გასართობისაკითხავისასარგებლო

დოილ ბრანსონი – პოკერის ნათლიმამა

დოილ ბრანსონი

 ნომერ პირველი, გავლენიანი პერსონა პოკერის სამყაროში, პოკერის დიდების დარბაზის, ღირსეული წევრი და პოკერის ლეგენდა, დოილ ბრანსონი, 1933 წლის 10 აგვისტოს, ტეხასის ქალაქ, “Longworth-ში“ დაიბადა.  დოილი არ გაზრდილა ფუფუნებაში, ისიც იმავე სკოლაში დადიოდა, რომელშიც მისი თანატოლები, ისიც იგივენაირად ერთობოდა, როგორც მისი მეგობრები, მაგრამ სხვებისგან შრომისმოყვარეობითა და მიზანსწრაფულობით გამოირჩეოდა. პატარაობიდანვე სპორტით იყო დაკავებული და “All State Texas–ის“ საკალათბურთო ნაკრებში თამაშობდა. საჩემპიონატო სეზონების დროს, მაქსიმალურად ხარჯავდა თავის შესაძლებლობებს, ხოლო სეზონის დასრულების შემდეგ, ყოველ დღე დარბოდა რამდენიმე კილომეტრს, რომ ფორმაში ყოფილიყო.

 სკოლის დამთავრების შემდეგ, დოილმა, ქალაქთან ახლოს მდებარე, „Hardin-Simmons–ის“ უნივერსიტეტში ჩააბარა. ზუსტად ამ დროს დაიწყო მან პოკერის ერთ–ერთი უმარტივესი სახეობის, „Five-card Draw–ს“ თამაში, მაგრამ პოკერს, უყურებდა ისე, როგორც უბრალო, დროის გასაყვან, გასართობ საშუალებას, ხოლო საკალათბურთო კარიერის აწყობას ისევ თავდაუზოგავად განაგრძობდა.

Five-Card Draw

სურათზე: Five-Card Draw

 ბრანსონით „Minneapolis Lakers–ი“ იყო დაინტერესებული, მაგრამ მუხლის ტრავმამ, დოილის სამომავლო გეგმები პროფესიონალური კალათბურთის შესახებ, თავდაყირა დააყენა. ბრანსონის დროს კალათბურთელები ისეთივე ფუფუნებაში არ ცხოვრობდნენ, როგორც ახლა. მათ არ ჰქონდათ ისეთივე მაღალი ხელფასები, როგორსაც ახლანდელ კალათბურთელებს უხდის „NBA” ამიტომ, დამატებითი შემოსავლისათვის დოილმა მუშაობა დაიწყო ქარხანაში, სადაც ტვირთავდა ხის მასალას. ერთ დღესაც, ჩამოტვირთვისას, რამდენიმე ტონა ხე, დაცურდა, დოილს ფეხზე დაეცა და ორ ადგილზე გადატეხა. 2 წლის მანძილზე, მას არათუ კალათბურთის თამაში, არამედ ნორმალურად გავლაც კი არ შეეძლო, რამაც მის საკალათბურთო კარიერას წერტილი დაუსვა.
მიუხედავად დოილის სურვილისა, ის იძულებული გახდა, სპორტისათვის თავი დაენებებინა და სწავლაზე გადართულიყო. ბრანსონმა 1954 წელს დაიცვა ბაკალავრის ხარისხი და იმავე წელს, ადმინისტრირებისა და მენეჯმენტის დარგში, დაიცვა მაგისტრის ხარისხი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბრანსონი სტუდენტობიდანვე თამაშობდა პოკერს და თამაშობდა წარმატებით. მართალია, იმ დროს, პოკერით ნაშოვნი ფულით არ გამდიდრებულა დოილი, მაგრამ მოგებული თანხა, გარკვეულ ხარჯებს უფარავდა და მისი ფული მუდამ გააჩნდა. მუხლის ტრავმის შემდეგ კი პოკერის თამაში, უფრო ინტენსიურად განაგრძო ახალგაზრდა დოილმა.

უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ბრანსონმა მუშაობა დაიწყო საკანცელარიო მაღაზიაში და რამდენიმე დღის შემდეგ, მიიწვიეს პოკერის ერთ–ერთი სახეობის, „Seven-card Stud-ის“ სათამაშოდ, სადაც მან, სამ საათში შეძლო მოეგო იგივე თანხა, რა თანხასაც ერთ თვეში, ხელფასის სახით უხდიდნენ. ამის შემდეგ, დოილი ყოველ დღე თამაშობდა პოკერს, დღითიდღე იხვეწებოდა და მიხვდა, რომ პოკერით გაცილებით, უფრო მეტი ფულის შოვნა შეეძლო ვიდრე მუშაობით. სამსახური დატოვა და გახდა პროფესიონალი პოკერის მოთამაშე.

