჩარდ ბესტის ბომბამშენთა ესკადრილია,30-მდე თვითმფრინავი,შემდეგ ნამდვილი ჯოჯოხეთი დაიწყო.
ბომბდამშენებმა ერთდროულად შეუტიეს სამ ავიამზიდს და მათ გემბანზე 500-ტონიანი ბომბები ჩამოყარეს.თვითმფრინავების მეორე ტალღამ ტორპედოებით შეუტია ავიამზიდებს და მოკლე ხანში სამივე მათგანი უკვე ანთებულ ჩირაღდანს ჰგავდა,თან ისე რომ,ვერც ერთმა იაპონურმა თვითმფრინავდა აფრენა ვერ მოასწრო.
დღის მეორე ნახევარში ამერიკულმა წყალქვეშა ნავმა “ნაუტილუსმა”
სამი ტორპედო გაუშვა “სორიუსკენ”.ავიამზიდისთვის ეს უკვე სასიკვდილო დარტყმა იყო და სულ მალე ჩაიძირა.საღამოს იგივე ბედი ეწია “კაგასაც”.

იაპონელელთა ავიაცია “იორკტაუნს” უტევს

იაპონელები დანებებას არ აპირებდნენ.ბრძოლისუნარიანობას ჯერჯერობით “ჰისიუ” ინარჩუნებდა.მათ შეძლეს ესკადრილიის ფორმირება 18 ბომბდამშენით(მეთაური,ლეიტენანტი მიტიუ კაბაიში),ესკორტათ მიყვებოდათ 8 ავიაგამანადგურებელი ZERO (მეთაური სიგემაცუ).იაპონურმა თვითმფრინავებმა აფრენისთანავე ამერიკული ავიამზიდი “იორკტაუნი” აღმოაჩინეს და საკმაოდ დააზიანეს.
“ჰისიუს” გასანეიტრალებლად “ენტერპრაიზზე” დამრტყველი დაჯგუფება შექმნეს 25 თვითმფრინავის შემადგენლობით.მოგვიანებით მათ შეუერთდა ავიამზიდ “ჰორნეტის” 15 ბომბდამშენი.ამერიკელებმა ერთდროულად რამდენიმე მხრიდან შეუტიეს “ჰირიუს”,რომელსაც მხოლოდ 6 ავიაგამანადგურებელი იცავდა.იაპონელებმა ჯერ კიდევ მცურავი,მაგრამ სრულიად უიმედო მდზგომარეობაში მყოფი ავიამზიდი “ჰირიუ” და “აკაგი” 5 ივნისს,გამთენიისას ჩაძირეს.
ბრძოლის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო.თუმცა აქა-იქ ლოგიკური შეტაკებები მაინც ხდებოდა.6 ივნისს ამერიკელებმა ორ იაპონურ მძიმე კრეისერს,”მიკუმასა”და”მოგამის” შეუტიეს.”მიკუმი” ჩაიძირა,ხოლო “მოგამიმ” მძიმე დაზიანებით იაპონიის სანაპიროს მაინც მიაღწია.7 ინვისს იაპონურმა წყალქვეშა ნავმა მძიმედ დაზიანებული “იორკტუნისკენ” ორი ტორპედი გაუშვა და ჩაძირა.
ვიცე-ადმირალ ნაგუმოს სხვა გზა არ დარჩენოდა,თავისი გადარჩენილი ხომალდების უკან გაბრუნების გარდა.ოპერაცია,რომელიც მოწინააღმდეგის სრულ განადგურებას ითვალისწინებდა,მას კატასტროფად შემომოუბრუნდა.
იაპონელებმა ოთხივე ავიამძიდი დაკარგეს.განადგურდა 1 მძიმე კრეისერი,250 თვითმფრინავი და 2500 სამხედრო მოსამსახურე.მათ შორის იყვნენ იაპონიის ავიაციის საუკეთესო მფრინავები.ცხადი იყო,რომ იაპონელები ასეთ ზარალს ვერ აანაზღაურებდნენ.მაგრა, ყველაზე საშინელი ის იყო,რომ იმპერიამ წყნარ ოკეანეში სტრატეგიული ინიციატივა დაკარგა და იძულებული გახდა,ყველა მიმართულებით თავდაცვაზე გადასულიყო.
ამერიკელთა დანაგარგი შეადგენდა 1 ავიამზიდს,1 საესკადრო ნაღმოსანს,150 თვითმფრინავს და 207 სამხედრო მოსამსახურეს.

