ამ სურათებზე ჩანს, თითქოს ეს არის ნამდვილი, რეალური დიდი სატადიონი. სინამდვილეში კი, ეს მცირე ზომის სტადიონია, რომელიც კონსტრუირებულიაLego-ებისგან… LEGO -ს კომპანიის მთავარი პროდუქცია არის სათამაშო კონსტრუქტორების სერია. ეს არის სპეციფიკური გეომეტრიული და არაგეომეტრიული ფიგურებისგან შესადგენი კონსტრუქტორები, რაშიც შედის როგორც კაცუნები, ასევე სხვადასხვა ნივთი, შენობა, გადაადგილების საშუალება…
ლეგოს ჯგუფს საფუძველი ჩაეყარა ოლე კირკ კრისტიანსენის სახელოსნოში ბილუნდში (დანია), რომელმაც 1932 წელს დაიწყო ხის სათამაშოების წარმოება. 1934 წელს კომპანიას ეწოდა LEGO რომელიც წარმოიქმნა დანიური ფრაზიდან “leg godt” , რომელიც ითარგმნება ქართულად და ნიშნავს „ითამაშე კარგად“. ხოლო 1947 წლიდან ლეგოს კომპანია აწარმოებს პლასტმასის სათამაშოებს.
დღესდღეობით, დიდი პოპულარობით სარგებლობს ლეგოს გიგანტური პარკი, რომელშიც მთელი ქალაქების მინიატურული ვერსიებია წარმოდგენილი…