Seven-Card Stud
სურათზე: Seven-Card Stud

 ბრანსონის დროს, პოკერი არალეგალურ თამაშად ითვლებოდა, რომელსაც უმეტესწილად კრიმინალები თამაშობდნენ, ამიტომ არც თუ ისე მარტივი იყო პატიოსნად თამაში, რადგან კრიმინალები მუდამ, არ იცავდნენ წესებს. ბრანსონის თქმით, მას რამდენჯერმე თავს დაესხნენ, იარაღის მუქარით გაძარცვეს და მთელი თანხა წაართვეს. ამ პერიოდში დოილმა გაიცნო, მის მომავალი პარტნიორი და მეგობარი დუეინ ჰემილთონი. ისინი ერთად მოგზაურობდნენ ტეხასში, ოკლაჰომასა და ლუიზიანაში, რომ საშუალება ჰქონოდათ მონაწილეობა მიეღოთ, უფრო დიდ თამაშებში. ზუსტად ერთ–ერთი ასეთი მოგზაურობის დროს შეხვდნენ და დაუმეგობრდნენ პოკერის ორ ლეგენდას, ამარილო სლიმსა და სეილორ რობერთსს. მათ იცოდნენ, რომ ოთხივე მათგანი პოკერს კარგად თამაშობდა და გადაწყვიტეს ერთ გუნდად შეკრულიყვნენ, მაგრამ ჰემილთონმა, მეგობრებისადმი დიდი პატივისცემის მიუხედავად, უარი თქვა შემოთავაზებაზე და ქალაქში დაბრუნება არჩია, ხოლო ბრანსონმა, ამარილო სლიმმა და სეილორ რობერთსმა ერთად განაგრძეს მოგზაურობა.

თომას ოსთინ
სურათზე: თომას ოსთინ “Amarillo Slim” პრესტონი

 დოილის თქმით, ისინი დადიოდნენ ყველგან, სადაც თამაშის შანსი იქნებოდა და თამაშობდნენ ყველაფერს, რისი თამაშიც კი შეიძლებოდა, ძირითადად კი პოკერს და გოლფს. ერთ გუნდად შეკრული, სამი, პროფესიონალი, პოკერის მოთამაშე, ეს ხუმრობა ნამდვილად  არ იყო. ისინი წარმოადგენდნენ სერიოზულ ძალას და უმეტესწილად, რა თქმა უნდა, იგებდნენ, მოგებული ფულის ნაწილს კი აგროვებდნენ. ექვსი წლის შემდეგ, პარტნიორებმა, პირველი ერთობლივი, „გასეირნება“ მოაწყვეს ლას ვეგასში მაგრამ აღმოჩნდა, რომ ამისათვის მზად არ იყვნენ და ექვსი წლის განმავლობაში ნაგროვები თანხა მთლიანად წააგეს. ამ მარცხის შემდეგ, გადაწყვიტეს, შეეწყვიტათ თამაში, როგორც პარტნიორებს და დარჩენილიყვნენ კარგ მეგობრებად.

Sailor Roberts
სურათზე: ბრაიან “Sailor” რობერთსი

 1960 წელს დოილმა გაიცნო მისი მომავალი მეუღლე ლუსი, რომელზეც 2 წლის შემდეგ დაქორწინდა. ლუსის და დოილს თავიდან ყველაფერი კარგად აეწყოთ, ლუსი დაფეხმძიმდა. მაგრამ რამდენიმე თვეში, დოილს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. მას, კისერზე სიმსივნე აღმოაჩნდა. ექიმების თქმით, ბრანსონის გადარჩენა შეუძლებელი იყო, მაგრამ რამდენიმე თვით სიცოცხლის გახანგრძლივების მიზნით, გაუკეთებდნენ ოპერაციას, რათა მისი ახალშობილის ნახვის შესაძლებლობა ჰქონოდა. მართლაც, გაუკეთეს ოპერაცია და მოხდა სასწაული, ექიმებმა ნახეს, რომ ოპერაციის შემდეგ სიმსივნე ორგანიზმიდან გამქრალიყო და ბრანსონი სრულიადგამოჯანმრთელებულიყო. სასწაულებრივად გადარჩენის მიზეზად, ბრანსონი მისი მეგობრებისა და ოჯახის წევრების, მხურვალე ლოცვასა მიიჩნევს. დოილის რელიგიისადმი ასეთი დამოკიდებულება, ნამდვილად დასაფასებელი და მისასალმებელია. ნებისმიერი პროფესიის ადამიანი და მითუმეტეს, პოკერის პროფესიონალი მოთამაშე, დარწმუნებული უნდა იყოს მის ძალებსა და შესაძლებლობებში და უნდა სჯეროდეს მისი გადაწყვეტილების ჭეშმარიტების. მართალია ბრანსონს ყველა ეს თვისება ჰქონდა და აქვს, მაგრამ სიკვდილს გადარჩენის სასწაულებრივი ფაქტის შემდეგ, ბრანსონი დარწმუნებული იყო, რომ იმ დროისათვის არ არსებობდა მოთამაშე, ვინც მის დამარცხებას შეძლებდა რადგან მან შეძლო და თვით სიკვდილი დაამარცხა. ზუსტად ამიტომ, დოილმა მოახდინა სასწაული, ოპერაციის შემდეგ ზედიზედ 54 თამაში დაასრულა დაუმარცხებლად. ეს გამოცდილებისა და საკუთარი ძალების რწმენის შედეგია, რაც ყველა პროფესიონალ პოკერის მოთამაშეს, აუცილებლად უნდა გააჩნდეს.

