არქივი

მსოფლიო ხელოვნება : ლეონარდო

b10839cb1f4d

წინა ნაწილმა დიდი მოწონება დაიმსახურა და უფრო დიდი ენთუზიაზმით შევუდექი ამ ნაწილის წერას , იმედია ეს ნაწილიც მოგეწონებათ ^_^ მგონი რომ კარგი გამოვიდა ^^

ახლა კი გადავიდეთ პოსტზე :

მსოფლიოს მოსახლეობის უმეტესობა ლეონარდოს იცნობს როგორც მხატვარს .. მაგრამ ის იყო მეცნიერი , უნიკუალური არქიტექტორი , ინჟინერი , მუსიკოსი , პოეტი და ა.შ. მის ნამუშევრებს დიდი ზეგავლენა ჰქონდა ევროპელ ხელოვანებზე , ხოლო მისი ნამუშევრები დროს წინ დიდი ხნით უსწრებდნენ .

e940459a8a38
ვინჩი

ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს , იტალიაში , ფლორენციასთან მდებარე პატარა ქალაქ ვინჩიში . მისი მშობლები გაშორებულები იყვნენ და ამიტომ ლეონარდო მამასთან ერთად ფლორენციაში ცხოვრობდა .. მას ჰყავდა 4 დედინაცვალი და 11 ნახევარ-ძმა და ნახევარ-და . ერთერთიმათგანი 45 წლით უმცროსი იყო ლეონარდოზე . 15 წლის ლეონარდო მამამისმა მიაბარა ცნობილ ხელოვანს რომელიც ასწავლიდა ხატვას , მათემატიკას , ქანდაკებას , მუსიკას და მეცნიერებას . 21 წლის ლეონარდო უკვე პროფესიონალი მხატვარი იყო . მისმა ნახატებმა ისე გააოცა მასწავლებელი , რომ მან დაყანა ფუნჯები და მეტჯერ აღარ დაუხატავს .

d3ed9a61ef1e
ერთერთი ნახატი მისი უბის წიგნაკიდან

ლეონარდო დიდი მხატვარი იყო , მაგრამ ასევე მას მეცნიერება , ანატომია და კიდევ ბევრი რამ აინტერესებდა . იგი იყო ერთერთი პირველი ვინც დაიწყო გვამების გაკვეთა . ლეონარდო ყველაფერს იწერდა თავის უბის წიგნაკში , რომელიც გაავსო 5000-ზე მეტი ნახატით .

4447d728a72a

ლეონარდო უდიდესი გამომგონებელი იყო . მისი სამეცნიერო კვლევები და მათემატიკის და არქიტექტურის ცოდნა ეხმარებოდა მას რაიმის დიზაინის გაკეთებისას . მან შეიმუშავა საფრენი აპარატურის დიზაინი 400 წლით ადრე სანამ თვითმფრინავს გამოიგონებდნენ . მას ასევე ეკუთვნის კონდენციონერის , საკითხავი ლამპის , მაღვიძარის , წყალქვეშა ნავის და ხიდის პროექტები . 1000-ზე მეტი გამოგონება ეკუთვნის ლეონარდოს . სამწუხაროდ მას დრო არ ჰქონდა რომ შეესხა ფრთები ყოველი მათგანისთვის .

7d1212a1a52e
ლეონარდოს მიერ დახატული საფრენი აპარატი

ლეონარდოს ბევრი დაწყებული საქმე არ დაუმთავრებია . ის ისეთი ცნობისმოყვარე ადამიანი იყო , რომ ძალიან მალე კარგავდა ინტერესს ერთი რაღაცის მიმართ და ერთი სული ჰქონდა სანამ მეორეზე გადავიდოდა . ამის გამო ძალიან ცოტა ნახატი აქვს დამთავრებული . ბევრი ადამიანი უკვეთავდა მას ნახატებს და ფულს უხდიდა , მაგრამ ლეონარდოს არცერთი არ აქვს დამთავრებული . ბევრი დამკვეთი დაიღალა ლოდინით და სხვა მხატვარს დაამთავრებინა ნახატი .