ოპერაცია “შურისზიება”
რადიოადაზვერვის მნიშვნელობა ამერიკელების გამარჯვებაში ფასდაუდებელი იყო.მატ კიდევ ერთხელ შეასრულა გადამწყვეტი როლი.საქმე ამჯერად თვით იამამოტოს სიცოცხლეს ეხებოდა.
1942 წლის აპრილში ადმირალი ინსპექტირების მიზნით გაემგზავრა წყნარ ოკეანეში განლაგებულ იაპონურ სამხედრო-საზღვაო ბაზებზე.ამერიკულმა დაზვერვამ მოწინააღმდეგის რადიოგრამის გაშიფვრით შეიტყო,რომ 18 აპრილს დილის 6 საათზე იამამოტო კუნძულ ახალ ბრიტანეთზე განთავსებული რაბაულის ბაზიდან კინძულ ბუგენვილზე უნდა გამგზავრებულიყო.ცნობილი იყო ისიც,რომ იამამოტო “ბეტის” ტიპის ბომბდამშენით დაფრინავდა,რომელსაც მუდამ ახლდნენ ZERO-ს ტიპის ავიაგმანადგურებლები.აშშ-ის სარდლობა იაპონელ ადმირალს მიიჩნევდა დამნაშავედ პერლ-ჰარბორის ტრაგედიაში და მისი ლიკვიდაცია განიხილებოდა,როგორც სამართლიანი შურისძიების აქტი.
ოპერაცია ვაშინგტონში პრეზიდენტ რუზველტის დონეზე წყდებოდა.ამერიკული ავიაგამანადგურებლები გუადალკანალის ბაზიდან აფრინდნენ და იამამოტოს ესკორტს გზა გადაუჭრეს.ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ ყველა იაპონური თვითმფრინავი გაანადგურეს.
ტოკიოში იამამოტოს სიკვდილი შემთხვევითობად მიიჩნიეს,იმის გაფიქრებაც არ სურდათ,რომ მათი კოდები გაშიფრული იყო,ეს ამერიკელებსაც არ აძლევდა ხელს.ოპერაცია “შურისძიების” ყველა დეტალი მხოლოდ ომის შემდეგ გახდა ცნობილი.
სხვაგვარად წარიმართა ვიცე-ადმირალი ნაგუმოს ბედი,1944 წელს ის იაპონიის წყნარი ოკეანის ფლოტის სარდლად დაინიშნა,რომლის შტავი განლაგებული იყო კუნძულ საიპანზე.ივნისში ამერიკელებმა კუნძულზე საზღვაი ქვეითთა დესანტი გადასხეს.დიდი წინააღმდეგობით მიუხედავად,იაპონელებმა უკან დაიხიეს.ადმირალი ხვდებოდა,რომ დახმარება არსაიდან მოდიოდა და რომ ომი უკვე წაგებული ჰქონდა.ნაგუმომ ყტყვედ ჩავარდნას სიკვდილი არჩია და 1944 წლიის 6 ივნისს თავი მოიკლა.
ამერიკელი ადმირალი ჩესტერ ნიმიცი ისტორიაში შევიდა,როგორც მეორე მსოფლიო ომის ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საზღვაო მეთაური.მემუარებში მან თქვა:”მიდუეისთან ჩვენს გამარჯვებას უნდა ვუმადლობდეთ რადიოდაზვერვას.მოწინააღმდეგემ,რომლიც რომელიც ჩვენზე მასირებულ იერიშებს გეგმავდა,თვითონვე იგემა ჩვენი მასირებული იერიშები”.
ამერიკულმა სამხედრო-საზღვაო ბაზამ მიდუეიზე 1993 წლამდე იარსება.დღეს კუნძულს აშშ-ის ეროვნული ნაკრძლის სტატუსი აქვს.გარდა ამისა,მიდი გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე,საგანგებო შემთხვევებისთვის კუნძულზე მიდმივად მზად არის 300 მეტრიანი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი.

 

წყარო : ანზორ დიხამინჯია,ისტორიულ შემეცნებითი ჟურნალი “ისტორიანი”.

თეგები

მსგავსი ამბები

Close
Close