 დოილის მეუღლემ რამდენიმე თვეში იმშობიარა და მათ პირველი ქალიშვილი გაუჩნდათ, რომელსაც სახელად დოილა დაარქვეს. სამწუხაროდ, დოილა 18 წლის ასაკში, პოტასიუმის ჭარბი დოზის მიღების გამო, გარდაიცვალა, რის შემდეგაც ბრანსონმა დაიწყო ქრისტიანული ლიტერატურის კითხვა და მოინათლა ქრისტიანად.

 პოკერი თანდათან ფართოვდებოდა და ემატებოდა მოთამაშეები. ამიტომ, 1970 წელს, დოილი ოჯახთან ერთად, საცხოვრებლად, სად გადავიდოდა თუ არა, ლას ვეგასში? ის განაგრძობდა პოკერის თამაშს და ერთხელ, ერთ–ერთ ტურნირზე გასვლისას, მისი სახელი უნდა გამოეცხადებინათ, როგორც „Texas Doyle” მაგრამ ჯიმი შნაიდერმა გამოაცხადა შეცდომით, როგორც „Texas Dolly” ზედმეტსახელი „Dolly” კი, რაც თოჯინას ნიშნავს, შერჩა ბრანსონს და მისი ახლო მეგობრები, მას დღესაც „Dolly-ის“ ეძახიან. მას ასევე იცნობენ, როგორც „Big Pappa” და “The Godfather Of Poker”  ანუ „პოკერის ნათლიმამა“

Bellagio
სურათზე: Bellagio

„World Series Of Poker–ი“ 1970 წელს დაარსდა და ბრანსონიც, 1970 წლიდან დღემდე, ყოველ წელიწადს მონაწილეობს მასში. 1972 წელს მან დაიკავა მესამე ადგილი, ხოლო 1976 და 1977 წლებში გავიდა პირველ ადგილზე და გახდა „World Series Of Poker–ის“ ჩემპიონი.

 1978 წელს, ბრანსონმა გამოსცა წიგნი„სუპერ სისტემა“ რომელიც აღიარებულია, როგორც პოკერის ერთ–ერთ ყველაზე ფასეულ წიგნად. მასში დოილი წერს თუ როგორ თამაშობენ პროფესიონალი პოკერის მოთამაშეები, პოკერს და დამწყებ მოთამაშეებს ასწავლის პოკერის ტექნიკას. ამის გამო, მისმა თანამედროვე პოკერის პროფესიონალებმა, ჰკითხეს ბრანსონს თუ რატომ ასწავლიდა სხვებს იმას, რითიც ისინი ფულს შოულობდნენ, ბრანსონმა კი უპასუხა, რომ წიგნში არსებული ინფორმაცია მისთვის ძალიან ძვირადღირებულია, მაგრამ დროა პოკერში ახალი სახეები ვიხილოთო. 2004 წელს გამოვიდა „სუპერ სისტემა 2“ ანუ „სუპერ სისტემის“ განახლებული ვარიანტი. ბრანსონი ასევე არის ავტორი, წიგნისა „ჩემპიონის პოკერსიბრძნე“ რომელიც გამოსცა 1984 წელს, ლილ სტუარტმა გამოსცა, სახელით „According to Doyle” („დოილის მიხედვით“)

Super System

                სურათზე: წიგნი “Super System” (სუპერ სისტემა)                                     

 ბრანსონის სახელს, Texas Hold’em–ის ორი „ხელი“/დარიგება ატარებს. პირველი არის ნებისმიერი ფერის 10 და 2. რადგან 1976 და 1977 წლებში, დოილმა ზუსტად ამ კარტით შეადგინა ფულ ჰაუსი და მოიპოვა “World Series Of Poker–ის“ ჩემპიონის ტიტული. მეორე „ხელი“ კი არის ნებისმიერი ფერის ტუზი და დედოფალი, (AQ) რომელიც ატარებს სახელს „Doyle Brunson” რადგან, როგორც ბრანსონი „სუპერ სისტემის“ 519 გვერდზე წერს, ის არასდროს თამაშობს AQ დარიგებას. ხოლო „სუპერ სისტემა 2–ში“ კი წერს, რომ ის ცდილობს, არასდროს ითამაშოს AQ –ით.