89dd6010dd14

ერთერთი მაგალითი არის ყველასთვის ნაცნობი ჯოკონდა . ბევრი ამბობს რომ ჯოკონდა მდიდარმა ვაჭარმა დაუკვეთა ლეონარდოს და ცოლის დახატვა სთხოვა , ამის ნაცვლად კი ლეონარდომ თავისი თავი დახატა . ამიტომ ვაჭარმა დაიწუნა იგი . ხოლო შემდეგ მონა ლიზა იყიდა მეფე ფრანცის პირველმა 492 უნცია ოქროდ . ცოტამ თუ იცის , რომ მონა ლიზაში რენესანსის ბევრი წესია დარღვეული , მაგალითად ის რომ რენესანსის დროს პორტრეტებში ხატავდნენ ადამიანს წელამდე , ხოლო ჯოკონდა ლამის მუხლებამდეა დახატული .

17f197f7185a
საიდუმლო სერობა

ლეონარდო ფრესკებსაც ხატავდა , მაგალითად განუმეორებელი “საიდუმლო სერობა” . დახატულია “სანტა მარია დე ლა გრაციას” კედელზე . ნახატში გამოსახულია ოთხკუთხედი მაგიდა რომლის შუაშიც ძალიან მშვიდად ზის იესო ქრისტე , ხოლო ყველა მოციქული ძალიან აფორიაქებულია . იუდა კი ზის ქისით ხელში .

c60a0624fa5b
ლეონარდოს უბის წიგნაკი

ლეონარდო ძალიან ჩაკეტილი ადამიანი იყო . ის თავის უბის წიგნაკში პირიქით წერდა ამიტომ მას ვერავინ კითხულობდა . ზოგი ფიქრობდა რომ მის მეცნიერულ კვლევებში შავი მაგია ერია . ის ცაცია იყო ,რაც იმ დროისთვის უჩვეულოდ ითვლებოდა . ლეონარდო ძლიერი და გულუხვი ადამიანი იყო . მან იშვილა ერთი ბიჭი და ძალიან კეთილი ადამიანი იყო . ხალხი მას პატიჟებდა წვეულებებზე . ის საუბრობდა საინტერესო თემებზე და ხალხს მისი ჭკვიანური იუმორიც მოსწონდა . იგი მღეროდა და უკრავდა მის მიერ გამოგონებულ საკრავზე . ლეონარდო ყოველთვის კარგად ჩაცმული დადიოდა . ლეონარდო იმ დროისთვის უჩვეულო სახლებში ცხოვრობდა . იგი ძალიან სუფთა ადამიანი იყო ,ვერ იტანდა არეულობას და თითებზე საღებავს . ის ასევე ვეგეტარიანელი იყო . ყიდულობდა ჩიტებს და შემდეგ უშვებდა და აკვირდებოდა მათ ფრენას .

სიცოცხლის განმავლობაში , ლეონარდომ მთელი იტალია შემოიარა . ერთხელ როცა სამსახურს ეძებდა , მან ჩამოწერა 36 რამ რისი გაკეთებაც შეეძლო . ლეონარდო მუშაობდა რომის პაპთან და მეფე ფრანცის პირველის კარზე , სადაც ძალიან მოწყენილი იყო ხოლმე , რადგან სხვებს უფრო ბევრი სამუშაო ჰქონდათ ვიდრე მას .

ლეონარდო და ვინჩი , ერთერთი ყველაზე ნიჭიერი და გენიოსი ადამიანი , რომელმაც გადატრიალება მოახდინა ხელოვნებაში და არა მხოლოდ ხელოვნებაში გარდაიცვალა 1519 წლის 2 მაისს . 67 წლის .

LuKa KiLa

იმედია მოგეწონათ გაგრძელება იქნება …

LuKa KiLa | Create your badge
1848017636.2749.826349880

LuKa Floyd

Born As FCB fan !

მსგავსი ამბები

Back to top button