საკითხავისასარგებლო

უდაი ჰუსეინის დაუოკებელი ჟინი

სადამ ჰუსეინის უფროსი ვაჟის, უდაი ჰუსეინის სისუსტე ქალები და ავტომანქანები იყო. მის სისასტიკეზე ბევრს წერდნენ, თუმცა რა არის მართალი და რა არა ვერასოდეს ვერავინ გაიგებს. როდესაც ბაღდადის ქუჩებში თეთრი მერსედესი გამოჩნდებოდა ყველამ იცოდა რომ იგი პრეზიდენტის ვაჟი იყო. თუმცა ისიც ყველამ იცოდა რომ მას სხვა მანქანებს როლს როისი ერჩია. მისი ავტოსადგმი ყველაზე ძვირად ღირებული მანქანებით იყო სავსე. მას ისე უყვარდა ისინი, რომ დღეში რამდენჯერმე ჩადიოდა მის სანახავად. ხან ერთ მანქანას ითხოვდა და ხან მეორეს. გამგზავრებამდე ერთი საათით ადრე უეცრად წითელი ფერარის ნაცვლად მოითხოვდა ცისფერს. ზოგჯერ თავისის კოსტუმის შესაფერის მანქანას არჩევდა, ძვირადღირებულ კოსტუმებს კი ყიდულობდა პარიზსა და ნიუ იორკში. ყველაზე მეტად კი ვერსაჩეს სამოსი უყვარდა. მამის 24 წლიანი პრეზიდენტობისას მან მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და უჩვეულო სხვადასხვა ფერის მოოქროვილი დეტალების მქონე კლასიკური, სპორტული და რეტრო მანქანების კოლექცია შეაგროვა. უდაისთვის მანქანების შეგროვება ნამდვილი ჟინი იყო.


სადამ ჰუსეინს მიაჩნდა , რომ მისი შვილი ფულს უყაირათოდ ხარჯავდა. უდეი ვალდებული იყო მამისთვის ანგარიში გაეწია და ავტომობილების უმეტესობას ინახავდა სარდაფებში და საიდუმლო სადგომებში. მამის რისხვის ძალიან ეშინოდა. ერთხელ სადამ ჰუსეინი ისე გაბრაზდა , რომ ბრძანება გასცა უდეის 50 ავტომანქანა გაენადგურებინთ. 1995 წელს ბაღდადის საპრეზიდენტო სასახლის მიწისქვეშა სადგომში მდგომი უდაის მანქანები ჯართად აქციეს.


სადამ ჰუსეინის უფროს ვაჟს სტანდარტული მოდელები არ აკმაყოფილებდა , განსაკუთრებულზე ოცნებობდა , ამიტომ იყო მისი მანქანების უმრავლესობა მოდიფიცირებული. ერთ მერსადესის მოდელში მისი ბრძანებით 150 ცვლილებაც კი შეიტანეს. უდაიმ ქუვეითის ოკუპაციით ისარგებლა და იქიდან ბევრი მანქანა ჩამოიყვანა, რომლებიც ბაღდადში გადაზიდა ბორნით. როდესაც უდაი ერაყში რომელიმე ცნობილ ადამიანს ხვდებოდა, მით უმეტეს უცხოელს, ყოველთვის ცდილობდა ახალი მანქანა ჩაეგდო ხელში. ამის გასაკეთებლად არანაირი საშუალების არ ერიდებოდა.დოკუმენტების მიხედვით , სასურველი ავტომანქანის შესაძენად იგი ყველაფერს კადრულობდა. უდაიმ ამ ფირმის 5 მანქანა შეიძინა, მათ შორის ერთ-ერტი ხის ინსტრუმენტების პანელითა და კონდიციონერით. მას იმდენი მანქანა ქონდა რომ ზოგიერთიტ არასოდეს არ უმგზავრია. გაეროს სანქციების მიუხედავად, უდაი სადამ ჰუსეინის პრეზიდენტობის უკანასკნელ დღემდე ყიდულობდა მანქანებს. 2001 წელს მან იორდანიიდან გადმოიყვანა ბენტლი, რომელსაც ასაწევი ძარა ჰქონდა და 230 ათას ფუნთზე მეტი ღირდა. იგი თავის წარმომადგენლებს მოლაპარაკებების გასამართავად საზღვარგარეთ აგზავნიდა, ისინი მანქანის გასაკეთებელ დეტალებზე მწარმოებლებს წინასწარ უთანხმდებოდა. სადამის ხელისუფლების დამხობის შემდეგ უდაის მანქანების უძვირფასეს კოლექციას რა ბედი ეწია, ცნობილი არ არის. მხოლოდ ის გაირკვა რომ სადამის ვაჟის კოლექციიდან სამი მანქანა ნაწილებად დაშალეს. ერაყის ფინანსთა მინისტრმა განაცხადა რომ უდაის დანარცენი მანქანები აუქციონზე გაიყიდებოდა.

თეგები

boy_g

i love ucnauri.com

მსგავსი ამბები

Close
Close