Doyle Brunson T2
სურათზე: დოილ ბრანსონი

 დოილის ვაჟი ტოდი, პროფესიონალი პოკერის მოთამაშეა. მან მოიგო 2005 წლის “World Series Of Poker–ის” სამაჯური (ბრასლეტი) Omaha Hi-Lo-ში, რომლის შემდეგაც ბრანსონები გახდნენ პირველი, “WSOP–ის“ სამაჯურის მფლობელი მამა–შვილი. ასევე დოილის ქალიშვილი პამელაც თამაშობს პოკერს. ის გავიდა 2007 და 2009 წლის WSOP–ის Main Event–ზე, სადაც დაამარცხა როგორც დოილი, ასევე ტოდი. ბრანსონებს, პოკერი, აშკარად, კარგად გამოსდით.

 ბრანსონი, უკვე 50 წელზე მეტია, პროფესიონალი პოკერის მოთამაშეა. ამ დროის განმავლობაში მან მრავალი რეკორდი მოხსნა, მოიპოვა უამრავი გამარჯვება და რაც მთავარია, მოიპოვა ხალხის სიყვარული და დაფასება. დოილი არის პირველი პოკერის მოთამაშე, რომელმაც პოკერის ტურნირებში მილიონი დოლარი მოიგო. მას მოგებული აქვს 10 WSOP-ის ბრასლეტი. ის არის ორგზის (1976წ. 1977წ) მსოფლიო ჩემპიონი, პოკერში. მხოლოდ ბრანსონსა და ბილ ბოიდს აქვთ მოგებული WSOP–ის ბრასლეტი, ზედიზედ 4–ჯერ, ოთხი წლის განმავლობაში, მიყოლებით. დოილი არის ერთ–ერთი იმ 5 მოთამაშიდან, რომელთაც მოპოვებული აქვთ, როგორც World Series Of Poker-ის, ასევე World Poker Tour–ის ჩემპიონის ტიტული. დოილ ბრანსონი, არის პოკერის დიდების დარბაზის ღირსეული წევრი, 1988 წლიდან. 2006 წელს “Bluff Magazine-მა“ დოილ ბრანსონი დაასახელა, როგორც ნომერ პირველი გავლენიანი პერსონა, პოკერის სამყაროში.

დღესდღეობით, 79 წლის დოილ ბრანსონი, მსოფლიო პოკერის უდიდეს თამაშებსა და ჩემპიონატებში მონაწილეობს. თამაშობს „Bellagio-ში“ $4.000/$8.000 Mixed პოკერს, მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ „Bobby’s Room–ში“

Bobby's Room
სურათზე: Bobby’s Room

 კაზინოში, დოილის, უბრალოდ გამოჩენაც კი საკმარისია, რომ ის ხდება ხალხისა და მედიის ყურადღების ცენტრში. ბრანსონმა მსოფლიოს დაუმტკიცა, რომ ის არის პოკერის უდიდესი მოთამაშე, მოხსნა მრავალი რეკორდი, მოიპოვა უამრავი ტიტული, კვლავ განაგრძობს ჩვეულ ფორმაში ყოფნას და მზად არის, მისი ბრასლეტების კოლექციას, კიდევ რამდენიმე ბრასლეტი შემატოს.

იმედია, სტატია მოგეწონათ და პოკერის ნათლიმამის შესახებ, გაიგეთ უფრო მეტი, ვიდრე აქამდე იცოდით. გთხოვთ,
გაგვიზიაროთ თქვენი შთაბეჭდილებები სტატიის შესახებ. ჩვენ მუდამ მზად ვართ, ამომწურავი პასუხი გავცეთ ჩვენს მკითხველს.
გმადლობთ ყურადღებისათვის.

თითოეულ თქვენგანს, გისურვებთ წარმატებებს პოკერის მაგიდასთან. :))

 წყარო : http://www.facebook.com/PokerStarsGeorgia

თეგები

PokerStars - Georgia

შემოგვიერთდი და აღმოაჩინე პოკერვარსკვლავი შენში. www.PokerStars.com www.YouTube.com/PokerStarsGeorgia www.facebook.com/PokerStarsGeorgia

მსგავსი ამბები

Close
Close