ახალი ამბებიკრეატივისაკითხავი

უძველესი საოცრებები

მსოფლიოს შვიდი საოცრების სია,რომლის უტყუარობასაც შუა საუკუნეების ყველა მეცნიერი ეთანხმებოდა,დღემდე არ შეცვლილა.
მიუხედავად ამისა,მსოფლიოში კიდევ არაერთი არანაკლებ საოცარი ნაგებობა არსებობს,რომელთა ნაწილი სიის შემდგენელთათვის უცნობი იყო.ამ ნაგებობათა შორისაა ევროპასა და აზიაში აგაებული ტაძრები”დაკარგული ქალაქები”პერუსა და იტალიაში,ჩინეთის დიდი კედელი და იდუმალებით მოსილი სთოუნჰენჯი.შთამბეჭდავია იმ უძველეს მშენებელთა ოსტატობა,რომლებიც ამ ბრწყინვალე ნაგებობებს ქმნიდნენ,რისთვისაც ხშირად დიდძალი სამშენებლო მასალის თითქმის მიუვალ ადგილებზე მიტანა უხდებოდათ.მათ წინაშე მდგარი მრავალი სირთულის მიუხედავად,ამ მშენებლების მიერ შექმნილმა ბრწყინვალე ნაგებობებმა ათასწლეულებს გაუძლეს.

ჩინეთის დიდი კედელი

ცინ ში ჰუანდიმ,გაერთიანებული ჩინეთის პირველმა მმართველმა ძვ.წ.220წელს დიდი კედლის მშენებლობა დაიწყო,რომელსაც ქვეყანა ჩრდილოელი დამპყრობლისგან უნდა დაეცვა.მსოფლიოში ყველაზე გრძელი კედლის ძირითადი ნაწილის სიგრძე 3460კილომეტრია.მისი სიგრძე-5.5მეტრი ჯარისკაცების 10-კაციან მწკრიებად გადაადგილების საშუალებას იძლევა.მაღალი საგუშაგო კოშკებიდან კედლის მცველები ერთმანეთს შედყობინებებს გადასცემდნენ.მსოფლიოში ყველაზე გრძელი და განსაცვიფრებელი ნაგებობის,ჩინეთის დიდი კედლის გარეგნული სილამაზისა და გრანდიოზულობის მიღმა ბევრი ამმოუცნობი საიდუმლოება იმალება:ცოცხლად ჩატანებული მეომრები,დაკარგული საგანძური,მიწისქვეშა სამალავები,უცხოპლანეტელებთან კავშირი და ა.შ.-ეს ყველაფერი ჩინეთის დიდი კედლის დღემდე იდუმალებით მოცული მხარეა.

მაჩუ პიკჩუ

არცერთ ევროპელს არ უნახავს მდებარე დაკარგული ქალაქი მაჩუ პიკჩუ1911წლამდე,როდესაც ის ამერიკელმა არქეოლოგმა ჰაირამ ბინგენმა აღმოაჩინა.ადგილმდებარეობა ანდების მთებში ჩამალულ ამ ქალაქს,რომელიც ინკებმა ააგეს დაახლოებით 1450წელს,მიუვალ ციხესიმაგრედ აქცევდა.მაჩუ პიკჩუ კიბისებრი ტაძრის გარშემო გაშენებული რელიგიური ცენტრი იყო.შენობები ქვით იყო ნაგები.ქვები ერთმანეთზე საოცრად მჭიდროდ და მყარად ეწყო თუმცა კირხსნარით ,შედუღაბებული არ იყო.ქალაქის ერთ ნაწილს

ინკები მზისა და ვარსკვლავების შესწავლისთვის იყენებდნენ,ხოლო ქალაქის გარშემო გამოჭრილ ტერასებზე მარცვლეული მოჰყავდათ.მაკჩუ პიკჩუ გაშენებულია მთაზე,რომლის სამი მხრიდან ციცაბო ფერდობი ეშვება.ამ ქალაქის მაღალი კლდე მტრის შეტევებისგან იცავდა,აქედან გუშაგები ადვილად ამჩნევდნენ მოახლოებულ მტერს.

