TECH & მეცნიერებაგართობა

10 ფაქტი კროსვორდებზე

1
1) დღეისთვის პირველ ადგილს კროსვორდების შევსებაში იკავებს როჟ ბოუკარტი ბელგიიდან. თავის 65 წლის იუბილეზე მან გინესის რეკორდების წიგნს შესთავაზა ყველაზე დიდი კროსვორდი მსოფლიოში: 31 მეტრი სიგრძეში, 53 სანტიმეტრი სიგანეში, რომელიც შეიცავდა 50.400 სიტყვას. კროსვორდის შედგენაზე მას 4 წელი დასჭირდა. კროსვორდის კითხვების წიგნი კი 2734 ფურცლიანია.

2) მინიმალური დრო კროსვორდის შევსებისთვის “თაიმსის” გაზეთის – 3 წუთი 45 წამი დასჭირდა ინგლისელ რონ დინ-ს BBC-ს ორგანიზებულ ჩემპიონატზე 1970 წლის დეკემბერში.
2
3) 1966 წლის მაისში ლონდონის გაზეთ “თაიმსის” ოფისში მიიღეს წერილი ფიჯის კუნძულიდან, ქალი წერდა რომ მან ახლახან შეავსო კროსვორდი 673 გამოშვების რომელიც დაიწერა 1932 წლის 4 აპრილს. ამ ფაქტის შემდეგ კროსვორდის შევსების ყველაზე დიდი დრო დაფიქსირდა 34 წელი.

4) ყველაზე პროდუკტიული კროსვორდის შემქმნელი გახლავთ როჯერ ფ. სკვაიერსი. კვირაში იგი 35 კროსვორდს გამოსცემს გაზეთებისთვის.
3
5) კროსვორდების მაქსიმალური რაოდენობა აქვს შედგენილი ადრიან ბელლს. 1930 წლის იანვრიდან 1980 წლამდე იგი გაზეთ თაიმსისთვის 4.520 კროსვორდი შეადგინა.

6) ყველაზე დიდი კროსვორდი მსოფლიოში იყო გამოქვეყნებული რობერტ ტრუკოს მიერ ქალაქ კვებეკიდან. 82.951 უჯრედი და 25.614 სიტყვა.
4
7) კროსვორდი ფართობით 21 კვადრატული მეტრი შეადგინეს თურქმა კროსვორდის მოყვარულებმა. მისი სიდიდე შედგება 200 საშუალო კროსვორდისგან.

8) კროსვორდის შევსების შეჯიბრი არის ყველაზე ძნელი ინტელეკტუალური შეჯიბრი მსოფლიოში. საათნახევრის განმავლობაში მონაწილეებმა უნდა შეავსონ 5 კროსვორდი: ორი ინგლისურ ენაზე, ორი სხვა ევროპულ ენაზე და ერთი შერეული მაგალითად ინგლისურ-ფრანგული, ინგლისურ-გერმანული…
5
9) მსოფლიოში არის კროსვორდის 24 ნაციონალური სახეობა. ყველაზე პოპულარული არის იაპონური და სკანდინავიური. აგრეთვე არის ესტონური და უნგრული.

10) აგრეთვე არის სამგანზომილებიანი და უსაზღვრო კროსვორდები.

მსგავსი ამბები

Back to top button