ბორობუდური

მსოფლიოში უდიდესი ბუდისტური ტაძარი,ბორობუდური,რომელიც ინდონეზიის კუნძულ იავაზე მდებარეობს,ახ.წ.778-850წლებში აშენდა.პირამიდის ფორმის ამ ნაგებობის სიმაღლე31.5მეტრია.ის ვულკანური ქვებისგანაა აგებული.ტაძარი რამდენიმე პლატფორმისგან შედგება,რომლებიც ბუდისტის ცხოვრების თითოეულ საფეხურს ასახავს-უმეცრებიდან ნირვანამდე.ტაძარში ბუდას 500-ზე მეტი ქანდაკებაა.აქვეა ზარის ფორმის სამლოცველოები,რომლებშიც ბუდას ქანდაკება დგას.

პომპეი

ახ.წ 79წელს იტალიის ქალაქი პომპეი ვულკან ვეზუვის ამოფრქვევამ გაანადგურა.2000მოქალაქე მომწამლავმა გაზებმა და ვულკანიდან ამოფრქვეულმა ფერფლის წვიმამ იმსხვერპლა,რომელმაც ქალაქი 4 მეტრის სისქის ფერფლით დაფარა.მაგრამ,ამავე დროს,ფერფლმა დანგრევისგან დაიცვა შენობები-თეატრი,საცხოვრებელი სახლები,ტაძრები და მაღაზიები,რომლებიც მრავალი საუკუნის შემდეგ არქეოლოგებმა გათხარეს.მრავალი შენობა კედლის მხატვრობა და საყოფაცხოვრებო საგნები აღმოაჩინეს,რომლებიც მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა უძველესი ხალხის ყოველდღიური ცხოვრების შესახებ.

ანგკორ ვატი

ანგკორ ვატი,რომელიც ერთ დროს ქხმერების იმპერიის დედაქალაქი იყო,უზარმაზარი სატაძრო კომპლექსია,რომელიც მე-12 საუკუნეში მეფე სურიავარმან 2-მააგო.ეს მეფე აქვეა დასაფლავებული.ანგკორ ვატი,სადაც ბერების მცირერიცხოვანი ჯგუფი ცხოვრობდა,სრულიად უცნობი იყო 1861 წლამდე,როდესაც ის ფრანგმა ნატურასისტმა ანრი მუომ აღმოაჩინა.მოგვიანებით არქეოლოგებმა მიაგნეს ტაძარს,რომელიც ინდუისტთა ღმერთ ვიშნუს მიეძღვნა.ტაძარში,სადაც მრავალი თხრილი და ტბა მდებარეობს,არაერთი ბრწყინვალე ქანდაკება ინახება.სამწუხაროდ,ტაძრის შენობები მე-20საუკუნის ომებმა დააზიანა.

აკროპოლისი

საბერძნეთის ქალაქ ათენის აკროპოლისი ზღვის დონიდან 45 მეტრზე სიმაღლეზე მდებარეობს.მისი სახელი”ზემო ქალაქს”ნიშნავს.აკროპოლისი მაღალ მთაზე იდგა,რომელიც ადვილი დასაცავი იყო მტრისგან.ერთ დროს მეფეების საცხოვრეელი,აკროპოლისი მრავალი წლის განმავლობაში ათენის რელიგიური ცენტრი იყო.აკროპოლისის ყველაზე ცნობილი ტაძარია პართენონი,რომელიც ძვ.წ.447-432წლებში ააგო ფიდიასმა,ოლიმპიის ზევსის ქანდაკების ავტორმა

სთოუნჰენჯი

ვერტიკალურად აღმართული ქვების კომპლექსი,რომელიც სამხრეთ-დასავლეთ ინგლიში მდებარეობს,დაახლოებიტ ძვ.წ.300წლით თარიღდება.თავდაპირველად აქ წრიული თხრილი იყო,რომელსაც მომდევნო 2000წლით განმავლობაში მიწის,ქვისა და ხის ნაგებობებს უმატებდნენ.მრავალი მეცნიერი თვლის,რომ მშენებლებს ქვის გიგანტური ლოდები სხვა ადგილებიდან მოჰქონდატ.ეს უმძიმესი შრომა უნდა ყოფილიყო,ვინაიდან ზოგიერთი ქვის წონა 50ტონას აღწევდა.სთოუნჰენჯს,შესაძლოა,ასტრონომიული ფუნქციები ჰქონდა,მაგრამ დღესაც არავინ იცის,ვინ და რატომ ააგო იგი.
წყარო : https://www.facebook.com/pages/ცოდნის-სამყარო/

თეგები

bendela

12345

მსგავსი ამბები

Close
Close